x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"რას უზამდით ჰიტლერს, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო?" – ჰკითხა ჩერჩილმა სტალინს...

XX საუკუნის გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, უინსტონ ჩერჩილი, საბჭოთა რუსეთის ჩამოყალიბების პირველივე დღიდან, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, მისი შეურიგებელი მტერი იყო... თუმცა, მიუხედავად ამისა, II მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მოუწია სტალინთან ურთიერთობა. სწორედ მასთან ერთად წყვეტდა ჩერჩილი, ყველაზე რთულ საკითხებს, რომელიც მსოფლიოსთვის რთულ წლებში, მთელი კაცობრიობის ბედს ეხებოდა.


image


ჩერჩილი სტალინს დიდი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ცხოვრებას ყურადღებით ადევნებდა თვალს, გააცნობიერა, რომ სსრკ-ში სტალინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, მისი სახით, დასავლურმა პოლიტიკურმა ელიტამ ღირსეული მოწინააღმდეგე მიიღო. ჩერჩილი 1942 წელს, მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ სტალინი მართლაც გამორჩეული პიროვნება იყო...

1942 წლის ბოლოს, პარლამენტში გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა: "დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში, პრემიერ-მინისტრ სტალინთან შეხვედრამ. რუსეთისთვის მისი იღბალია, რომ მისი აგონიის პერიოდში, ქვეყნის სათავეში სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა. სტალინი – გამოჩენილი პიროვნება და გამოცდილი მთავარსარდალია, მას ამოუწურავი სიმამაცე, ნებისყოფა და იუმორის გრძნობა გააჩნია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისებაა პოლიტიკოსისთვის"...

ხოლო, 1959 წლის 23 დეკემბერს, თავის ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში, ჩერჩილმა სტალინი შემდეგი სიტყვებით დაახასიათა:

"სტალინმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი გავლენ ადამიანებზე წარუშლელი იყო. როდესაც ის იალტის კონფერენციაზე შემოვიდა, ყველა ჩვენგანი, თითქოს ვიღაცის ბრძანებით, ზურგში გაიმართა და სმენაზე დადგა.

მას ღრმა, ყოველგვარი პანიკისგან დაცლილი ლოგიკა და გააზრებული სიბრძნე ჰქონდა. ის ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან, გამოსავლის პოვნის შეუდარებელი დიდოსტატი იყო. რაც შეეხება, საზეიმო მომენტებს, სტალინი მეტად თავშეკავებული იყო და არასდროს ჰყვებოდა ილუზიებს. ის წარმოუდგენლად რთული პიროვნება იყო და მან უზარმაზარი იმპერია შექმნა და დაიქვემდებარა. ეს ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ მტერს, საკუთარი მტრების ხელით ანადგურებდა – ჩვენ, ვისაც "იმპერიალისტები" ეძახდა, გვაიძულა, რომ იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა.

სტალინი იყო მსოფლიოს უდიდესი დიქტატორი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა... მან რუსეთი გუთნით ჩაიბარა და ატომური იარაღით აღჭურვილი დატოვა. არა! რაც არ უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს, ისტორია არასოდეს ივიწყებს"!


P.S. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტალინი და ჩერჩილი ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან, როგორც სამუშაო, ისე არაფორმალურ გარემოში* და მათი ურთიერთობის შესახებ, ლეგენდებიც კი დადიოდა... მაგ., მათი მორიგი შეხვედრის შემდეგ, ჭორი გავრცელდა, რომ თითქოს, ჩერჩილმა სტალინს ჰკითხა:

– რას უზამდით ჰიტლერს, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო?

სტალინმა, არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:

– ცეცხლის საჩხრეკს გაწითლებამდე გავახურებდი და ცივი ბოლოდან უკან შევთხრიდი.

ჩერჩილი მისმა პასუხმა გააოგნა:

– რატომ – ცივით?

სტალინმა დამამცირებელი მზერით შეხედა ბრიტანეთი პრემიერს და უპასუხა:

– ეს იმიტომ, რომ თქვენ, ბატონო ჩერჩილო, ჰიტლერს მის გამოღებაში არ დაეხმაროთ.

რთული სათქმელია, ეს ისტორია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს... შეიძლება, უბრალოდ, იმ წლების პოლიტიკური ანეკდოტიც იყოს. თუმცა, როგორც ამბობენ, "კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო"...


* საერთო ჯამში, დიდი სამამულო ომის დროს, 30-მდე ბანკეტი გაიმართა და რადგან ყველა მათგანზე, ყოველთვის, თითქმის ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, ყოველ ჯერზე, მენიუს განახლება ხდებოდა. უინსტონ ჩერჩილი დიდი გურმანი იყო და საკვებს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ხოლო, მაღალი თანამდებობა, მას გასტრონომიული მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების საშუალებას აძლევდა. მაგრამ, სტალინმა იმდენი მოახერხა, რომ ისიც კი გააკვირვა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* სტალინი, ჰიტლერი, პუტინი – ევროპის უახლეს ისტორიაში, ყველა ომი მათი მიზეზით მოხდა

* ყველაზე დიდი ცხოველები და არა მარტო... (20 ფოტო)

* კოშმარული მომენტები, რომელსაც გულის შეტევის გამოწვევა, თავისუფლად, შეუძლია



1
1953
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1953
  
2023, 5 სექტემბერი, 11:03
იშვიათია ადამიანი,ვისაც იმდენი ქონდა გადატალინილი,რამდენიც სტალინს. დაბადებიდან დაწყებული მის გარდაცვალებამდე,ვერც ჩერჩილები ან რუზველტები დაუდგებოდნენ გვერდზე. ჯერ მარტო რამდენი გადასახლებიდან გამოიქცა,ტაიგაში გადარჩა და ავიდა უმაღლეს საფეხურზე.მისი ეშინოდა ყველას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,თუნცაც ჩერჩილაც ეშინოდა მისი და რუზვლეტსაც. მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ადამიანი დახოცა და მართლა სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იყო,ძლიერი პიროვნება და ლიდერი იყო. ასეთი ფრაზა აქვს თავის წიგნში,როგორ მიმართავდა თავის პარტნიორები იქნებოდნენ თუ გვერდზე მდგომები "თქვენ ხართ კომპასი და მე გემი,თუ ერთად დავდგებით,მაშინ უფრო მალე მივაღწევთ ნაპირს,ხოლო თუ არა,კომპასს ხმარების გარეშე ჟანგი შეჭამს,ხოლო გემი ადრე თუ გვიან მიადგება ნაპირს". ამ სიტყვებშიც ჩანს მისი დამოკიდებულება და შემართება. ამიტომ ეპოქის კი არა,საუკუნის უდიდესი პირვნება იყო,რაც არ უნდა მოგვწონდეს ეს და ა.შ.,ის იყო დიდი პიროვნება და ლიდერი,ვინც 0 დაიწყო და გახდა ყველაზე ცნობილი პირი XX საუკუნეში.
0 1 1