ზაფხული უცებ მიილია და ბევრ ჩვენთაგანს ალბათ მდინარეში ბანაობის დროც კი არ ქონდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვისპირას გატარებულ შვებულებაზე.
ამ შემთხვევაში, მოდით ვირტუალურად ვიმოგზაუროთ წარსულში ლაჟვარდოვან პლაჟებზე, რა დროსაც ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.
მაშ, ასე რომ, პირველ ფოტოზე, რომელიც 1898 წლით თარიღდება, ცურვის ინსტრუქტორი და მისი მორცხვი მოსწავლე ნიუ-იორკში, მიდლენდ ბიჩის პლაჟზე არიან. დააკვირდით, რომ გოგონას მხოლოდ სახე და ხელები აქვს ღია. მკლავები კი - იდაყვებამდე.დიახ, ოდესღაც ასეთი სიმკაცრე იყო.
1905 წლის შემდეგ ფოტოზე ქალი შვილებთან ერთად „ბანაობს“. კაბით და ქუდით მეჩხერ წყალს მიუყვება, თვით 5-7 წლის გოგონებსაც კი თითქმის მთლიანად დაფარული საცურაო კოსტუმები აცვიათ
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311600536227.jpg)
ახლა გადავინაცვლოდ 1922 წელში. ვაშინგტონის პოლიციის ოფიცერი ბილ ნორტონი ამოწმებს, რომ მუხლსა და ქალის საცურაო კოსტუმს შორის 15 სანტიმეტრზე მეტი არ იყოს.დიახ, ასე ითხოვდა კანონი.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311601356227.jpg)
ამასობაში, გადავხედოთ საფრანგეთის დოვილის პლაჟს. 1925 წელია და სურათზე გამოსახული მადემუაზელი, როგორც ხვდებით, იმ დროსთვის უბრალოდ ძალიან თამამად ჩაცმული გამოიყურება!
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311602046227.jpg)
დავბრუნდეთ აშშ-ში, 1938 წელს. და ესენი არ არიან საცურაო კოსტუმების პურიტანული მოდელები, არამედ პორტატული გამოსაცვლელი კაბინები პლაჟზე.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311602476227.jpg)
ხალხმრავალი სანაპირო ატლანტიკ სიტიში, ნიუ ჯერსი, 1908 წელი. ხედავთ, პლაჟზე რამდენი მთლიანად ჩაცმული ადამიანია?. მამაკაცები და ქალები კოსტიუმებსა და კაბებში.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311603356227.jpg)
ამბობენ ანაპაში პლაჟზე ისეთი ხალხმრავლობაა ნემსი არ ჩავარდებაო, მაგრამ როგორ მოგწონთ 1940 წლის კონი-აილენდის ეს სანაპირო?
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311604236227.jpg)
ბიკინის გამოგონებამდე და მოდაში მის მასობრივ შემოღებამდე, ჯერ კიდევ შორია. მაგრამ . ოთხი მოდელი ფლორიდის სანაპიროზე უახლესი საცურაო კოსტუმების დემონსტრირებას ახდენს, 1950 წელია.
დღევანდელი სტანდარტებით, ისინი უფრო მინი კაბას წააგავს.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311605126227.jpg)
მაგრამ ახლა მოდით, ამ მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ, გადავინაცვლოდ იტალიაში, რიმინის სანაპიროზე.. ფოტოზე ვხედავთ, რომ სენიორ პოლიციელი ქალს ჯარიმას უწერს ბიკინის ჩაცმის გამო.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311605326227.jpg)
ცოტა რასიზმი ფლორიდის სანაპიროზე 1964 წელს.
ეს არის თეთრკანიანებისთვის გათვალისწინებული პლაჟი, სადაც პროტესტის გამოსახატავად შავკანიანები შეიჭრნენ, თეთრკანიანები კი მათ ზღვაში ბანაობის საშუალებას არ აძლევენ. აფროამერიკელებს იჭერენ და ნაპირზე ძალით გაყავთ.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311606046227.jpg)
შემდეგია ფრაგმენტები ფოტოგრაფ კეიტ მაკმანუსისგან. ეს კაცი 11 წლის განმავლობაში ფლორიდაში ერთსა და იმავე სანაპიროზე დადიოდა და საზოგადოების ეთიკურ ნორმებს აფიქსირებდა. წარმოგიდგენთ სამ ფოტოს:
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311607246227.jpg)
შემდეგი ფოტო უბრალოდ შეუდარებელია. მასზე მაკმანუსმა აღბეჭდა პურიტანელი გოგონას პიკეტი დანარჩენი დამსვენებლების წინააღმდეგ, ძალიან მოღიავებული საცურაო კოსტუმების გამო.არა და 1985 წელია.
პოსტერზე წარწერა შეიძლება ასე ითარგმნოს, "თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით!“. ფოტო იმითააცაა საინტერესო, რომ პიკეტის მომწყობ გოგონას, სრულ იგნორს უკეთებენ აბსოლუტურად თანამედროვე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311608286227.jpg)
ეს არის ჯო ფორტესი; ვანკუვერის პირველი მაშველი. ფოტო გადაღებულია 1905 წელს ინგლისის ყურის სანაპიროზე. ოფიციალურად მას მიაწერენ 29 ადამიანის გადარჩენას.
![ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან,
რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202308/202308311609356227.jpg)