x
image
თუთიკო ბერძენა
ბრაზის გამოშვება აუცილებელია - რატომ ხატავენ ონკოლოგიური პაციენტები დიდ თევზს პატარა აკვარიუმში
image
ევროპის ბევრ ქვეყანაში ონკოლოგიურ პაციენტებს ფსიქოლოგიური დახმარებისას სთხოვენ, დახატონ რაიმე.

ძალიან ბევრი ხატავს თევზს აკვარიუმში. დიდ თევზს პატარა აკვარიუმში.


სერიოზული ავადმყოფობების წარმოქმნის ფსიქოლოგიური ფაქტორი ხშირად ხდება უკმაყოფილების გამოხატვისა და უარყოფითი ემოციების გამოდევნის საშუალების არქონა. არა გამოუცდელობა, არამედ გამოხატვის უუნარობა ქმნის უზარმაზარ რისკ ფაქტორს ონკოდაავადების წარმოსაქმელად.

არსებობს ორი ასეთი ცუდი ვარიანტი:

1.გადაჭარბებული თავმდაბლობა, მორჩილება და თვინიერება.

2. მრისხანე ემოციების უეცარი აფეთქებები, უკონტროლო ბრაზი.
რომლისგანაც თევზი აკვარიუმს არღვევს...

გადაჭარბებული მორჩილება და გადაჭარბებული თავმდაბლობა საშიში „მორჩილების სინდრომის“ გამოვლინებაა - სიკვდილის საწინდარი.

საავადმყოფოში დაკვირვებულმა ადამიანმა შეიძლება იწინასწარმეტყველო რამდენიმე პაციენტის სიკვდილი; ეს პაციენტები რაღაცნაირად სხვანაირად იქცევიან. ისინი არ აპროტესტებენ არაფერს და ეთანხმებიან ყველაფერს...

ერთ-ერთი ექსპერიმენტისას მედპერსონალმა პაციენტების განზრახ გაბრაზება დაიყო, ამასტანავე ეხმარებოდნენ პაციენტებს ბრაზისა და გაღიზიანების გამოხატვაში.


ბევრის მდგომარეობა გამოსწორდა, როდესაც მათ დაიწყეს გაბრაზება და გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება.


ექვსი თვიდან წელიწადნახევრამდე მორჩილება დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს.


ბევრი არ უნდა მოითმინოთ და აიტანოთ. ხშირი შეურაცხყოფაების, დაშინების, სხვისი სულელური აზრის დამორჩილების, უსიამოვნო ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემთხვევაში ონკოდაავადებების განვიტარების რისკი ძალიან დიდია. ასეთ დამოკიდებულებებზე სიკეთითა და თვინიერებით პასუხისას გადახდა ჯანმრთელობით მოგიწევთ, თუმცა ზოგს ნამდვილად მოეწონება თქვენი თავმდაბალი საქციელი, მოთმინებისთვის შეგაქებენ და გაგამხნევებენ - მაგრამ გაიხსენეთ აკვარიუმში თევზი. დიდი თევზი პატარა და ვიწრო აკვარიუმში...

