x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჩინეთში პირველ კლასში ერთბაშად 12-მა წყვილმა ტყუპმა დაიწყო სწავლა (ვიდეო)

image

ჩინეთში შანდუნის პროვინციის დაწყებით სკოლაში სასწავლო წელი პირველად დაიწყო 12 წყვილი ტყუპი ბავშვისთვის. ისინი ყველა ერთ კლასში გაანაწილეს.


სულ ამ სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში ასზე მეტი პირველკლასელმაა დაიწყო სწავლა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდა ხუთი წყვილი ტყუპი ბიჭი და შვიდი ტყუპი წყვილი გოგონა. ვიდეომასალამ, სადაც ისინი ხელჩაკიდებულნი მიდიან კლასში, საყოველთაო აღტაცება და სიყვარული გამოიწვია.


ტყუპების ზოგიერთმა მშობელმა, რომლებიც ორ წყლის წვეთივით გვანან ერთმანეთს, გადაწყვიტეს მასწავლებლებს მუშაობა გაუადვილონ. „მოვამზადეთ სტიკერები სახელებით და ჩემი ქალიშვილების სკოლის ფორმას მივამაგრე. იგივე სტიკერები მივამაგრე ზურგჩანთებზე და წყლის ბოთლებზე“, - ამბობს ტყუპი გოგონების ერთ-ერთი დედა, რომელიც თვლის, რომ ეს დაეხმარება როგორც მასწავლებლებს, ასევე თანაკლასელებს გაარჩიონ მისი ქალიშვილები.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყუპების დიდი რაოდენობა ერთდროულად ზის მერხთან მაგალითად 2020 წელს 12 წყვილმა დაიწყო სწავლა, ხოლო 2021 და 2022 წლებში – 13-მა



ჩინელი ექიმები ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში ბოლო წლებში ტყუპების დაბადება გახშირდა: თუ ადრე ეს მშობიარობის მთლიანი რაოდენობის 0, 5%-ს შეადგენდა, ბოლო წლებში 4%-ს მიაღწია.

0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0