სხვა კიდევ რით იყვნენ დაკავებულები გლადიატორები არენაზე ბრძოლის გარდა? 2023, 8 სექტემბერი, 16:51 "ჩვენ ვწირავთ ცოცხლებს მკვდრების გამოსაკვებად"- ასე ჩამოაყალიბა იმპერატორმა კარაკალამ მე-3 საუკუნეში გლადიატორთა ბრძოლების იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც ცხოველთა დევნასთან ერთად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან და სასტიკ სპექტაკლად იქცა. თავიდან გლადიატორთა ბრძოლები დიდგვაროვანი რომაელების დაკრძალვაზე მსხვერპლშესაწირად იმართებოდა, თუმცა ჩვენს ერამდე 105 წელს ისინი ეროვნული მნიშვნელობის საკითხად და საზოგადოებრივ სანახაობად ოფიციალურად იქნა აღიარებული. რომაელი მაგისტრატები ვალდებულნი გახდნენ ორგანიზება გაეწიათ მსგავსი ბრძოლებისთვის, მაშინ როცა ადრე გლადიატორთა შერკინებას კერძო პირები საკუთარი ინიციატივით აწყობდნენ.შემდგომში უკვე სპეციალიზებული გლადიატორული სკოლები - "ლუდუსებიც" გაჩნდა, რომელსაც ლანისტები მართავდნენ. ეს საქმიანობა საპატიოდ არ ითვლებოდა, თუმცა მათი მესაკუთრეებისთვის კარგი შემოსავალი მოჰქონდა. მაგალითად, ლანისტები სადღესასწაულო სანახაობებისთვის ჩემპიონ - გლადიატორებს აქირავებდნენ, ეს კი ცოტა ნამდვილად არ ღირდა, თუმცა ბრძოლებს შორის მებრძოლთა შეძენაზე, მათ ვარჯიშსა და მკურნალობაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა.ლანისტა ლენტულ ბატიატი სერიალში "სპარტაკი"ადამიანები გლადიატორთა რიგებში სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ. ლანისტების მიერ ბაზარში შეძენილ სამხედრო ტყვეებსა და მონებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და იძულებულნი ხდებოდნენ არენაზე ებრძოლათ, იგივე ეხებოდა დამნაშავეებსაც, თუმცა დროთა განმავლობაში, გარკვეული დიფერენციაცია გაჩნდა. განაჩენი შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო: ad gladium (ხმლისკენ), ad bestias (მხეცისკენ) ან ad ludum (გლადიატორთა სკოლისკენ). პირველი ორი კატეგორია, ისევე როგორც სამხედრო ტყვეები, თვითმკვლელებად განიხილებოდნენ, რომლებიც "noxii"-ის სახელით იყვნენ ცნობილნი. მოუმზადებელ პირებს მცირე შანსი ჰქონდათ გაწვრთნილი მკვლელები (საშიში კრიმინალების წინააღმდეგ, შეიძლებოდა არენის რამდენიმე გაწვრთნილი მებრძოლი დაეყენებინათ) ან გარეული ცხოველები დაემარცხებინათ.ლუდუსში გაწვრთნილი გლადიატორები სულ სხვა საკითხი იყო, ზოგჯერ გლადიატორებს შორის თავისუფალი რომაელი მოქალაქეებიც კი იყვნენ, თუმცა დიდგვაროვანი რომაელისთვის, განსაკუთრებით კი პატრიციისთვის, არენაზე გასვლა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. გლადიატორის სტატუსი ჩვეულებრივ მონაზე უფრო დაბალიც კი იყო, თუმცა ლანისტებისთვის ცოცხალი გლადიატორები სერიოზული ინვესტიცია იყო, განსაკუთრებით ისინი, ვინც მრავალ ბრძოლას გადაურჩა ან ცნობილი ჩემპიონი გახდა.