x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
15 შემთხვევა, რის შემდეგაც აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოთ ხელები!
შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა შეიტყობთ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც თქვენ „სუფთად“ თვლით, არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, რადგან ბაქტერიები, ვირუსები და მიკრობები იმალება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში.



image



ჩარლზ გერბა, არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი, არის ცნობილი ბაქტერიოლოგი, რომელიც სწავლობს გარემოს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აფრთხილებდა ის ხალხს სამზარეულოს ღრუბლის დაბინძურების შესახებ და ასევე უნიტაზის ჩამრეცხ ღილაკზე.



იცოდით, რომ ადამიანების 75%-ს მობილური ტელეფონი ტუალეტში აქვს გამოყენებული? კიდევ უფრო უარესი, 6-დან 1-ს აქვს ფეკალური ნარჩენები ტელეფონზე. წარმოგიდგენთ 15 შემთხვევას, რის შემდეგაც ჯობია ხელები კარგად დაიბანოთ.



15 შემთხვევა, რის შემდეგაც აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოთ ხელები!





1. ღილაკი დასალევ გარე შადრევნის ან წყლის გამაგრილებელზე. image

ასევე, არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორის, ჩარლზ გერბას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შადრევნების ღილაკების 23% -ზე აღინიშნა ATP 300-ზე მეტი რაოდენობის. ATP- ადენოზინტრიფოსფატი, არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მიუთითებს ბაქტერიების, საფუარის ან ობის არსებობაზე.


ATP 100-ზე მეტი მაჩვენებელი მიუთითებს ბინძურ ნივთზე, ხოლო 300+ მაჩვენებელი უკვე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის დამარწმუნებელი ნიშანი იმისა, რომ წყლის ღილაკიც კი ინფექციის წყაროს შესანიშნავი ადგილია. ღილაკზე შეხების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ან გაიმშრალეთ ხელები ანტიბაქტერიული ხელსახოცით.





2. მაცივრის კარის სახელური. image

მაცივრის კარზე მრავლადაა მიკრობები, რომლებიც ინფექციებს იწვევს, მათ შორის სალმონელა. თუ მასთან შეხების შემდეგ კუჭის სპაზმი დაგემართათ, მიზეზი გასაგებია.




3. კლავიატურა და მაუსი. image

თუ ამას კითხულობ, სავარაუდოდ ხელი მაუსზე გიდევს თუ ტელეფონი არ გიკავია და თუ ეს კომპიუტერი სამსახურშია, მაშინ იცოდე, რომ სამ კვადრატულ ფართობის საზოგადოებრივ საპირფარეშოზე 49 სახის მიკრობი მოდის, შენს კლავიატურაზე კი 3925 სახის მიკრობია.





4. ფეხსაცმლის ძირი.image

ნებისმიერი ტიპის ბაქტერია ხვდება ფეხსაცმლის ძირზე და რაც არ უნდა იწმინდოთ სპეციალურ საგებ ტილოზე, მთლიანად ვერ მოიცილებთ მათ. ამიტომ, მასზე შეხებისას ხელები საგულდაგულოდ უნდა დაიბანოთ და ქუჩაში ნამყოფი ფეხსამლით ბინაში არავითარ შემთხვევაში არ იაროთ.





5. სარეცხი მანქანა. image

წყვილ საცვალზე დაახლოებით 0, 1 გრ ფეკალიაა. პროფესორმა ჩარლზ გერბამ ჩაატარა კვლევა სარეცხ მანქანაზე და აღმოაჩინა, რომ მათში 60% ნაწლავური ბაქტერიები და 10% ნაწლავური ჩხირებია. ეს ნიშნავს, რომ 100 მილიონი ბაქტერიის უჯრედი ტრიალებს თქვენს მანქანაში ყოველ ჯერზე, როდესაც მას რთავთ. ეცადეთ, რომ ხშირად გაწმინდოთ ის.





6. მობილური ტელეფონი. image

საშუალოდ მობილურ ტელეფონს აქვს 25127 მიკრობი კვადრატულ სანტიმეტრზე. ეს კლავიატურაზე 6-ჯერ უარესია და საპირფარეშოზე 500-ჯერ უფრო ჭუჭყიანი. ასევე, ექსპერტები ამბობენ, რომ ტელეფონზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე ფეხსაცმლის ძირებზე.





7. ფული. image

მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბანკნოტებში მთელი მსოფლიოდან კოკაინის კვალი იყო და არ იფიქროთ, რომ პლასტიკური ბარათების გამოყენება მიკრობებისგან დაგიცავთ. საკრედიტო ბარათების 8% შეიცავს იმდენ განავალს, რამდენიც ჭუჭყიან საპირფარეშოშია - საკმარისი რაოდენობაა, რომ შეგაწუხოთ.


ასევე ხურდა ფულები - აფრიკელმა მკვლევარებმა მათზე ანალიზით დაადასტურეს, რომ ხურდა ფული პათოგენური ბაქტრიების წყაროა. მათ შორის - ნაწლავური ჩხირი, სალმონელა, სტაფილოკოკი. ასევე სოკოების შტამების ნარჩენები, რომლებიც იწვევენ ავადმყოფობას.





8. სიჩქარის გადაცემათა კოლოფის სახელური. image

ავტომობილებში ხშირად არის სოკოს სპორები. განსაკუთრებით გროვდება ისინი გადაცემათა კოლოფის სახელურზე, მგზავრობის დროს კი ისინი თქვენს ხელებზე ხვდება.





