x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134354
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ იცვლებოდა ქალის საცურაო კოსტუმები 100 წლის განმავლობაში

image მოდის ისტორია-მუდამ იყო განხილვის საგანი და დღემდე საინტერესო თემად ითვლება როცა განიხილება მივიწყებული მოდის ისტორია.


ვფიქრობ მკითხველისათვის მუდამ საინტერესოა თუ როგორ იცვლებოდა მოდის ტენდეციები დროის ცვლილებების შესაბამისად, როგორ იცვლებოდა ტანსაცმლის დიზაინი, ფერები და ასე შემდეგ.


ამ სტატიაში საუბარი იქნება ქალების საცურაო კოსტუმის ცვლილებებზე საუკუნის მანძილზე, დღეს სასაცილოდ მოგეჩვენებათ ის საცურაო კოსტუმები რასაც იყენებდა სუსტი სქესის წარმომადგენლები თავის დროზე.


მაშ ასე წარმოგიდგენთ ქალების საცურაო კოსტუმების ცვლილებებს 1910 წლიდან 2010 წლამდე, თავად დაინახავთ თუ რამხელა ცვლილებები განიცადა ქალთა საცურაო კოსტუმებმა ამ წლების განმავლობაში.

1910 წელი, 1913 წელს კარლლ იანცენმა გამოიგონა ონაწილიანი საცურაო კოსტუმი ქალებისათვის რომელსაც წინდები და ქუდიც ახლდა თან.

image
1920 წელი, საცურაო კოსტუმების სიგრძე დამოკლდა და სხეულზე შემოტმასნილი გახდა, რამაც კომფორტულად ცურვას შეუწყო ხელი.

image
1930 წელი. საცურაო კოსტუმები გახდა უფრო თავისუფალი, ქალებს საშუალება მიეცათ უფრო მეტად გამოეჩინათ სხეული. საცურაო კოსტუმების წარმოებაში დაიწყეს ლატექსის გამოყენება.

image
1940 წელი. ფრანგმა ინჟინერმა და დიზაინერმა ლუი რეარმა წარმოადგინა პირველად ბიკინი, თუმცა მისი ღია ფორმების გამო ის ბევრ ქვეყანაში აიკრძალა.

image
1950 წელი. ბიკინი პოპულარული განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა რაც ბრიჟით ბარდომ კანის კინოფესტივალზე, სანაპიროზე ბიკინებით გადაიღო სურათები.

image

1960 წელი. 60-იან წლებში ბიკინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, განსაკუთრებით კი ამერიკაში. ბიკინებს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ურსულა ანდერსმა ცნობილ ფილმში მონაწილეობით.

image
1970 წელი. სწორედ ამ წელს გამოჩნდა პირველად ბიკინი, რომელსაც დღეს სტრინგის სახელით ვიცნობთ.

image
1980 წელი. ამ წელს ბიკინის წელმა უფრო ზევით აიწია თეძოებზე.

image

1990 წელი. ამ წელს გამოჩნდა ეგრეთ წოდებული "ტანკინი", მაისური მოკლე ტრუსებთან ერთად.

image

2000 წელი, ტრუსები ჩაანაცვლა ფერადმა შორტებმა, რომელმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა მალევე მოხერხებულობის გამო.

image


2010 წელს დიზაინერებმა დაიწყეს განსხვავებული დიზაინის საცურაო კოსტუმების შეკერვა, რომელიც მოუხდებოდა განსხვავებული წონის და სხეულის ფორმის მქონე ქალებს.

image


0
222
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
222