x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რუსეთში სურთ, რომ სკოლის პედაგოგებმა ერთიანი უნიფორმა ჩაიცვან
image

გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ს მიაჩნია, რომ მასწავლებლები თავისუფლები უნდა იყვნენ ამ საკითხში და რაც უნდათ ის ჩაიცვან.


1 სექტემბრიდან რუსეთში ყველა მოსწავლე სკოლაში, გაკვეთილებზე ექსკლუზიურად უნიფორმით უნდა გამოცხადდეს. თუმცა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დღეს მის მემკვიდრე რუსეთში როგორი ფორმა უნდა ეცვას მოწაფეს, თავად სკოლა ინდივიდუალურად განსაზღვრავს;


თუმცა, მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ფორმა უნდა იყოს შემოღებული მასწავლებლებისთვისაც. მაგალითად, თუ ექიმებს ან პოლიციელებს აქვთ უნიფორმა, მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მესამედი იზიარებს გამოკითხვა გამოცემა Комсомольская Правда-მ ჩაატარა.



„ჯობია, რა თქმა უნდა, ყველა სკოლას ჰქონდეს ერთიანი ფორმა და სჯობია ეს ითავოს განათლების სამინისტრომ “, - ამტკიცებს გამოკითხვის მონაწილე.


„დიახ, საჭიროა. ანალოგიურად, ვთქვათ, როგორც პროკურორის ფორმაა“, - აღნიშნავს სხვა.


„სკოლებში უნიფორმის დანერგვა, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ მასწავლებლებმაც შესაბამისად უნდა ეცვათ ფორმა “, - ამტკიცებს მესამე.


თუმცა, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას (55%) მაინც მიაჩნია, რომ მასწავლებლებისთვის ფორმა ზედმეტია, მაგრამ მათთვის საქმიანი დრეს-კოდი სავალდებულოა. მშობლების თქმით, არასწორია, თუ მასწავლებელი ატარებს ძალიან ღრმა დეკოლტეს ან ძალიან ბრჭყვიალა და ფერად ნივთებს. საჭიროა თავშეკავება და სიმკაცრე, რათა ბავშვებსაც და თავად მასწავლებელსაც ჰქონდეს სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება.


„ბიზნეს სტილი მასწავლებლებს სჭირდებათ ცალსახად, მაგრამ არა ერთიანი ფორმა“, - იზიარებს თავის აზრს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.


გამოკითხულთა 6%, -ს მიაჩნია, რომ მასწავლებლისთვის ჩაცმულობა არ არის უპირველესი, მთავარია კარგად იცოდეს საგანი, იცოდეს ბავშვებთან მიდგომის გასაღები და ჩაიცვას, როგორც უნდა, თუნდაც დახეული ჯინსები.


რესპონდენტთა დარჩენილმა 6%-მა დაამატა, რომ ზოგადად სკოლის ფორმების წინააღმდეგია. არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მოსწავლეებისათვისაც. ისინი მსგავს შეზღუდვებს არაგონივრულად თვლიან, მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის სპეციალური უნიფორმის შეძენა მნიშვნელოვან, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

1
231
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
2023, 1 სექტემბერი, 17:05
ზოგადად დიქტატორულ რეჟიმებს გააჩნიათ სწრაფვა უნიფიკაციისა და ინდივიდუალობის წაშლისაკენ, გაიხსენეთ საბჭოთა კავშირი და მიხვდებით რატომ უნდათ
0 1 1