x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ტოპ-5 ფრაზა, რომლის მოსმენისას მამაკაცები ჭკუას კარგავენ
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



image




როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.




ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გავივლით იმ საკითხებს, თუ რა დროს აღარ უყვარხართ მამაკაცს და ის ამას როგორ გამოხატავს თქვენს მიმართ.





image



მამაკაცებსაც მოწონთ ლამაზი სიტყვების მოსმენა და დროულად წარმოთქმულ სასიამოვნო სიტყვებს კაცობრიობის ძლიერი სქესის გონების მყისიერად დამშვიდება შეუძლია. მოდით, ვნახოთ რომელი ფრაზებია, რაც მამაკაცს გონებას აკარგვინებს?




ტოპ-5 ფრაზა, რომლის მოსმენისას მამაკაცები ჭკუას კარგავენ




1. "დღეს ძალიან კარგად გამოიყურები". მართლაც შესანიშნავი კომპლიმენტია, რომელიც ჟღერს თბილად და რომანტიკულად. არადა, მამაკაცებს მართლა ადარდებთ, როგორ გამოიყურებიან და თუ ხაზს გაუსვამთ ხოლმე ამას და კიდევ დაამატებთ, რომ გემოვნება აქვს ტანსაცმლის შერჩევაში, უფრო ასიამოვნებთ ამით.




2. "გმადლობ". ვიცით, რომ ეს სიტყვა არ არის კომპლიმენტი, მაგრამ კაცებზე მაგიასავით მუშაობს. მადლობა გადაუხადეთ მხარდაჭერისთვის, სიურპრიზებისთვის, დახმარებისთვის. ზოგჯერ ეს საკმარისია იმისთვის, რომ კაცმა თქვენი თხოვნა კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეასრულოს.




3. "ძალიან სექსუალური ხარ!" მამაკაცს სურს იყოს სასურველი, მას უნდა, რომ ქალმა მასზე იოცნებოს და თუ ისიც ამაზე ისაუბრებს - მამაკაცი აუცილებლად აღფრთოვანდება. ხშირად გაუგზავნეთ მას სექსუალური შეტყობინებები.




4. "შენი დახმარება მჭირდება". როცა მამაკაცი ქალს ეხმარება, თავს მამაკაცურად გრძნობს. მამაკაცური თვისებებით კმაყოფილების მდგომარეობის შესაქმნელად, პერიოდულად უნდა შეასრულოთ „უბედურებაში მყოფი პრინცესას“ როლი.




5. "შენს გვერდით თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ". რა თქმა უნდა, ასეთი კომპლიმენტი არ უნდა თქვათ მეორე პაემანზე, მაგრამ თუ არსებობს საფუძველი და ფიქრობთ, რომ სანდო მამაკაცი შეგხვდათ, აცნობეთ მას თქვენი სასიამოვნო დასკვნების შესახებ.



image

0
261
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0