x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სინგაპურში მოქმედი შოკისმომგვრელი ჯარიმები და ფიზიკური სასჯელები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ქვეყანაში საღეჭი რეზინის შეტანისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 75 000 სინგაპურული დოლარის ოდენობით განისაზღვრება - რაც დაახლოებით 55 000 აშშ დოლარს შეადგენს, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის კი რატანის წკეპლით დუნდულოებზე 6-მდე დარტყმა არ აგცდებათ.

image


დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში სინგაპური ჩამორჩენილი ქვეყნების სიიდან მსოფლიოს ერთ - ერთ წარმატებულ და უმდიდრესს ქალაქ-სახელმწიფოდ იქცა.


image

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფო დღესდღეობით უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ტოკიოს შემდეგ მეორე ადგილზეა.


image


სავსებით შესაძლებელია, რომ სინგაპურის ეკონომიკური სასწაული საერთოდ არ მომხდარიყო რომ არა ჯარიმებისა და ფიზიკური დასჯის მთელი სისტემა, რომელიც ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან სინგაპურის მართლმსაჯულებას საერთოდ არ აინტერესებს ადგილობრივი მცხოვრები ხარ თუ უცხოელი მოგზაური. სასჯელი ყველასთვის თანაბრად მკაცრია! და დიახ, ქვეყნის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით ჯერ კიდევ არსებობს. სინგაპური ლიდერია არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ადამიანთა სიკვდილით დასჯის რაოდენობითაც, და სხვათა შორის, სინგაპურელთა 80%-ი სიკვდილით დასჯის გამოყენებას მხარს უჭერს.



image


სინგაპურში ადამიანები შეიძლება მკვლელობისთვის, გატაცებისთვის, იარაღით ვაჭრობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრაბანდისა და ნარკოტრაფიკისთვის ჩამოახრჩონ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, 28 ივლისს ქალაქ-სახელმწიფოში 45 წლის სარიდევი ჯამანი 30, 72 გრ ჰეროინის კონტრაბანდისთვის სიკვდილით დასაჯეს.


image


ყველაზე გახმაურებული ადგილობრივი ჯარიმა რაღა თქმა უნდა, - საღეჭ რეზინასთან დაკავშირებული ჯარიმაა. ამასთან, მისი უბრალოდ ღეჭვა სრულიად ნებადართულია, თუმცა აი, მისი პირიდან გადმოგდება ან რაიმეზე მიკვრა სასტიკად აკრძალულია. ასეთი ქმედებებისთვის - ჯარიმა 1000 (740 აშშ დოლარი) სინგაპურულ დოლარს აღწევს. ზოგადად, სინგაპურში ასეთი ჯარიმის დაკისრება მარტივი არ არის, ვინაიდან საღეჭი რეზინი ხომ იქ პრაქტიკულად არსად იყიდება, აეროპორტის "Duty Free"-ის მაღაზიაშიც კი, უცხოეთიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შეტანა არ შეიძლება, როგორც შესავალშიც აღვნიშნე ქვეყანაში საღეჭი რეზინის შეტანის ჯარიმა 10 000-დან 75 000 სინგაპურულ დოლარამდე მერყეობს ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


image


სინგაპურში სიმღერა არა მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება, არამედ საკუთარ სახლშიც კი, თუ ის გარშემომყოფებს აწუხებს. თუ თქვენი სიმღერით შეწუხებული "გაღიზიანებული" ტიპი პოლიციაში დარეკავს იცოდეთ რომ 1000 სინგაპურული დოლარის გადახდა არ აგცდებათ, სინგაპურელებისთვის რიგის დაცვა იქნება ეს მაღაზიაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წმინდათა წმინდაა, ასე რომ თუ ვინმე შეეცდება რიგში ურიგოდ შეძრომას, მაშინ მას რიგის დარღვევისთვის 500 სინგაპურული დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრება.



