x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც სჯობდა საერთოდ არაფერი გცოდნოდათ! (ნაწილი 2)

image


თქვენ წინაშეა საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც ალბათ სჯობდა არ გცოდნოდათ, მაგრამ თუ ცნობისმოყვარეობა მაინც არ გასვენებთ, მაშინ რა გაეწყობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!


image



მე-19 საუკუნის შუა ხანებში და უფრო ადრეც, პროთეზირების უმეტესობა გარდაცვლილი ადამიანების კბილებისგან მზადდებოდა! თუმცა სპილოს ძვლისგან დამზადებული პტოტეზებიც პირველის მსგავსად ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.


image


1948 წლამდე გაზიანი სასმელი "7-Up"-ი ინგრედიენტ "ლითიუმის ციტრატს" შეიცავდა, რაც თავის დროზე ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა და განწყობის სტაბილიზატორადაც ითვლებოდა! ისე, მხიარული სასმელი კი იქნებოდა!



image


მერლინ მონროს გამუდმებით შებერილობა აწუხებდა, რასაც მისი ყველა ქმარიც ადასტურებდა. შესაძლოა მიზეზი ზედმეტად მკაცრი დიეტა იყო!



image


ისტორიაში ყველაზე სწრაფ იმპერატორად ცინ შიხუანდი ითვლება. ცინ კეს თავდასხმის დროს იმპერატორმა მისგან უბრალოდ გაქცევა გადაწყვიტა! და თან სვეტების გარშემო! ხოლო როდესაც მცველს დევნის გასაგრძელებლად ძალა უბრალოდ აღარ შესწევდა, ის მისთვის მოწამლული ხანჯლის სროლას შეეცადა, თუმცა ვერ მოარტყა, თავად კი შეპყრობილ იქნა!


image


ნაპოლეონს უყვარდა როცა მის საყვარელ ქალებს ჭუჭყის სუნი ასდიოდათ. ერთხელ მან ჯოზეფინას მისწერა: "სამ დღეში სახლში ვიქნები. ნუ დაიბან".


image


ედგარ ალან პო თავის უმცროს ბიძაშვილზე გახლდათ დაქორწინებული!



image


გერმანული წყალქვეშა ნავი "U-215" მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიძირა, თუმცა ჰერმეტულობა დღემდე არ დაერღვა. ის ჯერ კიდევ ოკეანის ფსკერზე დალუქულ მდგომარეობაში იმყოფება, სადაც 49 გერმანელი მეზღვაურის ნაშთებია ჩამარხული.



image


შუა საუკუნეებში ზოგიერთი მეომარი ჭირს საკმაოდ უცნაური ფორმით ავრცელებდა, ისინი მტრის ქალაქებში ჭირით დაავადებული ვირთხებით სავსე ტომრებით ჯუჯებს უშვებდნენ.


image


წარსულში საკვების საღებავებს დაქუცმაცებული კოშენილის ხოჭოსგან და ლოკოკინების ნაჭუჭებისგან ამზადებდნენ.


image


გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარტოფილს არავინ მიირთმევდა, ევროპის ღარიბი მოსახლეობაც კი, ვინაიდან სჯეროდათ, რომ ის კეთრს, სტერილიზაციას და სხვა მთელ რიგ პრობლემებს იწვევდა!


image



ვერცხლისწყლის ქლორიდი, რომელიც ცნობილია როგორც "წითელი ვერცხლისწყალი", ადრე კბილის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კბილის ტკივილი შესაძლოა ქრებოდა, მაგრამ გვერდითი მოვლენები გაცილებით უარესი იყო!


image


შუა საუკუნეებში ევროპელები ბატის კისრებს ტუალეტის ჯაგრისების ნაცვლად იყენებდნენ. ბატის კისერი იაფი და ხელმისაწვდომი იყო, და რაც მთავარია, მათი გაშრობა და ხელახლა გამოყენება შეიძლებოდა!



image


მე-20 საუკუნის დასაწყისში მალარიის ინექციებს სიფილისის სამკურნალოდ იყენებდნენ, რადგან მალარიით გამოწვეული ცხელება სიფილისის ბაქტერიებს დროებით ანადგურებდა.


image


ვენეციაში წარსულში პოპულარული იყო ეგრეთ წოდებული "შხამის ტესტი", რომლის დროსაც ეჭვმიტანილებს უდანაშაულობის დასამტკიცებლად შხამის დალევას აიძულებდნენ. ამ ტესტის პრინციპი კი იმაში მდგომარეობდა რომ ეჭვმიტანილს აიძულებდნენ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება მიეღო, როგორც წესი, ამ დროს ანტიმონიუმი გამოიყენებოდა, რომელიც თავისი ტოქსიკურობით იყო ცნობილი, თუ ეჭვმიტანილი გარკვეული დროის შემდეგ ცოცხალი რჩებოდა, ეს მის უდანაშაულობად ითვლებოდა. სიკვდილი ან მძიმე მოწამვლა კი დანაშაულის მტკიცებულებად განიხილებოდა.












0
972
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
972