საქართველო "ამ ადამიანთან აზრი არა აქვს სინდისზე, ნამუსზე, წესიერებაზე ლაპარაკს.."-ვისზე წერდა გია გაბრიჭიძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე? 2023, 11 სექტემბერი, 15:20
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი გია გაბრიჭიძე, ახლობლების თქმით, გიას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. "გიას 30 წელზე მეტი ხანია ვიცნობ... წავიდა ... გაფრინდა... სუსხს რომ იგრძობ ისეთი ამბავია ეს! ღმერთმა გაცხონოს ჩემო მეგობარო"-წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი. გია გაბრიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც:(მიმართავს თიკო თვალაძეს) "ვიზიარებ ამ თქვენ დიდ მწუხარებას.არ დამავიწყდება ჩვენი თბილი და ადმაიანური შეხვედრები ბოტანიკური ბაღის ბილიკებზე.თქვენ გამძლეობას გისურვებთ, ამ უმძიმეს ჟამს, ნათელში განისვენოს". გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გია გაბრიჭიძემ სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომელიც პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს შეეხება: "ამ ადამიანთან აზრი არა აქვს სინდისზე, ნამუსზე, წესიერებაზე ლაპარაკს. ადამიანთან, რომელმაც პოლიტიკური პარტია იმის გამო დაარეგისტრირა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე არ აგოს პასუხი, თორე მორალური კოდექსი ფეხებზე ჰკიდია. "ბიზნესის რეკეტში იყო ჩართულიო" თქვა ირაკლი კობახიძემ და მაშინვე აეწვა. რეკეტი ის კი არ არის ბეისბოლის "ბიტა" ურტყა ადამიანს და ქონება ისე წაართვა, რეკეტია როცა გამომძალველის "პადელნიკი" ხარ და დაპატიმრებულ ადამიანს ქონებას ციხეში შუაღამისას მიყვანილი ნოტარიუსის გვარად გინტურის დახმარებით შენს ბანკზე აფორმებინებ. რეკეტია, როცა ელიტ-ელექტრონიკსის დაპატიმრებული მეპატრონის, ანზორ ქოქოლაძის დასტურის გარეშე იფორმებ ამ დიდ ბიზნესს. რეკეტია როცა 49% გაქვს კრედიტზე დაწესებული (რომელიც არცერთ ენაზე არ ითარგმნება). და რეკეტზე უფრო ამორალური ქმედებაა, როცა შენი ბანკის სახელით ომში, სანგარში, ტყვიების წვიმაში მყოფ მებრძოლს ურეკავენ და სესხის დაფარვას აჩქარებენ. ანაკლიის პორტის თაღლითობაზე აღარაფერს ვიტყვი. მიდი და იჩივლე თუ თავი გაქვს. წესით უამრავმა ადამიანმა იქეთ უნდა გიჩივლოს, მაგრამ "პოლიტიკურ დევნას" ამოეფარები და ჩვეული თაღლითობით დროს გაწელავ. მიდი უჩივლე კობახიძეს. ხვალ ორშაბათია და სასამართლოები მუშაობენ".
391 3-ს მოსწონს
|