image


სინგაპურში ქუჩაში გადაფურთხებისთვის ან ნაგვის გადაყრისთვის ჯარიმის სახით 400-დან 10000 სინგაპურულ დოლარამდე გადახდა ან გამოსასწორებელი სამუშაოა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ჯარიმის ზომა ნაგვის რაოდენობაზე ან ფურთხის მოცულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ თავად ჯარიმა მშვენიერია, ვფიქრობ მსგავსი ჯარიმები არც ჩვენს ქვეყანას აწყენდა. თუ საზოგადოებრივი ტუალეტით ისარგებლებთ და თქვენ შემდეგ საფირფარეშოს სუფთად არ დატოვებთ, მოემზადეთ 150 სინგაპურული დოლარის გადასახდელად, და ეს იმისდა მიუხედავად, რომ სინგაპურის თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტუალეტი იდეალურად სუფთაა, აქვს სასიამოვნო სუნი და ავტომატურად ირეცხება.


image


ძალიან სერიოზული ჯარიმაა დაწესებული Wi-Fi-ით მისი მფლობელის თანხმობის გარეშე სარგებლობისთვის, ასეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 10 000 სინგაპურული დოლარი ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ისე უცნარია რატომ უნდა წავიდეს ვინმე ასეთ რისკზე, თუკი სინგაპურში უფასო მუნიციპალური Wi-Fi-ის ქსელებია, რომელში ჩართვაც სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი. მეტროში გაჩერების სარქვლის შემთხვევით დაჭერისთვის ან არასათანადო გაჩერებისთვის - ჯარიმა 5000 სინგაპურული დოლარია.


image


სინგაპურის მეტროში ბევრი სხვა აკრძალვაც მოქმედებს, რომელთა დარღვევის შემთხვევებშიც დანაშაულის ჩამდენ პირებს სერიოზული ჯარიმები ელით. მაგალითად, მეტროპოლიტენში მოწევისთვის - ჯარიმის სახით 1000 სინგაპურული დოლარია განსაზღვრული. სასმელისა და საკვების მოხმარებისთვის - ჯარიმა 500 სინგაპურულ დოლარს შეადგენს, დურიანით მოძრაობა - 500 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ. აალებადი სითხის შეტანისთვის ჯარიმა კი - 5000 სინგაპურული დოლარით არის შეფასებული.


image


სინგაპურში თევზაობა არ შეიძლება. დარღვევისთვის - ჯარიმა - 3000 სინგაპურული დოლარია, ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მტრედების გამოკვებაც იკრძალება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ 1000 სინგაპურული დოლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო მაიმუნების გამოკვების შემთხვევაში ჯარიმა ბევრად უფრო სოლიდურია და ის 5000 სინგაპურულ დოლარს შეადგენს.


image


სინგაპურში ვანდალიზმის ნებისმიერ შემთხვევაზე ხელკეტით ცემაა გათვალისწინებული, თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, დამნაშავეს დასისხლიანებული უკანალის შემდეგ დამატებით 200 სინგაპურული დოლარითაც აჯარიმებენ ან ციხეში სამი წლით უშვებენ. სინგაპურში ვანდალიზმად ითვლება კედელზე ასევე ნებისმიერი "უწყინარი" წერწერაც კი.



image


სინგაპურში რატანით ცემა 40-ზე მეტი სახის დანაშაულისთვის მთავარი სასჯელია, თუმცა ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე ეს სასჯელი არ გამოიყენება 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებისა და მამაკაცების მიმართ, ვინაიდან მათმა სხეულმა ეგზეკუციას შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს. გარდა ამისა, გაწკეპლვის დროს ყოველთვის იმყოფება ექიმი რათა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე დაადასტუროს შეძლებს თუ არა ის სასჯელის ატანას. რატანის ხელჯოხი უნდა იყოს არაუმეტეს 1, 27 სანტიმეტრი დიამეტრის, გამოყენებამდე მას მეტი ელასტიურობისთვის წყალში ასველებენ, რის შემდეგაც ანტისეპტიკით ამუშავებენ, რათა ჭრილობების დაინფიცირება არ მოხდეს.


image


რატანის ხელჯოხით დარტყმების რაოდენობა მოზრდილებში არ შეიძლება აღემატებოდეს 24-ს, ხოლო არასრულწლოვანთათვის - 10-ს, დიახ, დიახ, სინგაპურში ბავშვებიც კი ფიზიკურ დასჯას ექვემდებარებიან.









0
364
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
364