სხვა სხეულის 3 ყველაზე ბინძური ადგილი, რომლებიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას 2023, 21 სექტემბერი, 10:23 ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ვიცით, რომ ჩვენი სხეული უმარვაი საჭირო ბაქტერიისგან შედგება, მაგრამ ინფექციურ ბაქტერიებს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ. ამიტომ, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ადამიანის სხეული და დაასკვნეს, რომ ეს სამი ნაწილი განსაკუთრებულად დაბინძურებული და შესაბამისად საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
სხეულის 3 ყველაზე ბინძური ადგილი, რომლებიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას1. პირველ ადგილს იკავებენ ადამიანის ხელები, რომელთა ზედაპირზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად საშიში პათოგენები. კერძოდ, ადამიანის ხელებზე აღმოჩენილია ნაწლავური და ტუბერკულოზის ჩხირი. ექიმების თქმით, ადამიანის ხელებთან კონტაქტი განსაკუთრებით საშიშია იმ ვითარებაში, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია. ბევრი ვერ ამჩნევს, რომ მთელი დღის განმავლობაში ხელებით სახეს არაერთხელ ეხება – ამ შემთხვევაში ბაქტერიები ადვილად შეაღწევენ პირსა და ნესტოებში და ლორწოვან გარსში დამკვიდრდებიან. 2. მეორე ადგილი დაიკავა სმარტფონებმა, რომელთა ზედაპირებიც სავსეა პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმებით. სმარტფონების მფლობელებს ხშირად თავიანთი გაჯეტები პირდაპირ პირთან მიაქვთ! მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები შეიცავს მილიარდობით ბაქტერიას, თუმცა ეს შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ამიტომ, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა საფრთხეს უქმნიან ისინი მათ. 3. სხვადასხვა ბაქტერიული ფლორის მიერ კოლონიზაციის ხარისხის მიხედვით მესამე ადგილი სუპერმარკეტებში არსებულმა ტროლეიბებისა და კალათების სახელურებმა დაიკავა. არსებობს მტკიცებულება, რომ ნაწლავური ჩხირი გვხვდება ამ სახელურებიდან ყოველ მესამეზე და მათზე მეტი ექსკრემენტია, ვიდრე უნიტაზის სახურავზე. ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ახსოვდეთ, რომ სეზონი ახლა დაიწყო, როდესაც განსაკუთრებით მაღალია ნაწლავური ინფექციების რისკი და ჰიგიენის დაცვა აუცილებელი და მეტიც, სავალდებულოა. ინფექციებისგან და ბაქტერიებისგან თავის დასაცავად, ისინი გვირჩევენ გამოვიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება ან ანტიბაქტერიული ხელსახოცები და სმარტფონების, კლავიატურების ზედაპირები ხშირად დავამუშავოთ, მაგრამ თუ ისინი საზოგადოებრივია, მაგ: როგორც კალმები, რომელთაც ბანკებსა და სხვა სავაჭრო ადგილებში ვიყენებთ - გამოყენება შევწყვიტოთ. 68 3-ს მოსწონს
|