x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
პრობლემები, რომლებსაც მოწევა იწვევს ქალებში - გაითვალისწინეთ!
თამბაქოს მოწევა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიდემიად, რის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან 5 მილიონზე მეტი მოდის უშუალოდ თამბაქოს მწეველებზე, ხოლო 600 000 ადამიანზე მეტი არამწეველი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით. თამბაქო კლავს საკუთარი მომხმარებლების თითქმის ნახევარს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ერთი მილიარდი მწეველიდან 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.



image




რატომ იწვევს მოწევა შეჩვევას? პასუხი ნიკოტინშია. ნიკოტინი სიგარეტის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერებაა, რომელიც შეიწოვება ფილტვების მიერ და გადადის სისხლძარღვებში კვამლის შესუნთქვისთანავე. ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც ტვინის სტიმულატორია. მას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, განსაკუთრებით სტრესის დროს და გავლენას ახდენს ჰორმონალურ და სხეულის სხვა სისტემებზე. ასევე, ნიკოტინის დოზა, რომელსაც სიგარეტი შეიცავს იწვევს ტვინში ე.წ. „სიამოვნების რეცეპტორების“ აქტივაციას, რითაც შეიძლება აიხსნას ის სიამოვნება და მიჯაჭვულობა, რასაც მოწევა იწვევს.



image



ვიცით, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს, მაგრამ იცოდით, რომ მოწევა კიდევ უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ქალების ჯანმრთელობაზე? პირადი არჩევანია მოწევ თუ არა, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს მოწევის ზიანის ხარისხი ქალის ორგანიზმისთვის რაც წმინდა მეცნიერული მონაცემებია და სავალდებულოა იცოდე და გაიაზრო.



პრობლემები, რომლებსაც მოწევა იწვევს ქალებში - გაითვალისწინეთ!



1. ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.

2. რევმატოიდული ართრიტი.

3. კატარაქტა.

4. ღრძილების დაავადება.

5. წყლულები.

6. ქირურგია - მწეველ ქალებს რთული ოპერაციის შემდეგ გადარჩენის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ისინი უფრო ხშირად განიცდიან გართულებებს და მათი ჭრილობები ცუდად ხორცდება, ვიდრე არამწეველთა.

7. დეპრესია - რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის მოწევა დაკავშირებულია დეპრესიასთან, განსაკუთრებით ქალებში. ამიტომ, როცა მოწყენილი ხარ, არ არის კარგი მოწევა, ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას.

8. მენსტრუალური პრობლემები.


image


0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0