x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137374
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
შალვა რამიშვილი მესამედ დაქორწინდა
imagePosTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ოქორწინდა.. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მორიგი რჩე­უ­ლი მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლია. ქალი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.


ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.



image


image




image



image


მანამდე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ორ­ჯერ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც სამი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რედ რა­მიშ­ვილ­მა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხა­ტია ეკი­ზაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ეკი­ზაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მე­ნე­ჯე­რია. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ალექ­სან­დრე რა­მიშ­ვი­ლი ჰყავს. მათი ოჯა­ხი ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში და­ინ­გრა.


ჟურნალისტი შალვა რამიშვილი 2005 წელს დააკავეს ქრთამის გამოძალვის ბრალდებით, პარლამენტარს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კობა ბექაურს. რამიშვილი აშანტაჟებდა და 100 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ტერმინალთან დაკავშირებით ბექაურის უკანონო საქმიანობის შესახებ კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებოდა.


ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2013-2014წწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, 2014 წლიდან კი ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "შალვა რამიშვილის შოუ"-ს ავტორი და წამყვანი, თოქ-შოუ "იმედის კვირის" თანაწამყვანი; 2019 წლიდან ტელეკომპანია "პოსTV"-ზე მიჰყავს გადაცემა "სამნი და Co".


2018 წელს, ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებაში დასდო ბრალი და უჩივლა.სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.


POSTV- ის ხელ­მძღვა­ნელს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბმაც - გვან­ცა ბუ­და­ღაშ­ვი­ლმა და მაკო ჯა­ბუამაც დასდოეს ბრალი, რომელიც წლე­ბის წინ მოხდა.

1
372
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
372
  
2023, 1 სექტემბერი, 23:19
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1