x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყალბი ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ჰგონია

image


როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: «ყველა ადამიანი იტყუება» და რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებენ მას. თანამედროვე მსოფლიო გადავსებულია ინფორმაციით და იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ, ზოგიერთი საიტის მესვეურები არ თაკილობენ და გამოგონილ ამბებს, სიმართლედ ასაღებენ. სენსაციები ყველას უყვარს, მაგრამ ფაქტების ავთენტურობის შემოწმება, ცოტას თუ მოსწონს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტებს ეხება.

აქ სწორედ ფეიკ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლის ორიგინალები არსებობს, ან მათ გავრცელებულისგან განსხვავებული ისტორიები უკავშირდება.


ლენონი და ჩე გევარაimage


შეიძლება, ზოგიერთებს კიდეც უნდოდა რომ ეს დუეტი რეალურად შემდგარიყო, მაგრამ ჯონ ლენონს არასოდეს დაუკრავს, ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. სინამდვილეში, ამ ფოტოზე ლენონი ჯგუფის Elephant’s Memory-ს მუსიკოსთან ერთადა გადაღებული.


ნასერ ალ-დენ შაჰის ჰარემი
image


დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები სპარსეთის შაჰის უკიდურესად უჩვეულო გემოვნების შესახებ. მაგრამ წლების შემდეგ ეს ტყუილი უარყვეს. როგორც გაირკვა, ნასერი ფოტოგრაფიით და ევროპული თეატრით იყო გატაცებული. მაგრამ, XIX საუკუნის ბოლოს, ქალებს ეკრძალებოდათ სცენაზე გამოსვლა. ამიტომ, ჰარემის სცენებში, სასახლის სპექტაკლებში, ქალების როლს კაცები ასრულებდნენ. ეს ფოტოები სწორედ იმ სპექტაკლებზეა გადაღებული.


მერილინ მონრო და ჯონ კენედი
image


ცნობილი მსახიობისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის კავშირის შესახებ ჭორები, მხატვრის და ფოტოგრაფის ელისონ ჯექსონი წყალობით გავრცელდა. იმ დროს ფოტოშოპი არ არსებობდა, ამიტომ ცნობილი ფოტოგრაფი, თავის ნამუშევრებში ორეულებს იყენებდა და ფეიკ ისტორიებს ასე ქმნიდა.


«სადილი ცათამბჯენზე»image


არც ეს ფოტო არის ავთენტური და ამ შემთხვევაში საქმე როკფელერის ცენტრის კამპანიის რეკლამასთან გვაქვს. თუმცა, ადამიანები ფოტოზე, ნამდვილად მშენებლები არიან.



დათოვლილი სფინქსიimage


ამ ფოტოსურათმა, თავის დროზე, დიდი ხმაური გამოიწვია. სურათის ქვემოთ, წარწერა იტყობინებოდა, რომ ეგვიპტეში, პირველად, უკანასკნელი 112 წლის მანძილზე, თოვლი მოვიდა. სინამდვილეში, დათოვლილი სფინქსის სურათი იაპონიის მინიატიურების – Tobu World Square პარკშია გადაღებული.


ალბერტ აინშტაინი აფეთქების ფონზე
image


ეს ფოტო ორი ფოტოსურათის მონტაჟით არის მიღებული. მეცნიერის ფოტო 1933 წელს არის გადაღებული. ხოლო, ატომური ბომბის გამოცდის კადრი, ნევადის პოლიგონზე, 1962 წელს გადაიღეს.


კენედის მკვლელობაimage


ამ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ გარბის, პანიკაში ჩავარდნილი, აშშ-ს პირველი ლედი, ქმრის, ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ. რეალურად, ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ფოტო მხოლოდ კადრია ფილმიდან, ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ.


რა დააშავა ბავშვმა?image


ეს ცნობილი ფოტო, აშშ–ში, დაახლოებით, 1928 წ. არის გადაღებული. საცოდავი ბავშვი ურნაში დგას, ხოლო მის გვერდით მდებარე აბრაზე ასეთი წარწერაა: «მახინჯი ბავშვები აქ მოათავსეთ». თუმცა, Getty Images–ის არქივში, ამ ფოტოს ორიგინალის მოძებნა შეიძლება... და მასზე ასახულ აბრაზე — «ბალახზე არ იაროთო» აწერია. თუმცა, რას აკეთებს გოგონა ურნაში, მაინც გაურკვეველია.


ხშირ შემთხვევაში, ყალბი ფოტოსურათების ტირაჟირებას, სხვადასხვა სოციალური ქსელებში, მომხმარებლებიც ახდენენ. მაგ., ქვემოთ, უბრალო (არასპორტსმენი) ტურისტების მიერ გადაღებული, შოკისმომგვრელი ფოტოებია.


image


ასე იწონებენ თავს, საკუთარი შესაძლებლობებით, ზოგიერთები. სინამდვილეში კი, ადგილს, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული, Pedra do Telagrafo ჰქვია და რიო-დე-ჟანეიროშია და ის, მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზეა. ეს მხოლოდ ტურისტების ატრაქციონია და იმისთვის, რომ იქ სურათები გადაიღონ, ბევრს რიგში დგომა, საკმაო ხანს უწევს:


imageimage


image


0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0