x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამაზე ჩაილაპარაკებენ ხოლმე კახეთში, თან მიაცვამენ, თან მააცვამენო!"-გელა ზედელაშვილი

image

"სამშობლოს ბედი ვენახში წყდება, თქვენ რას აკეთებთ აქ?!
კობახიძის გაშავებას დროებით მორჩნენ, კალაძეზე გადავიდნენ, კალაძის გაშავებას დროებით მორჩნენ, ღარიბაშვილზე გადავიდნენ... ღარიბაშვილის გაშავებას რომ მორჩებიან, ისევ კობახიძეზე გადავლენ, კობახიძის გაშავებას რომ მორჩებიან, ისევ კალაძეზე გადავლენ, კალაძის გაშავებას რომ მორჩებიან, ისევ ღარიბაშვილზე გადავლენ და აეგრე, რააააა, მიდი, მოვდივარ, აეგრე დათარეშობენ ერთ წრეზე!
image
პერიოდულად შეისვენებენ ხოლმე, ხან ბერაზე გადადიან, ხან ბიძინას ძმაზე, ხან კიდე ბიძინას მეუღლეზე... რაც შეეხება თვით ბიძინა ივანიშვილს, იგი ნებისმიერის გაშავებისას ნოყიერი საფანელია - აშავებენ კობახიძეს? იგულისხმება ივანიშვილიც, აშავებენ კალაძეს? იგულისხმება ივანიშვილიც, აშავებენ ღარიბაშვილს? იგულისხმება ივანიშვილიც.
image
თემები არ ელევათ... არც გამოელევათ - სადმე მეწყერი ჩამოწვება? სადმე წყალი ადიდდება? სადმე ქარი დაუნერავს? სადმე სეტყვა ჩამოცვივა? კალაძეს დაადანაშაულებენ, იცოდა და ხალხი არ გააფრთხილაო!
ჰელენ გოგიევიჩს რუსული რუბლები ჩაერიცხება? ეგრევე კობახიძეს მიუხტებიან ლექციაზე, შე რუსეთუმევო!
ღარიბაშვილი ამერიკაში რატომ წავიდა შვილის მოსანახულებლადო? თუ წავიდა, აქლემით წასულიყო, ან კიდე ჯორით, თვითმფრინავით რატომ წავიდაო? ეგ კიდე არაფერი... როცა ჩამოვიდა, ცოლს დაბადების დღე რატომ გადაუხადაო? თუ გადაუხადა, რესტორანში რა უნდოდათ, სახლში ვერ გადაუხდიდაო? ან სახლში რატომ უნდა გადაეხადა, რა აუცილებლობა იყოვო?
image
ჰოდა, რაკი მაინც გადაუხადა, ნება იბოძოს და გადადგესო. თუ არ გადადგება, მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმაზე, რომ ჯერ ამერიკაში გაფრინდა თავის შვილთან, მერე კიდე არც დაიღალა, რესტორანში იქეიფაო. რა, აღარ უშლიანო? მეტიც, მამუკი ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
image
ბარემაც აქვე შეგახსენებთ, რომე... მამუკის პარლამენტში მხოლოდ სამი თავისნაირი ოჩოპინტრე ჰყამს. მთავარია, გული გულობდეს, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში რამდენი ოჩოპინტრე გყამსო? დაუკვეხნია მამუკის.
image
ამაზე ჩაილაპარაკებენ ხოლმე კახეთში, თან მიაცვამენ, თან მააცვამენო!
image
არა, მე განა იმასა ვჩივი, რატომ დადიან წრეზე ეს დარტყმულები?
არა, მე მხოლოდ იმასა ვჩივი, რომ ძვირფას დროს აეგეთ სირთაოზობებში ხარჯავენ და ამ დროი კახეთში ამოდონა ვენახები დასაკრეფია!
სხვათა შორის, რთვლის პერიოდში კომუნისტებს ჰქონდათ ხოლმე ერთი კარგი ლოზუნგი (ახლა სლოგანს ეძახიან): “სამშობლოს ბედი ვენახში წყდება, თქვენ რას აკეთებთ აქ''?!
image
შეხედავდი წითელ ნაჭერზე თეთრით დაწერილ ამ შეგონებას და შეგრცხვებოდა, რომ სამშობლოს ბედი ვენახში წყდებოდა და შენ კიდე სადღაც დაბოდიალობდი.
ამათ არ რცხვენიათ, არც სინდისი აწუხებთ, არც ნამუსი და არც ის, რომ წუნკლურ რაღაცებზე დროს ასე ურცხვად ფლანგავენ!"-წერს სოციალურ ქსელში ინტენრეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
444
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0