ნებისმიერი გლადიატორი, რომელსაც პრეტენზიული და მომთხოვნი რომაელი საზოგადოების გართობა ან მათზე შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო მისი პატრონისთვის დიდი შემოსავლის წყარო ხდებოდა, გამომდინარე აქედან მას შესაბამისადაც ეპყრობოდნენ. 5 წლის განმავლობაში არენაზე მებრძოლი მსჯავრდებული კრიმინალები (ჩვეულებრივი გლადიატორი წელიწადში არაუმეტეს რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობდა) კანონის მიხედვით თავისუფლდებოდნენ.მურმილონის ჩაფხუტი მუზეუმშიპირველი ორი ბრძოლის შემდეგ გადარჩენილ გლადიატორს ლუდუსში საწოლითა და მაგიდით მოწყობილი ოთახით "აჯილდოვებდნენ". სამი ბრძოლის შემდეგ კი ყოველი მომდევნო ორთაბრძოლა განურჩევლად შედეგისა (რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში მათ გაცილებით უფრო მეტს უხდიდნენ) ანაზღაურებადი იყო. საფასური ყოველ მომდევნო ბრძოლასთან ერთად იზრდებოდა და გლადიატორს საბოლოო მონობისგან თავის გამოხსნის შესაძლებლობა ეძლეოდა.რუდისი - სავარჯიშო ხმალიგარდა ამისა, გლადიატორებს თავისუფლების მოპოვება ყოველი ბრძოლის შემდეგ შეეძლოთ, თუ ედიტორი (თამაშების ორგანიზატორი) მათ სიმბოლურ ხის ხმალს - რუდის ჩუქნიდა, ეს მათი სიმამაცისა და გამბედაობის აღიარებას ნიშნავდა, თუმცა რისი გაკეთება შეეძლოთ ყოფილ მონებს უცხო ქვეყანაში, თუ მათი ერთადერთი უნარი არენაზე მხოლოდ მოწინაღმდეგისთვის სიცოცხლის წართმევა იყო? ცნობილია გლადიატორ, ფლამას ისტორია, რომელიც სირიიდან გახლდათ და რუდისი ოთხჯერ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ყოველ ჯერზე, კანონის დარღვევის შემდეგ ის არენზე მსჯავრდებული დამნაშავის რანგში ბრუნდებოდა.რომაული ქალაქების ქუჩებში ჯერ კიდევ გაუთავისუფლებელი გლადიატორების ნახვა შეიძლებოდა. ახალბედები ლუდუსის შენობაში იყვნენ, თუმცა რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ გამორჩეული მებრძოლები საბუთს იღებდნენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ქალაქის ქუჩებში ლუდუსის მცველების მეთვალყურეობის ქვეშ გასულიყვნენ, ხოლო ჩემპიონები, რომლებიც ფორმალურად კვლავ მონებად რჩებოდნენ გარეთ წასვლა - მოსვლა ისე შეეძლოთ როგორც მოესურვებოდათ, მათ ლუდუსში სამუდამოდ დარჩენას აზრი არ ჰქონდა.თავისუფლებამოპოვებულ გლადიატორებს ფული სჭირდებოდათ, მათ როგორც წესი, მდიდარი რომაელები სხვადასხვა მიზნებისთვის ქირაობდნენ. მაგალითად, პირადი უსაფრთოებისთვის ან ბანდის წევრობისთვის, რომლებსაც დამსაქმებლის პოლიტიკურ ოპონენტებზე ძლიერი ზეწოლის მოხდენა შეეძლოთ. გლადიატორებს იარაღის გამოყენების შესასწავლადაც ქირაობდნენ, ზოგიერთი სამხედრო ლიდერი სასარგებლოდ მიიჩნევდა საკუთარი ჯარისკაცებისთვის იარაღის გამოყენებით ინდივიდუალური ორთაბრძოლის სწავლას, ვინაიდან რომის არმიაში ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნებისგან განსხვავებით გლადიატორები სწორედ ამ უნარით გამოირჩეოდნენ.609 შეფასება არ არის |