საბუნებისმეტყველო იმან რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს, მთელი მსოფლიო გააოცა 2023, 29 აგვისტო, 8:29 ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გაუცხოების ზონაში წარმოუდგენელი რამეები ხდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ველური ცხოველების პოპულაცია უეცრად ისე გაიზარდა, რომ ახლა იქ ირმების და ლოსების გარდა, უამრავი მტაცებელი ცხოველიც არის. მკვლევარები თვლიან, რომ ველური ძუძუმწოვრების პოპულაციის ზრდა, სწორედ ადამიანის არ არსებობამ გამოიწვია და არა რადიაციამ. ისინი, შვეულმფრენების გამოყენებით, თოვლში ნაკვალევს აფიქსირებდნენ და აღმოჩნდა, რომ ადამიანების მიერ მიტოვებულ რეგიონში, ცხოველთა იშვიათი სახეობებიც კი დაბრუნდნენ. მაგ., ევროპული ფოცხვერი, მურა დათვი, რომელიც იმ მიდამოებში, თითქმის, საუკუნის მანძილზე არ გამოჩენილა. პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორ ჯიმ სმიტის თქმით, ატომურ სადგურზე მომხდარ ავარიას გარემოსთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. «ამ შემთხვევამ ნაკრძალი შექმნა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რადიაცია ცხოველებისთვის კარგია. მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების მიერ, ლანდშაფტის ექსპლუატაცია, კიდევ უფრო უარესია», — აღნიშნა მან. არხის სხვა სიახლეები:* "სტალინის ეშმაკური გეგმა", რომელიც ჰიტლერმა არად ჩააგდო და შემდეგ ინანა...* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები და ინტერნეტის "მარგალიტები"* გოგონები ცეცხლსასროლი იარაღით (35 ფოტო)* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?1832 3-ს მოსწონს
|