ქალი და მამაკაცი გოგონამ ორიგინალურად იძია შური მოღალატე ბოიფრენდზე 2023, 31 აგვისტო, 16:46
TikTok-ის მომხმარებლის თქმით, რო მან შეიტყო საყვარლის ღალატის შესახებ და ერთობლივი მოგზაურობის დროს მასზე შურისძიების გენიალური გზა მოიფიქრა. მისმა ამბით გამოცემა Daily Star-ი დაინტერესდა.
Tiktoker-მა, სახელად ლესმა, აღმოაჩინა, რომ მას მეგობარი ბიჭმა უღალატა ევროპაში ცხრადღიანი ტურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. იმის მაგივრად, რომ მაშინვე ემხილა, გოგონამ მოიგონა შურისძიების სულ სხვა გზა მცირე ზომის ბარათების დახმარებით.
ყოველ ჯერზე, როცა ის თავის მოღალატე შეყვარებულს სურათს უღებდა რომელიმე ღირშესანიშნაობის ფონზე, კამერის წინ ეჭირა ბარათი წარწერით „ვიცი“. გარდა ამისა, თითოეულ ფურცელზე ის მოკლედ აღწერდა თავისი მეგობრის საქციელს.
მაგალითად, ლესემ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ თავის ფოტოს დაურთო ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის „ხშირად დადიოდა თავის მეგობრებთან ერთად, რათა გაეჟიმა სხვა ქალები“. ტრიუმფალური თაღის წინ გადაღებულ სურათს კი ეს წარწერა დაურთო: „ის თავს იკატუნებდა, თითქოს ვუყვარდი, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ მაბრიყვებდა“. ლონდონის ბიგ ბენის წინ გადაღებულ ბარათზე კი ეწერა: „მან არ იცის, რომ მე ვიცი მისი ღალატის შესახებ“. ლონდონის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს დართულ ბოლო ჩანაწერზე კი ეწერა: „ ამ მოგზაურობის შემდეგ მე მას დავშორდები“. სახლში დაბრუნების შემდეგ ლესმა სურათები დაარედაქტირა და გამოაქვეყნა თავის TikTok გვერდზე. ამის შემდეგ მან ყოფილ ბოიფრენდის მისამართით გრძელი ვიდეო ჩაწერა, რომ ეთქვა თუ რატომ ტოვებდა მას. მისი თქმით, ახალგაზრდამ მას შემდეგ მესინჯერში ბოდიშის მოხდით მას 30 წამიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა. ლესის გამომწერების უმეტესობა აღფრთოვანებული იყო შურისძიების ასეთი ორიგინალური გზით, მაგრამ ზოგიერთმა ჰკითხა, როგორ მოახერხა მან ყოფილისგან დამალვა, თუ რა ეწერა ფურცლებზე. Tiktoker-მა უპასუხა, რომ იგი ატყუებდა ბიჭს, რომ ბარათებზე მისი კარგი საქმეების შესახებ იყო მოთხრობილი. 494 2-ს მოსწონს
|