x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გგონიათ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთისგან დიდად განსხვავდებოდა? სულაც არა!

image



სინამდვილეში, სამხრეთ კორეა იდეოლოგიურად არც ისე დიდი ხნის წინ "გამოეყო" ჩრდილოეთ კორეას, ეს ყველაფერი კი ამერიკის წყალობით მოხდა, მანამდე სამხრეთ კორეაში გოგონებს მოკლე ქვედაბოლოებისთვის ლანძღავდნენ, ხოლო მათთვის შესაფერის თმის ვარცხნილობას მხოლოდ პარტია წყვეტდა. ჩრდილოეთ კორეაში არსებული უცნაური აკრძალვები იმავე წარმატებით სამხრეთ კორეაშიც ჰყვაოდა, სანამ იქ ამერიკანიზაცია არ მოხდა.





დაუნდობელი ბრძოლა მინიქვედაბოლოებთან


image


სამოცდაათიან წლებში მთელი მსოფლიო მინიზე გიჟდებოდა. თანამედროვე სტანდარტებითაც კი იმდროინდელი ქვედაბოლოები საკმაოდ მოკლე იყო, მინის ტალღამ სამხრეთ კორეაშიც ჩააღწია, თუმცა ხელისუფლებას აღნიშნული ტრენდი დიდად არ მოეწონა, მან ქვედატანის ასეთი სიგრძე ამორალურად მიიჩნია, ყველა პოლიციელს სანტიმეტრი დაურიგდა და ქალაქში გასვლა დაევალა, რათა გოგონების ქვედაბოლოს სიგრძე მუხლიდან ქობამდე გაეზომა, მისი სიგრძე 17 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.


image



თუ ქვედაბოლო უფრო მოკლე აღმოჩნდებოდა მაშინ გოგონები "განახლებისთვის" განყოფილებაში მიჰყავდათ, სადაც უბრალო, გრძელი ქვედაკაბები იყო გამოფენილი, პოლიცია გოგონებს ულტრა მინის ხდიდა და სანაცვლოდ სტანდარტულ, გრძელ ქვედაბოლოებს აცმევდა. აბა, ზნეობისთვის მებრძოლნი გოგონებს სახლში ქვედაბოლოს გარეშე ხომ არ გაუშვებდნენ?


image


და უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ დამამცირებელი პროცედურა იყო, თუმცა გამოსავალიც არსებობდა თუ გოგონასთვის უცხო ადამიანის შეხება უსიამოვნო იყო, მაშინ მას ულტრა - მინი უბრალოდ არ უნდა ეტარებინა.





ნომენკლატურული ვარცხნილობები


image


ეს დღეს იწვევს ჩრდილოეთ კორეაში ნებადართული ვარცხნილობების კატალოგის ხილვა ტურისტთა გაოცებას, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ სამხრეთ კორეაშიც არსებობდა სპეციალური მითითებები თუ როგორი ვარცხნილობები უნდა ეტარებინათ მოქალაქეებს. ეს დღეს იკეთებენ ქეი - პოპერები ყველა ფერის მელირებას, თორემ სამოცდაათიან წლებში გრძელთმიან ბიჭებს ფაქტიურად პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ. ცენზი მარტივი იყო - თუ თქვენ უკნიდან გოგოში აერეოდით, შეიძლება დაეჭირეთ და პოლიციის განყოფილებაში წაეყვანეთ...


image


იქ კი როგორც წესი, ბიჭებს გრძელ თმებს ძალით აჭრიდნენ. ყველა სახის მკაცრი აკრძალვის მთავარი იდეოლოგი 70-იან წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ ჩონ ჰი იყო. სხვათა შორის, სწორედ მან გამოიყენა პირველად "სირცხვილის გალიები".



image


პაკ ჩონ ჰის დროს როცა ფეხით მოსიარულე არასწორ ადგილს გადაკვეთდა, საგზაო პოლიცია მას სპეციალურ კონსტრუქციაში ათავსებდა და ტროტუარზე ნახევარი საათით ტოვებდა. აი, ასეთ საჯარო ნახევარსაათიან ციხეში ხვდებოდნენ ადამიანები წესების საჯარო დარღვევისთვის. აკრძალვები ერთიმეორის მიყოლებით გაუქმდა, როდესაც 1979 წელს პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰიზე მკვლელობის მცდელობა წარმატებით არ დასრულდა, და ქვეყნის კურსიც პროამერიკული გახდა.


image


1979 წლის 26 ოქტომბერს პაკ ჩონ ჰი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ ჯე გიუმ დახვრიტა. დაპატიმრების შემდეგ მკვლელმა განაცხადა, რომ პაკ ჩონ ჰი დემოკრატიას უქმნიდა საფრთხეს და მისი მკვლელობა პატრიოტული მოტივებიდან იყო გამომდინარე. კიმ ჯე გიუს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც 1980 წლის 24 მაისს აღასრულეს.









0
685
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
685