სხვა "ინტ#მური ურთიერთობის" დეტალები ძველ რომში, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 2023, 29 აგვისტო, 10:30
ძველი რომის ისტორია- ზნეობის სრული თავისუფლების ისტორიაა. შეუძლია თუ არა დღევანდელ საზოგადოებას თავისი შეფასებით მიუდგეს რომაელთა ტრადიციებსა და წესებს? სავარაუდოდ არა. ისინი თავად ადგენდნენ თავიანთ კანონებს, ცხოვრობდნენ ისე, როგორც თავად სურდათ და საკუთარ შთამომავლებს გადასცემდნენ თავიანთ შეხედულებებს ცხოვრებისა და სურვილების დაკმაყოფილების შესახებ 4 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ძველი რომაელების ბევრი საქციელი ახლა უხამსად ითვლება, მაგრამ მაშინ ისინი სრულიად უწყინარ გართობებს წარმოადგენდნენ, თუმცა ზნეობის ასეთი თავისუფლების ფონზე გარკვეული წესები მაინც არსებობდა.
ძველ რომში ფიზიკური სიახლოვე ზეცის საჩუქარად აღიქმებოდა. ითვლებოდა, რომ სწორედ ღმერთები აძლევდნენ ადამიანებს ასეთი სიამოვნების განცდის შესაძლებლობას, და რადგან ღმერთები ამის უფლებას იძლეოდნენ, მაშინ უბრალო მოკვდავებს ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა აეღოთ, და ისინიც იღებდნენ. აწყობდნენ ხანგრძლივ დროსტარებებს ღვინოთი და ლამაზი ქალებით და ტკბებოდნენ. რომში ქალი მეორეხარისხოვან ადამიანად არ ითვლებოდა. ის თავის სურვილებში სრულიად თავისუფალი იყო, ქალის უფლება არანაირად არ იზღუდებოდა. არსებული კანონები ქორწინების ერთგულების დაცვის რეგულირებასაც ახერხებდა, თუ ქმარი ცოლს სხვა კაცთან წაასწრებდა, მაშინ მას ის უნდა მოეკლა, ამასთან ცოლი არ ისჯებოდა.
ამავე დროს, გათხოვილი ქალი ორივე სქესის მონებთან დროს თავისუფლად ატარებდა. მამაკაცები კი სიამოვნების მისაღებად საჯარო აბანოებს ან ბორდელებს სტუმრობდნენ, სადაც დროს დაბალი კლასის გოგო-ბიჭების გარემოცვაში ატარებდნენ ან სიამოვნებისთვის ორივე სქესის პროფესიონალ "სიყვარულის ქურუმებს" უხდიდნენ. ასეთი დროსტარება მრუშობად არ ითვლებოდა. ვინმესთან სიახლოვის შეზღუდვები უფრო სოციალურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე მორალურს. დიდგვაროვნებს ურთიერთობა თავიანთი წრის ქალებთან არ შეეძლოთ, ვინაიდან უკანონო ბავშვის გაჩენის შემთხვევაში შეიძლებოდა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მრავალი სამართლებრივი სირთულეები გაჩენილიყო. პრობლემები კი რომაელებს არ სურდათ.
დიდგვაროვნების სურვილების დასაკმაყოფილებლად არსებული მომსახურების ბაზარი მონების ბაზარს ჰგავდა. უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს ბავშვობიდან ამზადებდნენ. გოგონებსა და ბიჭებს სპეციალურ სახლებში გარკვეულ ასაკამდე, დაახლოებით 10-12 წლამდე ზრდიდნენ, რის შემდეგაც უკვე შეიძლებოდა მათი გასაყიდად გაყვანა.
ისინი გარეგნულად განსხვავდებოდნენ: გათეთრებული სახეები, მკვეთრად შეღებილი თვალები და ღია გამჭვირვალე ტანსაცმელი, მყიდველს საქონლის კარგად დანახვის შესაძლებლობას აძლევდა. ძველი რომის იმპერატორები საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. ისინი თავის ქვეშევრდომებს თავისუფალი და უსაქმური ცხოვრების მაგალითს აძლევდნენ, და ისინიც თავიანთ მმართველებს ყველანაირად ბაძავდნენ.
თუმცა უბრალო სიამოვნება იმპერატორებისთვის საკმარისი არ იყო, და დროსტარებას ხშირად დასჯაც მოჰყვებოდა. მაგალითად, ნერონს ძალიან უყვარდა "სიყვარულის ქურუმების" სიკვდილით დასჯა, მათთან გატარებული ღამის შემდეგ, მარკუს ავრელიუსი კი საკუთარ ეტლში შიშველ გოგონებს აბამდა და წვეულებებზე ასე ჩნდებოდა. მმართველთა ქვეშევრდომები მათ ასეთ შოკისმომგვრელ საქციელებს მოცემულობად იღებდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
იმპერატორთა შვილები, რომლებიც მამების თავაშვებულ ცხოვრებას ხედავდნენ, მათ მსგავსად იქცეოდნენ და მრავალი თვალსაზრისით გარყვნილებაში მათაც კი უსწრებდნენ. ცნობილია, რომ ერთ-ერთი იმპერატორის ქალიშვილი ნეტარებას ჯერ ათეულ მამაკაცთან, შემდეგ კი ასთან მიეცა. მოგვიანებით მასზე იმასაც კი ამბობდნენ, რომ ის რომაელების ნახევართან იწვა.
ცივილიზებული საზოგადოების კანონები და ტრადიციები ძველი რომისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა საკმაოდ ხშირად "თავისუფალი" ცხოვრების გამოძახილი ჩვენს თანამედროვე სამყაროშიც ისმის.
|