ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ამერიკელებს 3 მილიარდი დოლარი მოპარეს 2023, 9 სექტემბერი, 15:10 ![]() ჩრდილოეთ კორეელმა მარჯვე ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაარბიეს ონლაინ კრიპტო სათამაშო პლატფორმები. ორგანიზაცია Lazarus Group-მა რომელსაც მართავს ჩრდილოეთ კორეა. (Lazarus Group-კიბერდამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს 2010 წლიდან და რომელთა რაოდენობაც უცნობია და რომელსაც მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეა) ფაქტია, რომ 4 სექტემბერს ვიღაცამ ლამაზად გატეხა Stake.com და გაიტანა კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობა 33 სხვადასხვა მისამართიდან, მთლიანად 41 მილიონი დოლარი ![]() მთელი ისტორიის მანძილზე ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ექსპროპრიაცია მოახდინეს ყველა სახის თამაშების და კრიპტოვალუტის მოყვარულებისგან. FBI დარწმუნებულია, რომ კიბერკრიმინალების მიერ მოპარული თანხები გამოიყენება ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამების მხარდასაჭერად. და სწორედ ამიტომაც გასაკვირი არ არის, თუ რატომაც არის კიმ ჩენ ინი ყოველთვის ასე ბედნიერი, რომ იღებს სურათებს ყველა სახის რაკეტების და წყალქვეშა ნავის ფონზე! აი სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ესწრებოდა ახალი ატომური წყალქვეშა ნავის გაშვებას. ![]() კიმ ჩენ ინის თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საზღვაო ძალების სწრაფი განვითარება ეროვნული თავდაცვის „უმაღლესი პრიორიტეტია“. ![]() 148 2-ს მოსწონს
|