x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
რატომ ეხმარებოდა რუზველტი და ჩერჩილი სსრ კავშირს, ომის დაწყების პირველივე დღიდან?

სსრ კავშირზე თავდასხმის წინ, ჰიტლერი თვლიდა, რომ სტალინის ტირანიით გადაღლილი საბჭოთა ხალხი, წითელ არმიაზე გერმანელების პირველი გამარჯვებისთანავე, ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებას მოაწყობდნენ და გამარჯვება მას დარჩებოდა... ფიურერის გეგმებში ქვეყნის მთლიანად დაპყრობა არ შედიოდა – ის მხოლოდ, ურალის ხაზზე გამაგრებას და კავკასიის დაპყრობას გეგმავდა. ხოლო, დანარჩენს, რაც ურალის აღმოსავლეთით იყო, ის იაპონიას აძლევდა...


image


თუმცა, მისდა გასაკვირად, სტალინის წინააღმდეგ აჯანყება არ მომხდარა. მართალია, გერმანელებმა ომის პირველსავე დღეებში წარმატებას მიაღწიეს და უამრავო საბჭოთა ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ ეს, წითელ არმიაში დაბნეულობის და არაორგანიზებულობის მიზეზით მოხდა და არა ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო.

ამის შემდეგ, გერმანელ გენერლებს რაღაც ეჭვები გაუჩნდათ... ისინი მიხვდნენ, რომ ომამდე, სსრ კავშირის შესახებ, მათ უკიდურესად არასანდო ინფორმაციას აწვდიდნენ და ისინი იმაში შეცდნენ, თუ რამდენად მზად იყო საბჭოთა ხალხი, ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც გაირკვა, მიუხედავად ტირანიისა, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა, ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხის აჯანყება მოსალოდნელი არ იყო...

თუმცა, რაც ჰიტლერის და მისი გენერლებისთვის უცნობი იყო, არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, სტალინის სხვა გეოპოლიტიკური მტრების – ჩერჩილის და რუზველტისთვის. ჰიტლერისგან განსხვავებით, ისინი სპონტანურ გადაწყვეტილებას არასდროს იღებდნენ და მსოფლიოში არსებული მდგომარეობას, გულდასმით სწავლობდნენ. ამიტომ, მათ ბევრი ისეთი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც ჰიტლერისთვის უცნობი და ხელმიუწვდომელი იყო.


image


იმ დროს, როდესაც ჰიტლერს მხოლოდ სსრ კავშირში მიმდინარე რეპრესიები და მისი შედეგები აინტერესებდა, ბრიტანელები და ამერიკელები გულდასმით სწავლობდნენ სტალინის წარმატებებს ეკონომიკური მიმართულებით. ისინი, ომის დაწყებამდე, დიდი ხნით ადრე, მიხვდნენ, რომ ხალხი, რომელმაც, 10 წელიწადში, ჩამორჩენილი მსოფლიო პროვინცია, პრაქტიკულად, ყველაზე ძლიერ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აქცია, აჯანყებას სტალინის და ბოლშევიკების წინააღმდეგ არ მოაწყობდა...

თუმცა, ისევ გერმანიის, სსრ კავშირზე თავდასხმის პირველ დღეებს დავუბრუნდეთ. თითქმის მაშინვე, ამერიკულმა და ბრიტანულმა გემებმა, სტრატეგიული ტვირთით, სსრ კავშირის პორტებში შესვლა დაიწყეს. 22 ივნისიდან დაწყებული, ამერიკელებმა წყნარ ოკეანეში მცურავი ყველა გემი, რომელსაც რაიმე სახის ტვირთი გადაჰქონდა სხვა ადგილზე, სასწრაფოდ გადაამისამართეს და დანიშნულების ადგილად, სსრ კავშირი მიუთითეს. თავიდან ეს არც ისე დიდი ტვირთი იყო, თუმცა, უკვე ივლისში, ის 30 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო აგვისტოში – 300 ტონამდე.


image


ამ ფაქტის გაჟღერების შემდეგ, ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ დაეხმარა ამერიკა და ბრიტანეთი სსრ კავშირს, ომის დაწყებისთანავე?

საქმე იმაში იყო, რომ წარსულში, ჰიტლერის დასავლელი პარტნიორები*, მშვენივრად ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა სსრ კავშირში, პირველ ხუთწლედებში (სსრ კავშირში ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმები იყო, ანუ ხუთწლედები არსებობდა). ისინი თითქმის მაშინვე დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა ხალხს, ახალი იდეისთვის, "მთების გადაბრუნებაც" კი შეეძლო... მაგრამ ჰიტლერს, რატომღაც ეს არ ესმოდა.

სწორედ ამიტომ იყო რომ, რუზველტმა და ჩერჩილმა, პრაქტიკულად, ომის დაწყების პირველივე დღეებში, ქვეყნის დახმარება გადაწყვიტეს. მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ პირველი წარუმატებლობას, თუნდაც გრანდიოზულს და ტოტალურს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. წითელ არმიას და პარტიზანულ მოძრაობას, მიზნად – მოღალატურ თავდასხმაზე პასუხის გაცემა და მტრის განადგურება, მისსავე ბუნაგში ჰქონდა. წითელ არმიას შეეძლო, თუნდაც კამჩატკამდე უკან დახევა. მაგრამ, ბოლოს, ჰიტლერი სიცოცხლეს, მაინც ბუნკერში დაასრულებდა... და ეს, მხოლოდ დროის საქმე იყო. რუზველტმა და ჩერჩილმა ეს იწინასწარმეტყველეს და, რა თქმა უნდა, არც შემცდარან...


* გამოსავალი, ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისიდან არსებობს. მაგრამ, მისი პოვნა არც ისე ადვილია, რადგან ქვეყნის გადასარჩენად ფული, დიდი რაოდენობით ფულია საჭირო... გერმანია კი, ვერსალის გამანადგურებელი ხელშეკრულების შემდეგ, თითქოს ჯადოსნურად აღსდგა ფერფლიდან და საოცრად სწრაფად, სულ რაღაც, 20 წელში, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ომის გასაჩაღებლად მოემზადა. რა იყო ეს? – ეკონომიკური სასწაული, თუ პარტნიორის უპრეცედენტო დახმარება? გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* საიდუმლო ოპერაცია "შუბი" - როგორ გადაარჩინა ჰიტლერმა სსრ კავშირი 1940 წელს

* პლაჟზე მომხდარი 10 კურიოზული შემთხვევის ფოტო

* უცნაური და ილუზორული იატაკები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის შეშინება და დეზორიენტირება შეუძლია

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0