3
141
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
141
  
2023, 14 სექტემბერი, 11:08
ეს "კლიენტი" ხორცს ყიდდა ერთ უბანში და რაღაცაში დაგვჭირდა თანამშრომელბს,მივედი ამ კაცთან და თან გადამყვა. თუ რამე საუკეთესო ქონდა იაფად მომყიდა,რაც არა,სხვაგან მიმასწავლა და მისი სახელით მისვლა მირჩია. შემოვუბრუნდი ამ ჩემს მენეჯერს და ვუთხარი ჩემი საყვარელი ფრაზა "ასე კეთდება საქმე" და არა ვიღაცის პრობლემებში ჩაგდებით. ხსენებული ექიმი რო მოსულიყო ჩემთან ბანკში,თქვენი აზრით,რას ვუზავდი? ყველაზე მაღალი პროცენტი და ყველაზე ცუდი პირობებით შევტენიდი რაიმე პროდუქტს,ხოდა ვისი ბრალი იქნებოდა ეს,ჩემი თუ მისი? ამას ვამბობ,ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს გაბრაზება მომსახურების მისაღებად,არც დიდი და პატარა თევზების ან აკვარიუმის დახატვა,ყველამ უნდა იფიქროს მომავალზე,რასაც სხვას უკეთებ,იგივეს დაგიბრუნებენ და მერე წუწუნი აღარ მოსულა.
2023, 14 სექტემბერი, 11:01
ადრე ვახსენე მარკეტინგი,სადაც გარკვევით არის ნახსენები,მომხმარებელი არ არის ვალდებული გირჩიოს დრო ან ხასიათი,როცა უნდა მაშინ უნდა მოვიდეს და მიიღოს ის რაც უნდა. სწორიც არის,როცა შენც არ მოგემსახურებიან კარგად,არც შენ გაგიხარდება ეს ამბავი და თუ ეს ასეა,მაშინ რატომ უკეთებ იგვეს სხვას? შეიძლება ისევ "ჩემს მარკეტინგს ვაწვები",თუმცა ყველაფერში გამოსადეგია,გასტრონომშიც და აპოლონშიც. მარკეტინგისთვის და სინამდვილეშიც ასეა,ყველა არის გამყიდველი და ყველა არის მყიდველი. ექიმიც გამყიდველია და იურისტიც,ამიტომაც არის საჭირო მარკეტინგი ცხოვრებაში. არსებობს სამი ტიპის გამყიდველები, 1)გამყიდველი,ვინც მხოლოდ წესების მიხედვით მოქმედებს,2)გამყიდველი,ვინც პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებს და 3)გამყიდველი,ვინ "ოქროს წესის" მიმდევარია,რაც გულისხმობს "მოექეცი სხვა ისე,როგორც შენ გინდა მოგექცნენ". ჩვენ ქვეყანაში,ძირითადად,არიან მეორე ტიპის გამყიდველები ანუ პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. პირად ინტერესებში ცუდი არაფერია,თუმცა რანაირად არ არის პირადი ინტერესი,როცა შენც კარგად ემსახურები და როცა შენ გჭირდება მომსახურება,სხვაც კარგად გემსახურება. მე "ოქროს წესის" მიმდევარი ვარ,ასე ვუყურებ ამ საკითხს. თუ რაღაც წესი,რომელიც კომპანიას აქვს შემუშავებული ეწინააღმდეგება ამ "ოქროს წესს",მაშინ კომპანიის წესებია შესაცვლელი. ამიტომაც ხშირად ვარღვევ კომპანიის წესებს და ამის გამო პრობლემებიც მექმნება,თუმცა არ მადარდებს. მგონი,ადრე გითხარით რო ერთერთ ბანკში ვმუშაობდი,კლიენტი გავუშვი სხვა ბანკში,რადგან ვიცოდი,რაც ამ კლიენტს სჭირდებოდა,უფრო ხელსაყრელი პირობებით იქ იყო და იაფიც იყო. მენეჯერმა დამიბარა,საყვედური მითხრა და გამეორების შემთხვევაში,აღარ გამიტარებდა და გამიშვებდა. ვუთხარი,დროის ამბავია და თუ ასეთი შემთხევა მექნება,ისევ ასე გავაკეთებთქო და თუ გაშვება გინდა გამიშვითქო,ოღონ გაშვების მიზეზი რეალურად დამიწერე და მერე ვიდაოთქო. ვერ დაწერა,რადგან ამის დაწერა და კონკრეტული ბანკის პრობლემა ერთი იყო,რადგან საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება კლიენტის მოტყუება და გატყავება.
2023, 14 სექტემბერი, 10:43
ვფიქრობ,არაფერი არ უნდა მოითმინო,ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა,რატომ უნდა ითმინო? საბედნიეროდ,ხშირად არ მიწევს საავადმყოფოში ყოფნა,თუმცა როცა ვარ,სამედიცინო პერსონალისთვის დიდი დისკომფორტი ვარ და მგონია რო ეს არის სწორი მიდგომა. მე არ მომწონს ექიმების დამოკიდებულება პაციენტებთან,ამიტომ ნებისმიერ ექიმს არ დადგება კარგი დღე,თუ მე შევამჩნიე რაღაც,მე რო არ მეხებოდეს,მაინც ასე ვაკეთებ.

კორონა ისტერიის დროს,დაიწყო აცრები და დავრეგისტრირდი წესის მიხედვით. მივედი ადგილზე და რას ვხედავ,უშველებელი რიგია,გადავამოწმე ჩემი დრო და მიწევს 5 წუთი დალოდება,მოვიდა ჩემი დრო და ფაფუ,ვერ შევდივარ. საავადმყოფოში არ მიშვებენ და მოვიფიქრე ასეთი რამე,შემოვუარე საავადმყოფოს შენობას,ხმას მოვისმინე და ასე გავიგე,რომელ ოთახში ტარდებოდა აცრები(კარგია რო პირველი სართული იყო).მივედი და ფანჯარაში შევიხედე,ყავას იტრყავს ჟანგიან ყბაში ექიმი და არ აინტერესებს რიგი,არც ის რო ხალხი ჩაწერილია და არც ის რო ჩაწერის გარეშე არ მოსულა ხალხის დაბარება. ვუთხარი,მარტო ყავა რატომ,იქნებ ტკბილი გესიამოვნოთ,გავალ და გიყიდითქო. კატასავით აჩხავლდა და ხელების გაშლა დამიწყო,ვიღებ ტელეფონს და ვანიშნებ რო ვინც შენ დაგინდოსთქო,ვიღაც ბიჭი მოდის და გამოვყავარ,მიხსნის რო აზრი არ აქვს,მაგრამ გინებას მაინც ვაგრძელებ. არ იყო გასული 5 წუთი და რიგი დაიძრა,ხოდა რომ არ ჩემი სიბრაზე ან გამბედაობა,ის ხალხი დიდი ხნის მანძილზე იქნებოდა რიგში. რა თქმა უნდა იმ ექიმთან ასაცრელად აღარ შევედი,შეიძლება მოვეკალი :) იმ რიგში,ყველა გაბრაზებული იყო,თუმცა ითმენდა და საქმე ფუჭდებოდა. ამიტომაც ვამბობ,არავის არაფერი არ უნდა მოუთმინო,მით უფრო ექიმებს. შენ რო მოხვალ ჩემთან და შემატყობ უპასუხიმგებლობას,უყურადღებობას,მაშინ დამაკალი მაგიდაზე ბუზივით,ხოლო თუ მე მოვალ,წესიერად მომემსახურე,არც მე გაპატიებ ასეთ შემთხვევაში.
0 1 3