საზოგადოება "ამის მერე, უბრალოდ ეს ტიპი "გმირად" კი არა, ადამიანად აღარ მიმაჩნია! "-ბაკურ სვანიძე 2023, 31 აგვისტო, 11:21 ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სქრინშოტს აზიარებს, სადაც შოვის ტრაგედიას გადარჩენილი საყოველთაოდ ცნობილი დავით ჯელაძესთან არის ჩაწერილი ინტერვიუ.სტატიის სათაური გვაუწყებს:"როგორი გოგოები მოსწონს შოვის ტრაგედიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს" აი რას წერს ბაკურ სვანიძე: გუშინ ვნახე ეს სამარცხვინოობა და მას მერე უბრალოდ ვფიქრობდი რა კომენტარით დამედო...
იმასაც ვფიქრობდი, იქნებ მე აღვიქვამ ყოველივეს ზედმეტად ემოციურად და საზოგადეობა ცოტა სხვანაირად იღებს-თქო. მაგრამ დღეს დილით უკვე ჩემი რამდენიმე მეგობრის კედელზეც ვნახე ზუსტად ეს "სქრინი" სწორედაც უარყოფითი მინაწერით და რაღაცნაირად გამიხარდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სწორად მოაზროვნე ნაწილი... ჯერ აი, ის ჟურნალისტი ხო ტუტუცია, ვინც ამ ადამიანს ამ კუთხით ჩამოართვა ინტერვიუ და დაუსვა ასეთი კითხვა!
მერე ეს მართლა ტრაბახა იხვი, რა დონის ტუტუცია, რომ ჟურნალისტს არ დააფარა თავზე ყველაფერი და არ უთხრა, რეებს მეკითხები ამ შუა ტრაგედიის დროს შე რეგვენოო!...
მეგობრებო, ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ გუშინ გამოასვენეს ქაშვეთის ტაძრიდან ოთხი კუბო სამუდამოდ ცხოვრება გამწარებული მამის და ქმრის ცოლისა და სამი შვილისა...
როდესაც ჯერ კიდევ ეძებენ ორ მცირეწლოვანსრიონის ხეობაში და მათ ახლობლებს იმის იმედი აქვთ, რომ სხეულის ნაწილები ეგებ მაინც იპოვონ...
ამ დროს და ამ ვითარებაში ეს რეგვენი "ჟურნალისტი" და ეს მკვეხარა "გმირი" დამდგარან და "ნაშებზე" ლაპარაკობენ...
ფუმმ@@@თ ზნეობა, მორალი, შეგნება და ადამიანობა! არა რა, არასოდეს ვცდები ზერელე, ზედაპირული, პოზიორი, "ტრუხა" ტიპების ამოცნობაში...
ამ ადამიანზე აქამდე ორიოდეჯერ ცოტა მაინც მორიდებით დავწერე, "აჭარბებს ჩემი აზრით" მეთქი და ვცდილობდი ცოტა ისეთი ფორმები მენახა რომ შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო მაინცადამაინც...
აი, ამის მერე, უბრალოდ ეს ტიპი "გმირად" კი არა, ადამიანად აღარ მიმაჩნია! გულისამრევია!
უკვე დარწმუნებული ვარ, ამ მაიმუნმა ვირიშვილმა კოჭებამდე ტალახში სიარულის შემდეგ, განგებ ამოითხვარა ტანსაცმელი და ფოტოებიც განგებ გადაიღო "გმირულ" პოზებში, რომ ეტრაბახა!
აბა თქვენ იცით, ახლა ცოტა ხანში "პრაიმჰაუსში" შეუშვით ეს ტუტუცი ბიჭი და რა ფერის ფოხანს ანიჭებს უპირატესობას ლოგინში არ გამოგვაპაროთ!
ბოდიში, მარა აქ ვერც "მიყვარხარ თ" დავწერ ბოლოს... ვერც "დამირეკე თ"-ს... მართლა ენა ჩამივარდა..."-წერს ბაკურ სვანიძე.
836 5-ს მოსწონს
|