ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი უფრო ბევრი ფულის გამო ვარსკვლავები შიშვლდებიან და შიშვლდებიან OnlyFans-ზე 2023, 5 სექტემბერი, 16:44
OnlyFans -მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, როგორც შემოსავლიანი ონლაინ პლატფორმა(განსაკუთრებით ქალებისთვის არის მომგებიანი) სადაც ცნობილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს.
ვარსკვლავებს როგორც ჩანს ფილმებიდან, ალბომებიდან თუ კონცერტებიდან აღებული ჰონორარი აღარ ჰყოფნით და პოპულარულ სერვისზე საკუთარი აკაუნტები გახსნეს და თავიანთი პროვოკაციული შინაარსით ფოტოვიდეო მასალით მილიონების გამომუშავება დაიწყეს. OnlyFans არის ონლაინ ფასიანი სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიწერონ თავიანთი ფანების გვერდები, სადაც ისინი ხშირად აზიარებენ ისეთ კონტენტს, რომელიც ზოგადად ძალზე პროვოკაციულად ითვლება სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის და მეტიც, იბლოკება. ამერიკელი მსახიობი მომღერალი და მოდელი ბელა ტორნი(მთავარი ფოტო) შეუერთდა პლატფორმას 2020 წელს და გამოიმუშავა რეკორდული 1 მილიონი დოლარი პირველ 24 საათში და მას შემდეგ სხვა ცნობილმა ადამიანებმაც გააცნობიერეს ამ სერვისზე მაღალი შემოსავლის პოტენციალი. მოდელი Blac Chyna, მომღერალი Iggy Azalea და რეპერები Tyga და Cardi B არიან იმ ცნობილ სახელებს შორის, რომლებიც შეუერთდნენ პლატფორმას ფულის გამომუშავების მიზნით. ახლა "სოპრანოს კლანის" ვარსკვლავი დრეა დე მატეო (ფოტოზე ქვემოთ)გახდა ერთ-ერთი უახლესი ვარსკვლავი, რომელიც დარეგისტრირდა მომგებიან საიტზე და გახსნა საკუთარი OnlyFans ანგარიში ამ კვირის დასაწყისში. მისი კონტენტი სერიალის მოყვარულებს მაფიოზებზე თვეში 15 დოლარი დაუჯდებათ და მან გააჟღერა, რომ მისი გვერდი იქნება X-რეიტინგული კონტენტი. 425 3-ს მოსწონს
|