9. საზოგადობრივი ბურთულიანი კალამი. image

ვირუსის ნაწილაკები სხვადასხვა ზედაპირების გარდა აღმოაჩინეს საზოგადოებრივ ბურთულიან კალმებზეც. ექსტრაპოლაციის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვა კომუნალური კალმები - ბანკებში, სასურსათო მაღაზიებში, საბავშვო ბაღებში, რესტორნებსა და უნივერმაღებში - ასევე დაბინძურებულია. დოქტორი ნილ შახტერი, ფილტვების სპეციალისტი, რომელიც მუშაობს Mount Sinai Hospital-ში, გვირჩევს, რომ ყოველთვის თან გვქონდეს საკუთარი კალამი და არ გამოვიყენოთ საზოგადოებრივი.





10. თხევადი საპნის დოზატორი. image

უნდა დაიბანოთ ხელები საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენების შემდეგ. კარგი, ეს ყველამ იცის, მაგრამ რას მოიმოქმედებთ, თუ გაიგებთ, რომ ნიჟარის გვერდით საპნის დისპენსერი შეიცავს იმდენ მიკრობს, რამდენიც ტუალეტშია?


არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არც ისე შორსმჭვრეტელი კითხვაა. საჯარო ტუალეტებსა და რესტორნებში 132 საპნის დისპენსერის ნიმუშის აღების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ 23% დაბინძურებული იყო სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიებით, მათ შორის Serratia marcescens, Enterobacter aerogenes და Klebsiella pneumoniae. ამ ყველა პათოგენს შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადებები.


უფრო მეტიც, მკვლევარები ფიქრობენ, რომ მიკრობები საპნის მიუხედავად გადარჩება. ისინი მეტაბოლიზებენ საპნის ქიმიკატებს, რათა შენარჩუნდნენ და ბედნიერები დარჩნენ. ამიტომ, თან ატარეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება და გამოიყენეთ იგი ტუალეტის გამოყენების შემდეგ. საპნის გარეშე წყლის გამოყენება, თუნდაც ცხელი წყლით, არ მოაცილებს ბაქტერიებს თქვენი კანიდან.





11. ესკალატორის მოაჯირები. image

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ესკალატორის მოაჯირები სავაჭრო ცენტრში ყველაზე ჭუჭყიანი ადგილის სტატუსს იკავებს, ტუალეტებისა და სწრაფი კვების მაგიდების შემდეგ. როდესაც მეცნიერებმა გამოიკვლიეს მყარი რეზინის საფარი, რომელიც ესკალატორის მოაჯირზეა, მათ აღმოაჩინეს ამაზრზენი საგნები - საკვები, სისხლი, ლორწო, შარდი და განავალი. მათ ასევე აღმოაჩინეს პოტენციურად პათოგენური ბაქტერიები, მათ შორის ნაწლავური ჩხირი და ისინი იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს.





12. ლიფტის ღილაკი. image

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ლიფტის გამოძახების ღილაკზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ საპირფარეშოში უნიტაზის ჩასარეცხ ღილაკზე. ჩვენ არ ვიცით რამდენად მართალია ეს, მაგრამ აქ არის ლოგიკა: ყოველდღიურად სულ ცოტა, ათობით ადამიანი იძახებს ლიფტს და ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ისინი ამას სუფთა ხელებით აკეთებენ. ლიფტის ღილაკის გაწმენდა სასაცილოა, ამიტომ ჩვენ ვიცავთ უნივერსალურ წესს: ლიფტში მგზავრობის შემდეგ ვიბანთ ხელებს ან ვიყენებთ პორტატულ თხევად სადეზინფექციო საშუალებას.





13. ბანკომატის ღილაკი. image

მეცნიერებმა ბანკომატის ერთ ღილაკზე დაახლოებით 1200 ბაქტერია აღმოაჩინეს. ბარათის კოდის შეყვანის შემდეგ, თქვენს თითზე ხუთჯერ მეტი იქნება.





14. პროდუქტების კალათის სახელური. image

რამდენიმე ათეული ადამიანი ყოველდღიურად ეხება სასურსათო ურმის სახელურს. ასე რომ, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე... ტროლეის მომსახურების ვადა 10-დან 15 წლამდეა და მთელი ამ წლების განმავლობაში მომხმარებლები მას ჭუჭყიანი ხელებით იჭერენ, ქუჩის ტანსაცმლით ეხებიან. პატარა ბავშვები ხშირად სხედან ასეთ ურმებში და შეაქვთ თავიანთი წვლილი, რომელიც შედგება ძირითადად ჭუჭყისა და ნერწყვისაგან, რომლებიც შესანიშნავია მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. კვლევის მიხედვით, დიდ სუპერმარკეტში ყოველი მესამე ტროლეი თავის სახელურზე ნაწლავური ჩხირის ბაქტერიას ატარებს.





15. ჩამრთველ-გამომრთველები საზოგადოებრივ ადგილებში. image

გადამრთველები გამოიყურებიან სუფთად და მბზინავად, თუმცა სინამდვილეში, ისინი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთი, რომელიც კონტაქტში შედის კანთან. განსაკუთრებით "არასაიმედოა", რადგან ისინიცც ბაქტერიების წყაროა.




P.S. ხშირად იბანთ ხელებს? ანტისეპტიკს თუ იყენებთ?


0
185
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0