x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პუტინის დამარცხებას თბილისში ცდილობენ, სასტუმროდან, თეთრი ხელთათმანებით, კოქტეილის წრუპვით.. საღამოს კიდე კაი გვარიანად გამოძღომით"-გელა ზედელაშვილი

imageჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თბილისში გამართულ კონფერენციას სოციალური ქსელში გამოეხმაურა, რომელიც სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ ჩატარდა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა დონის პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ დაესწრო “ქართული ოცნება”.

image

ფაქტია, მარტო ჩვენი ე.წ. ოპოზიციონრები კი არა, ესენიც, ეს გარეული (უფრო მეტად ყოფილები) პოლიტიკოსებიც გამოთაყვანდნენ!
image
პუტინის დამარცხებას თბილისში ცდილობენ, სასტუმროდან, თეთრი ხელთათმანებით, კოქტეილის წრუპვით, ქაღალდების გადაფურცვლა-გადმოფურცლვლით, გაპრიალებული მოკასინებით... საღამოს კიდე კაი გვარიანად გამოძღომით, იღლიებში ხინკლის წვენის გადინებით... მერე საქართველოში მყოფი უკრაინელი დეზერტირების წაქეზებით, რუსთაველზე გამოყვანით, გაუგებარი მოწოდებებით, დროშების ფრიალით... სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, სხვა აღარაფერი იციან, “ტვალეტის'' ქაღალდზე დოსტოევსკი დაახატეს, დავბრენდეთ და უნდა გავყიდოთო... კი, მაგრამ მაგას ვინ იყიდის, ვინ ამაისვამს? არც არავინ, ისევ თვითონ!
image
რავი, თუ “ვივამედში'' მიიტანენ, შეიძლება ბელადმა ჭამოს კიდევაც. ავი ენები ამბობენ, პერიოდულად “ტვალეტის'' ქაღალდსაც მიირთმევსო!
ეგ არი... ხვალ ალბათ ტოლსტოის გამოსახულებიან “ტვალეტის'' ქაღალდს გაყიდიან... რა, ჭკუა დაუშლით, გონება თუ ნამუსი? ოღონდ რამე გააფუჭონ, ოღონდ რუსი ერის მიმართ სიძულვილი ჩაგვითესონ და ყველაფერს იკადრებენ!
image
არ გამოსდით!
ვერ გამოსდით!
და არც არასდროს გამოუვათ, რადგან ამ გამოთაყვანებულებმა არ იციან, რომ ეს საქართველოა და მსგავსი სიძულვილი ვერასდროს აღმოცენდება... დიახ, თესონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ დამპალი თესლი ვერ გაღივდება!
შეიძლება ვიღაცის პოლიტიკა არ მოგწონდეს, შეიძლება ვიღაცა გეზიზღებოდეს, გძულდეს, არ ეთანხმებოდე, ებრძოდე, მაგრამ მთელი ერის მიმართ სიძულვილს აღვივებდე, ამ მხრივ აქ არაფერი გამოგივა, რადგან აქ საამისო ნიადაგი არ არსებობს. ამას აქვს თავისი არაერთი მიზეზი, ყველამ ჩაიხედოს თავის გულში, ვისაც ანალიზის ოდნავი უნარი გააჩნია და მიხვდება.
ისე, რაკი სიტყვა ჩამოვარდა, ბარემ ერთსაც ვიტყვი:
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საქართველოში არაერთი გერმანელი ტყვე ჩამოიყვანეს და სპეციალურ ბარაკებში მოათავსეს. თუ დასაწყისში ცოტა უცხოდ იყვნენ, შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას აქაურებივით გაუშინაურდნენ. მეტიც, ამას წინებზე სადღაც წავიკითხე, ტყიბულში გერმანელ ტყვეთა საფლავებს ქართველები მოწიწებით უვლიანო.
შორს აღარ წავალ... აბა, ვინმეს რამე ინციდენტი ახსოვს, ქართველებს გერმანელებთან მოსვლოდეთ?
შეიძლება იყო რამე მცირეოდენი გაღიზიანება, მაგრამ სერიოზული ინციდენტი იყო?
მე მგონი, არა.
თუ ვინმეს რამე ახსოვს, ან გადმოცემით იცის, თქვას.
image
ჰოდა, ამ გამოთაყვანებულების საყურადღებოდ ვამბობ - თუკი ჩვენ გერმანელი ტყვეები შევიფარეთ და არაერთი ობიექტიც ავაშენებინეთ, ანუ ვენდეთ, როგორ გგონიათ, აქ რუსების სასაკლაოს მოაწყობს ვინმე?
ჰა, როგორ ჰგონიათ ამ გამოთაყვანებულებს, პუტინის პოლიტიკის გამო საქართველოში რუსებს თავებს წააჭრიან? გილიოტინაზე დაადებინებენ და ისე? როგორც ფრანგებმა გაუკეთეს საკუთარ მოქალაქეებს? როგორც რომაელებმა გაუკეთეს საკუთარ მოსახლეობას და არა მხოლოდ? როგორც ამერიკელებმა გაუკეთეს ინდიელებს?
დადიან, დაწანწალებენ და სისხლი სწყურიათ!
არ მითხრათ, ახლა სხვა დროა, აშშ და ევროპა სხვა რელსებზე დგანანო. მერე, გენეტიკა? ეს ხომ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენეტიკა არ იკარგება?
ჰოდა, რაკი გენეტიკა არ იკარგება, ამიტომაც დადიან, დაწანწალებენ და სიძულვილს თესავენ!
არ გამოვა!
ჩვენ ერის მიმართ გულში ბოღმას ვერ ჩავიდებთ, ეს გამორიცხულია და... სხვათა შორის, ვერც ის ძალა მოვა ხელისუფლებაში, რომელიც მეზობელთან დაუსრულებელ ომს გააჩაღებს!
იწანწალეთ და იბოდიალეთ რამდენიც გინდათ, ვისი აჯობებს, იმასაც ვნახავთ!!!"-წერს გელა ზედელაშვილი.

2
143
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
2023, 6 სექტემბერი, 13:00
წინადადება შემომაქ, ამათ პუტინიზმის დამმარცხებლებს დავურიგოთ ავტომატები უკანალში პანღურით თავი ვუკრათ უკრაინაში. აი იქ ამარცხონ და ამარცხონ ამარცხონ და ამარცხონ პუტინიზმი.
2023, 5 სექტემბერი, 19:35
ასპროცენტიანი ხარ გელა... ეს პაკაზუხები
0 1 2