x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138991
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ილია მეორე - როგორ შეიძლება პრეზიდენტი ოპოზიციაში იყოს

როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა. "როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გული გვტკივა სამშობლოსათვის, ყველა ვლოცულობთ იმისათვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი"- ბრძანა ილია მეორემ.

ილია მეორემ გაიხსენა შვეიცარიის პარლამენტის თავჯდომარის სტუმრობა, რომელმაც უთხრა, რომ ოპოზიცია არ ჰყავს.

" მან თქვა - ყველა ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს. პოზიციაც და ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი ყველა ერთად უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსათვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა"... როდესაც ამბობენ -ეს არის პოზიცია, ეს - ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ რომ სამშობლოს გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ", აღნიშნა ილია მეორემ და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნებაimage

1
66
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
66
  
2012, 7 ოქტომბერი, 14:56
უფალო დიდი ხანი გვიცოცხლე უწმინდესი
0 1 1