x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ისტორიები, რომლებსაც სკოლაში არ მოგიყვებიან

image


იძახებდნენ თუ არა რომაელი ქალბატონები სანტექნიკოსებს ქმრის მივლინებაში ყოფნის დროს, რაში სჭირდებოდათ ქალებს ტაძარში სასოუსე და ვინ ითვლებოდად ჩემპიონად მრავალცოლიანობაში, ამ და სხვა არანაკლებ საინტერესო ფაქტების შესახებ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.



რიტორიკის ხაფანგი


image

ცხოვრობდა ერთ დროს ერთი ძველბერძენი ისტორიკოსი და რიტორიკოსი ანაქსიმენე. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის კარზე მეტყველების ხელოვნებას, ორატორობას და მჭევრმეტყველებას მის პატარა ვაჟს - ალექსანდრეს (დიდს) ასწავლიდა. წლები გადიოდა, ალექსანდრე გაიზარდა და მთელი მსოფლიოს დაპყრობა გადაწყვიტა, ანაქსიმენე კი მშობლიურ ქალაქ ლამპსაკში (ახლანდელი თურქეთი) დაბრუნდა. ლამპსაკის მკვიდრნი სპარსელების მიმართ ერთგულნი იყვნენ, რაც ალექსანდრეს, რომელიც ჯერ კიდევ "დიდი" არ იყო, ეს ამბავი დიდად არ მოსწონდა. მან ქალაქს ალყა შემოარტყა და თავდასხმისთვის მოემზადა, როდესაც კარიბჭიდან მოხუცი მასწავლებელი გამოვიდა. სავარაუდოდ, ბავშვობაში მისმა დარიგებებმა მაკედონელს თავი იმდენად მოაბეზრა, რომ იცოდა რა ანაქსიმენესთან მოლაპარაკების საშიშროების შესახებ, მან მაშინვე მოჭრილად უპასუხა:


-"ვფიცავ, ამჯერად არ დავემორჩილები შენს რიტორიკულ ხრიკებს და არ შევასრულებ შენს თხოვნას!"


-"ოჰ, ალექსანდრე, გევედრები, დაიპყარი და გაანადგურე ლამპსაკი!" - ევედრებოდა ანაქსიმენე. იმისთვის, რომ ფიცი არ გაეტეხა, ალექსანდრეს ქალაქის დატოვება და ჯარების გაყვანა მოუწია.




წყალმომარაგების სისტემის დეტალი


image


თქვენ წინაშეა არტეფაქტი, რომელიც ქალაქ სტაბიაში იქნა ნაპოვნი, აღნიშნული ქალაქი პომპეისთან ერთად 79 წელს ვეზუვმა გაანადგურა. ერთ-ერთ ვილაში არქეოლოგებმა უძველესი წყალმომარაგების სისტემის ნაწილი აღმოაჩინეს. ვილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში იყო აშენებული, რომლის ფართობიც 11 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, იქვე იყო აბანოც და თერმული აბანოებიც, საიდანაც ერთი მილი იმპლუვიუმში - ატრიუმის ცენტრში წვიმის წყლის შეგროვების მიზნით მცირე სიღრმის აუზისკენ მიდიოდა. ყველაფერი გონივრულად იყო მოწყობილი -გაგიკვირდებათ და მას სარქველებიც კი ჰქონდა.




სასოუსე განსაკუთრებული "სოუსისთვის"


image


ფრანგი სასულიერო პირი, ორატორი და იეზუიტების სამონასტრო ორდენის წევრი, ლუი ბურდალუ როცა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ღვთის სიტყვას ქადაგებდა ასეთ რაღაცაზე სულ არ ოცნებობდა. საქმე იმაშია რომ ის როგორც იეზუიტი, იმდენად მჭევრმეტყველი და პოპულარული გახლდათ რომ მის ქადაგებაზე ქალბატონები ადგილის დასაკავებლად, ჩვეულებრივ, დანიშნულ დრომდე რამდენიმე საათით ადრეც კი მიდიოდნენ.


image


დიდხნიანი ლოდინის დროს ქალბატონები ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებდნენ, რადგან რიგის დაკარგვის ეშინოდათ, მეტიც მისი ქადაგებები ვერსალში რამდენიმე საათსაც კი გრძელდებოდა, ამიტომ ყველაზე "კრეატიულებს" სახლიდან ვიწრო, მოოქროვილი ნავების მსგავსი ქოთნები დაჰქონდათ, რათა მათ ძვირფასი და მდიდრული შესახედაობაც ჰქონოდათ.


image


ერთმა ჭკუამახვილმა ქალბატონმა სამგზავრო პისუარს - "ბურდალუც" (bourdaloue) კი უწოდა. აგერ მე -18 საუკუნის ისტორიული მოდის რეკონსტრუქტორი ქალბატონი რეკონსტრუირებს... ასე გახდა ბერი ქოთანი


image




ინაყოფიერეთ და გამრავლდით


image


ფიქრობთ, რომ მრავალცოლიანობის სიამოვნებით ჰარემებში მხოლოდ სულთნები სარგებლობდნენ? ცდებით... მე-19 საუკუნის შუა ხანებში შეერთებულ შტატებში მორმონების (შეგახსენებთ, რომ მორმონთა სექტა XIX საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-ში ჩამოყალიბდა. მას სხვაგვარად "უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას" უწოდებენ. სექტის დამაარსებელ ჯოზეფ სმიტს (1805-1844) მიმდევრები "წინასწარმეტყველად" იხსენიებენ) ლიდერი ბრიგამ იანგი, რომელიც ვაშინგტონის მიერ იუტას გუბერნატორად იქნა დანიშნული, მრავალცოლიანობისთვის დააკავეს, ფედერალების თქმით, ის 16 ქალთან ერთად ცხოვრობდა. მორმონები აღშფოთდნენ. ვაშინგტონმა ჯარები შეიყვანა. დაიწყო იუტას ომი - 1857-1858 წლების კონფლიქტი.


image


რომ არ შეგექმნათ წარმოდგენა მორმონებზე, როგორც ღვთის კრავებზე, მოგიყვანთ მაგალითს ისტორიაში "მთიანი მდელოს ხოცვა-ჟლეტის" სახელით შესულ საშინელ დანაშაულზე, რომელმაც 137 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1857 წელს მორმონებმა ადამიანები, რომლებიც არკანზასიდან კალიფორნიაში მიდიოდნენ, მათ შორის ქალებიც და ბავშვებიც უმოწყალოდ დახოცეს, მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ისევ ბრიგამ იანგის ცოლებს, რომლებიც ფაქტობრივად, არა 16, არამედ 55 იყვნენ. მათგან იანგის 57 შვილი ჰყავდა...


image


ჯოზეფ ფერდინანდ კეპლერის გრავიურა იანგის გარდაცვალების შესახებ - "ბრიგამ იანგის 12 ცოლი მის სიკვდილს ცოლ - ქმრის საწოლში გლოვობს".


და თუ ფანტაზიასა და არითმეტიკულ პროგრესიასაც ჩავრთავთ, მაშინ რამდენიმე თაობაც კი გამოდის... ისინი ყველა ერთად იანგის მიერ აშენებულ "ლაიონ - ჰაუსში" ცხოვრობდნენ, სადაც თითოეულ ცოლს ცალკე ბინა ჰქონდა.










0
513
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
513