x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137939
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511714
მოდური ვარცხნილობები 70-ნი წლებიდან, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურია
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელისგულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ, ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image




მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




თითქმის ყველა მოდური ვარცხნილობა სრულდება ინგლისური ხაზოვანი ტექნოლოგიის მიხედვით, რომლის ძირითადი წესია მოკლე სიგრძე. თუმცა, უმეტეს ჩვენგანს ისეთი ცხოვრების რიტმი აქვს, რომ სალონში წასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ. აქედან გამომდინარე კი, გოგონები უფრო და უფრო ითხოვენ თმის პრაქტიკულ ვარცხნილობებს, ისეთს, რომელიც იქნება პრაქტიკული და მოდური ერთდროულად და სტილისტთან მომდევნო რამდენიმე ვიზიტის გამოტოვებაც შესაძლებელი გახდება, თუმცა ზოგიერთ მათგანს, არ აწუხებს თმის სიგრძე.




მოდა ციკლურია. ტენდენციები ბრუნდება და ეს ეხება როგორც ტანსაცმელს, ასევე ვარცხნილობას და მაკიაჟს. მაგალითად, დღეს მოდაში დაბრუნდა 70-იანი წლების თმის შეჭრის სტილი. გრძელი სწორი თმა, მოცულობითი კულულები და პიქსი - იმ წლების ადამიანების საყვარელი ვარცხნილობები.




მოდური ვარცხნილობები 70-ნი წლებიდან, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურია



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



1
393
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
393
  
2023, 9 სექტემბერი, 22:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1