საზოგადოებრივი "ჩემო გულითადო მეგობარო" – რას სწერდა ჰიტლერი სტალინს, სსრ კავშირზე თავდასხმის წინ 2023, 1 სექტემბერი, 8:26 1941 წ. 15 მაისს «Junkers Ju-52» მარკის გერმანულმა თვითმფრინავმა სსრ კავშირის საზღვრები გადმოკვეთა და სტალინს ჰიტლერის წერილი ჩამოუტანა. ამ წერილის შესახებ ინფორმაცია, სსრ კავშირში, გასული საუკუნის 80–იან წლებში გავრცელდა*. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა – არა... თვითმფრინავი კი ჩაფრინდა მოსკოვში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფრენა სსრ კავშირის მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული... ანუ, ქვეყნის ცაში, პოტენციური მტრის თვითმფრინავი დაფრინავდა და ამის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ამასთან, მისი ხანგრძლივი ფრენის მანძილზე, საზღვრებიდან – ქვეყნის დედაქალაქამდე, საბჭოთა საჰაერო დაზვერვას არ დაუფიქსირებია და ის მოსკოვის ერთ–ერთ აეროპორტში დაეშვა. მომხდარზე გამოძიება სახალხო კომისართა საბჭოს სახელით ჩატარდა. შედეგად, რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა და ზოგიერთი მათგანი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდეც. Junkers Ju-52 რაც შეეხება ინციდენტის მიზეზს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ თვითმფრინავით, ჰიტლერმა წერილი, პირადად სტალინს გაუგზავნა. როგორც ამბობდნენ, ფიურერი წერილში, თავის «გულითად მეგობარს» არწმუნებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაესხმებოდა სსრ კავშირს თავს... და რომ ის, მეგობრობის ერთგული რჩებოდა. გარდა ამისა, ჰიტლერი ირწმუნებოდა, რომ მალე აღმოსავლეთიდან ჯარებს – დასავლეთში გადაისვრის და ინგლის «დაარტყამდა». ის სტალინს ასევე სთხოვდა, რომ არ აჰყოლოდა პროვოკაციებს ბრიტანეთის მხრიდან, რომელიც ომის გაჩაღებას აღმოსავლეთში, ყველანაირად ცდილობდა. ეს წერილი მაშინ პრესაშიც დაიბეჭდა და სსრ კავშირის თანამდებობის პირები მის ციტირებასაც კი ახდენდნენ. თუმცა, ახლა მას «საიდუმლო» გრიფი ადევს და მისი ნახვა შეუძლებელია. და კიდევ, როგორც ამბობენ, სტალინმა თავის «მეგობარს» დაუჯერა და 22 ივნისს, როდესაც ომი დაიწყო, იმას ვერაფრით იჯერებდა, რომ ეს მართლა მოხდა და რომ ჰიტლერმა ასე ვერაგულად უღალატა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიზეზი, რის გამოც სტალინი გერმანიის მხრიდან, თავდასხმას არ იჯერებდა, მხოლოდ ზემოთ ხსენებული წერილი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს, მხოლოდ აგრესიის მსხვერპლი კი არა, თავადვე იყო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის ინიციატორი. ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის აზრით, ის ევროპაში ანტიფაშისტური ოპერაციის დროსაც კი, ერთდროულად, გამათავისუფლებელიც იყო და ოკუპანტიც. თუმცა, ეს სამამულო ომის დასრულების შემდეგ იყო, მანამდე კი, იყო პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი... მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (გერმანია პოლონეთში 1 სექტემბერს შეიჭრა და სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდა, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა. გაგრძელება >>> * ეს ინციდენტი მას შემდეგ გაიხსენეს, რაც 1987 წ. გერმანელმა მფრინავმა მათიას რუსტმა სსრ კავშირის საზღვარი დაარღვია და პირდაპირ მოსკოვის დიდ ხიდზე (ხიდის სიგრძე 554 მ, სიგანე — 40 მ) დაჯდა (იხ. ვიდეო). ამ ქმედებებისთვის "ხულიგანს", საბჭოთა სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1988 წელს ის ამნისტიით გაათავისუფლეს და გერმანიაში დააბრუნეს. არხის სხვა სიახლეები:* „ნიჩბები გაქვთ? საფლავები გაითხარეთ!“ – უთხრა სტალინმა ჟუკოვს* უცნობი ცივილიზაციის ქალაქი, რომელიც ესპანელმა კონკისტადორმა ვერ იპოვეს და მისი აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხერხდა* ადამიანები, რომლებიც არაორდინალურ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ (25 ფოტო)* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?1082 2-ს მოსწონს
|