x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ინდონეზიაში სასიძო ქორწილიდან გაიქცა, რითაც მამამისი აიძულა მის საცოლზე დაქორწინებულიყო
image

ინდონეზიაში საქმრო გაიქცა ქორწილიდან, ამის შემდეგ პატარძალი მამამისს გაჰყვა ცოლად




ინდონეზიაში საქმროს მამას შვილის ნაცვლად დაქორწინება მოუწია. ამის შესახებ Tribun Sumsel იუწყება.


შემთხვევა 19 აგვისტოს, კუნძულ ჰალმაჰერას სოფელ ჯიკოტამოში მოხდა. პატარძალი, რომელიც ცნობილია მხოლოდ ინიციალებით ს.ა. უნდა დაქორწინებულიყო ახალგაზრდა კაცზე, სახელად ისრაზე. ქორწილში ორივე მხრიდან ნათესავები და ახლობლები მოვიდნენ, მაგრამ ზეიმის დღეს საქმრო სადღაც გაიქცა და ვერ იპოვეს.



პატარძლის ნათესავებმა ქორწილზე 25 მილიონი რუპია დახარჯეს (დაახლოებით 4, 500 ლარი ) და არ სურდათ მისი უქმად დაკარგვა. ისრას ქმედებამ აიძულა მამამისს გამოესწორებინა სიტუაცია. მამაკაცი შვილის ნაცვლად გოგონას ცოლობაზე დათანხმდა, რათა სირცხვილისგან ეხსნა ოჯახი(???)


ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეორგოლი ქორწილის ერთ-ერთმა მონაწილემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია. ზოგიერთმა კომენტარში გამოთქვა მხარდაჭერა და თანაგრძნობა პატარძლის მიმართ, სხვებმა პირიქით დაგმეს ოჯახი, რომელიც მზად იყო ნებისმიერ ფასად ქორწინება არ ჩაშლილიყო


თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწია ისრას. არსებობს მხოლოდ ორი ძირითადი ვერსია: ან კაცს ბოლო მომენტში დაქორინების შეეშინდა, ან მეორე ვარიანტი: საყვარელი ჰყავდა.

ორიოდე წლის წინ ვწერდით ინდოეთში ქორწილში მომხდარ ფაქტზე, როდესაც უტარ პრადეშის შტატში ქორწილში მოულოდნელად პატარძალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა, თავიდან პატარძლის სიკვდილით შეძრწუნებული ოჯახები შეცბუნდნენ. მაგრამ შემდეგ მათ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ნათესავებმა გადაწყვიტეს, არ ჩაეშალათ ქორწილი და გარდაცვლილის უმცროსი და ნიშა შესთავაზეს სასიძოს, რომელიც უმალ დათანხმდა.

0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0