x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
16 უცნაური და მოულოდნელი ფაქტი იაპონიის შესახებ, რომელზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ

image


იაპონია საოცარი ქვეყანაა, სადაც უძველესი ტრადიციები ნანოტექნოლოგიებთან ჰარმონიულად არის შერწყმული, ხოლო ზოგიერთი ჩვეულება კანონის შესაბამისად მოქმედებს. თქვენ წინაშეა 16 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ, რომელიც "ამომავალი მზის" ქვეყანაზე შთაბეჭდილებას რადიკალურად შეგიცვლით.

image


იაპონელები მოჭიქულ ხაჭოზე გიჟდებიან, ქვეყანაში ამ ნუგბარის საკმაოდ დიდი არჩევანია



image


ცოტა ხნის წინ, იაპონიაში ჩასულ ტურისტებს კორონავირუსის ტესტის ჩასაბარებელ ოთახში ორი აბრა ელოდათ - ლიმონისა და მარილიანი ქლიავის ანუ "უმებოსის". რატომ? იმიტომ რომ პირის გაშრობის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად ჭარბი ნერწყვის გამოყოფა იყო საჭირო, ამიტომ ქლიავი განკუთვნილი იყო იაპონელებისთვის, ლიმონი კი - უცხოელებისთვის.


image


გნებავთ ჩაი? ჩვეულებრივი ჩაის პაკეტი ეტიკეტზე სუმოისტის გამოსახულებით, კიდევ ინებებთ სუმოისტის მიერ აბაზანის მიღების შემდეგ დარჩენილ სითხეს?



image


გსიამოვნებთ კატის კნავილზე დაძინება, მაგრამ ალერგია გაწუხებთ? იაპონიაში მძინარე კატის ფორმის ბალიში გამოიგონეს, ბალიში არა მხოლოდ კნავის, არამედ ათბობს (თუ მასში სპეციალურ გელიან პაკეტს მოათავსებთ) კიდეც, არც დივანია დაჩხაპნილი და არც ფეხსაცმელზეა შური ნაძიები!



image


რობოტები მოდურად უნდა გამოიყურებოდნენ- განაცხადა კომპანია "Robo-Uni"-მ და სამრეწველო რობოტების ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. დაუზარელმა რობომკლავებმა, ახლა უკვე ინდივიდუალობაც შეიძინეს.



image


ისინი, ვინც იაპონიაში ერთხელ მაინც ყოფილა ქალაქში ურნების სრულ არარსებობას ნამდვილად შეამჩნევდა. იაპონელები იმდენად შეგნებული ხალხია, რომ ნაგვით ხელში ზოგჯერ ქალაქში მთელი დღეც კი უწევთ ყოფნა. ასეთი შეგნებული მოქალაქეებისთვის გამოუშვეს ჯიბის "ნაგვის ურნა" - კოსმეტიკური ჩანთა პატარა პოლიეთილენის პარკებით.


image


წელს ეს იაპონური ტრადიცია ყველას გამოგვადგება. იღეთ კობრს, საკეს და ალევინებთ მას. სინამდვილეში, ეს სინტოისტური რიტუალი გახლავთ, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ტონამში ტარდება. იმისთვის, რომ ახალი წელი წარმატებული იყოს, აუცილებელია, წარსულის გაჭირვება, საკესთან ერთად კობრზე გადაიტანოთ.


image


კუნძულ ჰოკაიდოზე შეგიძლიათ ასფალტზე მსგავსი უცნაური წარწერები იხილოთ. თარგმანი: თარიღი - 17 ოქტომბერი, წარწერა "აქ ექსკრემენტებია". ფიქრობთ, რომ ასე სჯიან ძაღლების პატრონებს? არა, საქმე მურა დათვებშია, რომლებიც ირგვლივ დახეტიალობენ, ამიტომ ამ წარწერის მნახველი იაპონელი ფხიზლად უნდა იყოს.

image

იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება დანარჩენ მსოფლიოსა და იაპონელებს შორის? ისინი არა შეფუთვას, არამედ შინაარსს აფასებებენ, ავიღოთ მაგალითად, მამაკაცების იაპონური ტრადიციული სამოსი ჰაორი, რომელიც გარეგნულად მაქსიმალურად მკაცრია, თუმცა აი, მისი მთელი სილამაზე სწორედ სარჩულში იმალება.


image


იაპონიაში დიდი ხანია იყიდება სიმინდის ჩხირები "Umaibo". ცოტა ხნის წინ, მწარმოებელმა მათზე ფასი პირველად 42 წლის განმავლობაში გაზარდა და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშიც მოუხადა. ფასი 10 იენიდან 12 იენამდე გაიზარდა, ანუ 2 იენით.


image


იაპონელები შეიძლება იყვნენ მკაცრები, მაგრამ ამავედროს მათ ძალიან უყვართ საყვარელი დეტალები. ერთი იაპონური საცხობი საპოროში არც მეტი, არც ნაკლები უელშ კორგის უკანალის ფორმის ფუნთუშებს აცხობს, რომლის შიგნითაც ვაშლი და კრემია.

image


იაპონიაში ნდობაზე ბევრი მაღაზია მუშაობს. მაღაზიებში არც გამყიდვლები და არც დაცვის თანამშრომლები არიან, კარები 24 საათის განმავლობაში ღიაა, თაროებზე კი – ჩაიდნიდან და თმის საშრობიდან დაწყებული სარეცხის მანქანითა და მაცივრით დამთავრებული ყველა სახის ტექნიკაა განთავსებული. თქვენ უბრალოდ სასურველი ნივთი უნდა აიღოთ და ავტომატურ სალაროში გადაიხადოთ. ქვეყანაში პრაქტიკულად ქურდობა არ არის, იაპონიას ასევე ყველაზე მკაცრი ემიგრაციული პოლიტიკა გააჩნია.



image



სამგანზომილებიანი ზებრა აღნიშნავს უკონტროლო საცალფეხო გადასასვლელს იაპონიის ქალაქ კამეოკას დაწყებით სკოლაში. მძღოლს ეჩვენება, რომ ზებრა ჰაერშია გამოკიდული, და ის სვლას ინსტინქტურად ანელებს.


image


"ჭორაობა აკრძალულია" – აბრა რკინიგზის სადგურზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აქ დიდ ჯგუფებად შეკრება, დიდხანს ჯდომა, საუბარი და მოწევა აკრძალულია, ვინაიდან სხვებს უხერხულობას უქმნის.


image


ლიმონათს "ბომჟ-პაკეტის" არომატით არ ინებებთ? კომპანია "Nissin"-მა, რომლის დამფუძნებელმაც (მომოფუკუ ანდომ) 1958 წელს სწრაფი მომზადების კვერცხის ლაფშა გამოიგონა, გადაწყვიტა აღენიშნა ლეგენდარული "Cup Noodle"-ის პაკეტის 50 წლის იუბილე, ამიტომ ასეთი უცნაური სასმელის ლიმიტირებული სერია გამოუშვა.


image


არარეალური, გიგანტური კედარი უძველესი კუმანოს პილიგრიმის გზის გასწვრივ ვაკაიამას პრეფექტურაში.









0
569
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
569