სხვა "ფარული ვნ#ბები": 10 ყველაზე გარ#ვნილი ქალი ისტორიაში 2023, 30 აგვისტო, 11:38 ისტორიაში ბევრი ქალი არსებობს, რომელთა სასიყვარულო თავგადასავლები და ვნებები სწორედ სამეფო პალატებში დაიწყო. ეს ქალბატონები არა მხოლოდ თავიანთი სილამაზითა და მომხიბვლელობით, არამედ მიზიდულობის ისეთი განუმეორებელი ძალითაც გამოირჩეოდნენ, რომელსაც მონარქების გულების მოგებაც კი შეეძლო. მათ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ საკუთარი მიზნების მისაღწევად თავიანთი მიმზიდველობა და ცდუნების უნარი. მათი სახელები დღემდე იწვევს ინტერესსა და აღტაცებას. ისინი იყვნენ სკანდალების, ინტრიგებისა და მშფოთვარე რომანების მთავარი მონაწილეები, რომლებიც ლეგენდად იქცნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების ნაწილი დროთა განმავლობაში საზოგადოების მხრიდან მივიწყებული იქნა, მათი ისტორიები აქტუალობასა და ინტერესს დღემდე არ კარგავს. მოდით ჩავუღრმავდეთ ისტორიას და გავიხსენოთ ის 10 ყველაზე გარყვნილი ქალი, რომელთა ისტორიებმაც სამეფო პალატებში წარუშლელი კვალი დატოვა.
მარია ანტუანეტა
საფრანგეთის მეფეს, ლუი XVI-ეს მეუღლის, ავსტრიის ერცჰერცოგინიას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, რადგან ის ფიმოზით იტანჯებოდა. დედოფალმა პრობლემა სხვა მამაკაცების დახმარებით მოაგვარა. ყოველ საღამოს მარია ანტუანეტა მეჯლისზე დადიოდა, სადაც მამაკაცებს აცდუნებდა, მიუხედავად იმისა რომ ლუი XVI ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა, მეუღლის გატაცებას მდუმარედ იტანდა.
კლეოპატრა
კლეოპატრას ინტიმური კავშირის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობენ, რომ დედოფალი იმდენად კარგი იყო საწოლში, რომ მის მკლავებში მოხვედრაზე ყველა კაცი ოცნებობდა.
გრაფინია დიუბარი
13 წლის ასაკში გოგონა მონასტრიდან გაიქცა და ქალაქის ქუჩებში საკუთარი სხეულით ვაჭრობდა. ლუი XV-ს მშვენიერი ასული მოეწონა და საყვარლად გაიხადა. გრაფინიას სტატუსის მიღების მიუხედავად ის ფულის გამო მამაკაცებთან ურთიერთობას კვლავ აგრძელებდა.
მარკიზა დე პომპადური
ჟანა ანტუანეტა პუასონი ეფექტური გარეგნობის იყო, ამიტომ გოგონა შეძლებულ თაყვანისმცემელს ეძებდა. ლუი XV-სთან პირადი გაცნობის შემდეგ კი, ჟანა მისი ოფიციალური საყვარელი გახდა, თუ მეფე რომელიმე მინისტრისთვის მადლობის გადახდას მოისურვედა, ის მარკიზა დე პომპადურს მის საძინებელში უშვებდა.
ჯოვანა ნეაპოლელი
ჯოვანამ მამაკაცებისა და ქალებისადმი ინტერესის გამოვლენა 16 წლის ასაკიდან დაიწყო. თავიდან გოგონა იმ დროის სხვადასხვა უხამსს ლიტერატურას ეცნობოდა, შემდეგ კი მისი პრაქტიკაში განხორციელებაც დაიწყო, მისი სარეცელი ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა, მეტიც, დედოფალს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღებაც კი შეეძლო.
გალა დალი
გალა სალვადორ დალისთან შეხვედრამდე თავისი მსუბუქი ხასიათით იყო ცნობილი. სასიყვარულო თავგადასავლების მოყვარულს საკუთარ ჰობიზე უარი ვერც მხატვარზე გათხოვებამ აიძულა. ასაკთან ერთად მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამ იკლო, ამიტომ მამაკაცებს სიამოვნებისთვის ის ფულს უხდიდა, ხოლო როდესაც ფინანსებიც ამოეწურა, ის მათ ფულის ნაცვლად სალვადორ დალის ნახატებს ჩუქნიდა.
ელისაბედ პეტრეს ასული
რუსეთის მონარქი, ელისაბედ I სიამოვნების სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობებითა და მაღალი წოდებით არა მხოლოდ დიდგვაროვნებს, არამედ რიგითებსაც ანებივრებდა, მას ერთდროულად რამდენიმე საყვარლის ყოლაც არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცა საკუთარ საძინებელში ერთდროულად ოთხამდე საყვარელსაც კი იღებდა.
ვალერია მესალინა
რომის იმპერატორის ცოლი დროს ბევრ მამაკაცთან ატარებდა. მას მათთან დროის ტარება იმდენად სიამოვნებდა რომ ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც ტოვებდა.
ეკატერინე II დიდი
იმპერატრიცა ეკატერინე თავისი მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა, თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა. იცოდა რა პოტიომკინმა, ეკატერინეს პრეფერენციების შესახებ, ის ხანდახან მასა და მამაკაცებს შორის პირად შეხვედრებს აწყობდა, რისთვისაც ჯილდოსაც იღებდა.
მარია ალექსეევნა სალტიკოვა
პრინცესა თავისი სილამაზით გახლდათ განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც უპრობლემოდ იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით ხიბლავდა, ამიტომ ღამით კაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიიჩქაროდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ კაცთანაც კი ჰქონდა.761 შეფასება არ არის |