x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ოკაცეს კანიონში ბიძინა კულუმბეგოვის ძმა ტრაგიკულად დაიღუპა – რას წერს ალერგოლოგი
image

.

3 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კინ­ჩხა­ში, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. და­ი­ღუ­პა 35 წლის ავთო კუ­ლუმ­ბე­გო­ვი, რო­მე­ლიც ალერ­გო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ძმაა.

~


,

ტრაგედიის დეტალებზე მერის წარმომადგენელი სოფელ კინჩხაში, გია ხურცილავა „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.– დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ჩანს, ლომინას ტბაზე მიდიოდნენ კულუმბეგოვი და მისი ქუთაისელი ძმაკაცი. ჯერ მისულან ოკაცეს კანიონთან, სადაც გაუცვნიათ უცხოელი ტურისტები – ცოლ-ქმარი. ისინიც დაპატიჟეს ლომინას ტბის დასათვალიერებლად. უთქვამთ, კარგი ადგილებია და ერთად წავიდეთო. ამის შემდეგ ოთხივემ გზა მანქანით განაგრძო. იქამდე ოკაცეს კანიონიდან ორი კილომეტრია, შემდეგ, დაახლოებით, 200 მეტრის სიგრძის ვიწრო ჩასასვლელი, სადაც ფეხით უნდა ჩახვიდე. გადასავარდნი ადგილი იქ არ არის…

.


ეტყობა, მანქანიდან გადმოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გზა აერიათ, იქ აღარ ჩაუხვიეს, გზა პირდაპირ განაგრძეს და ისეთ ადგილას მოხვდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ – იქ არც არაფერია სანახავი და არც რაიმე ინფრასტრუქტურა არსებობს.

.

შემდეგ მოულოდნელად ამინდი შეიცვალა, უცებ ჩამობნელდა, საშინელი ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო. ეტყობა, უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ბიჭს ფეხი დაუცდა და გადავარდა სიმაღლიდან. სამწუხაროდ, ავთო კულუმბეგოვი ადგილზე გარდაიცვალა – იმხელა სიმაღლიდან არის გადავარდნილი, ვერ გადარჩებოდა….

.

სადაც წესით უნდა მისულიყვნენ, იქიდან ორი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. ავთო კულუმბეგოვის მეგობარმა სამაშველოში დარეკვა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ დაიწყო მათი ძებნა. საღამოს ცხრის ნახევარი იქნებოდა, რომ დამირეკეს სამაშველოდან… ავთო კულუმბეგოვის ნომერი მიუწვდომელი იყო. ტურისტული ზონა მთლიანად დავათვალიერეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ადგილობრივი ბიჭებიც ჩაერთნენ ძებნაში, მაგრამ კვალს თითქმის ერთი საათი ვერ მივაგენით. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეგობარმა ისევ მოახერხა დარეკვა და, დაახლოებით, აგვიხსნა, სად იმყოფებოდნენ…

.

როგორც ირკვევა, ავთო კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან და უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბიძინა კულუმბეგოვი ამ ამბავს ასე ეხმაურება:

"ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის "- წერს ბიძინა კულუმბეგოვი

.

* * *

.

არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, არასერიოზულად აღიქვამენ და დასცინიან – გიორგი გაბუნია

image

.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციის მისამართით მწვავე განცხადებები კიდევ გააკეთა. მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მთავარი არხი არ არის ნაციონალური მოძღაობის ტელევიზია. მისი თქმით, ეკრანზე, როგორც ტელეწამყვანი სწორედ იმიტომ არ ბრუნდება, რომ არ მოსწონს ოპოზიციის საქმიანობა და თუ დაბრუნდება, მისი გადაცემები მწვავე იქნება სწორედ ნაცმოძრაობის მისამართით.

.

“პირდაპირ ვამბობ, არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილის მოსწონს – განაცხადა “მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში “შენი შუადღე”.

“პირდაპირ ვამბობ, არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია ხაბეიშვილის მიმართ.

.

მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ის ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან. ხაბეიშვილი რაღაცას თუ გააკეთებს, “WOW- ვაუ” რაღაც სჭირდება, როდესაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში “ქურქუმალ ვაითს” აღარ დაინახავ და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ “ლ”-ებით ლაპარაკობს და ა.შ.

.

ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, არ ვიცი, თავს თუ იტყუებენ და გარდა ამისა, ორივე მხარე (მელია-ხაბეიშვილი) პარაზიტირებს მიშას თემით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

.

“ამ ადამიანებს (მთავარი არხის და ძველი “რუსთავი2″-ის ჟურნალისტებს) გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რაღაცნაირად, რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი, რომ შენ საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა”- განაცხადა “მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში “შენი შუადღე”, როდესაც არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებიც ძველ “რუსთავი2”-ში მუშაობდნენ, არ იყვნენ თავისუფლები და ჰქონდათ “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი, რაც მისივე თქმით, ასეც იყო.

.

“სამწუხაროდ, “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ხოლო ახლა, რაც შემიძლია დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, “რუსთავი2”-იდან მოყოლებული ეს არ მომხდარა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0