სხვა ქალებისთვის ყველაზე "საძულველი" დღესასწაული იაპონიაში 2023, 26 აგვისტო, 9:23 გოგოებო, როგორ იგრძნობდით თავს პირველი მენსტრუაციის დაწყების დღეს ამ "საქმის" აღსანიშნავად თქვენს ოჯახის წევრს სტუმრები რომ დაეპატიჟა? და ყველას გაეგო რომ ციკლის პირველი დღე გაქვთ?მენსტრუალური ციკლის საყვარელი მასკოტის შექმნის მცდელობა, იაპონია მასკოტებს ყველაფრისთვის ჰქმნისბევრ ქვეყანაში, ასეთი პერსპექტივა ქალებს დიდად არ აშინებთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი გოგონები ასეთი ტრადიციისგან უბრალოდ შოკში არიან, მას მაინც აღნიშნავენ, რადგან - ტრადიციაა. ზოგადად, მთავარი იაპონური ტრადიცია არის აკეთო ის, რაც არ მოგწონს, მაგრამ სად წახვალ, სად დაიმალები, როცა ასეა მიღებული.რა არის მენარქეიაპონელები ამ მხრივ გამორჩეულები არ არიან, ბევრ აღმოსავლელ და მექსიკელ ხალხში მენსტრუაციის დაწყების დღე გოგონას ცხოვრებაში განსაკუთრებულად ითვლება, ეს კულტურული ფენომენი - მენარქის დღესასწაულია, მენსტრუაციის დასაწყისი მოზარდი გოგონების სქესობრივი მომწიფების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია, მენარქე, ანუ პირველი მენსტრუაცია, იმის ნიშანია, რომ გოგონას ორგანიზმი ორსულობისთვის მზადაა, და ის ძალიან ორგანულად ჯდება ზოგად კულტურულ პლასტში, ხოლო იაპონია მისთვის ტრადიციული ჩვეული წინააღმდეგობებით კვლავ წინ გაიჭრა, იმიტომ რომ "ამომავალი მზის" ქვეყანაში ქალის ჰიგიენის მთელი თემა, რასაც თან ყოველთვიური სისხლდენა ახლავს საშინლად ტაბუირებულია.მექსიკაში, პირველი მენსტრუაციის დროს, მიღებულია დედასთან ერთად თბილი კაკაოს მირთმევა - საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, რას იტყვით?მაშინ როდესაც ღამის სატელევიზიო შოუებში შიშველი იაპონელი კაცების ზეთში გაჟღენთილ დედიშობილა იაპონელ ქალებზე სრიალის ჩვენება სრულიად ნორმალურად ითვლება, ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიგიენური საფენების ყიდვა სრულიად სამარცხვინოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კულტურული შოკია იმ უცხოელი გოგონებისთვის, რომლებიც იაპონიაში გარკვეული ხნით რჩებიან.აქ მენსტრუაციის ქონა სამარცხვინოა!შავი პაკეტი კიდევ უფრო საეჭვოდ გამოიყურება, ვიდრე საფენიჰიგიენური საფენების შეძენისას აუცილებლად შემოგთავაზებენ სპეციალურ შავ, პატარა პაკეტს, რათა მასში მაგიდის ქვეშ საგულდაგულოდ ჩაწყობილი საფენი ღმერთმა არ ქნას და ვინმემ შემთხვევით არ შეამჩნიოს, თორემ სირცხვილი თქვენ! ციკლის ასეთი ტაბუირება ბავშვობიდან მოდის, სწორედ ამიტომაც ითვლება აღნიშნული თემა უკვე მოზარდობაში - სამარცხვინოდ. მაგალითად, თანაკლასელისთვის ტუალეტის ქაღალდის თხოვნა შეიძლება, ხოლო საფენი - მხოლოდ ფარულად და ჩურჩულით უნდა ითხოვოთ.და ამის ფონზე - დღესასწაულია!მაგრამ როდესაც გოგონების პირველი მენსტრუაციის დღე დგება, ამ "სამარცხვინო" მოვლენის აღნიშვნას ყველა იწყებს! სხვათა შორის, აზიელი გოგონები შედარებით გვიან მწიფდებიან, საშუალოდ პუბერტატის ასაკი იქ 13 წელია. ამ ასაკში სუფრაზე დებენ წითელ ლობიოს, წითელ ვაშლს და წითელ ბრინჯს, რომელიც ადრე ძვირფასს, სადღესასწაულო საკვებად ითვლებოდა. ახლობლები სტუმრად მოდიან, ხედავენ წითელ ფერში გაწყობილ სუფრას და ყველაფერს ხვდებიან.
შენ კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზიხარ და სირცხვილით იწვი, რომ "ის" გაქვს, როგორც ამის თქმა დაკომლექსებულ გოგონებს უყვართ. იმავე მექსიკურ კულტურაში უხერხულობის ასეთი დონე ყველაზე მორიდებულ მოზარდებშიც კი არ შეიმჩნევა, იმიტომ რომ ეს თემა იქ 13 წლამდეც კი ტაბუირებულად არ ითვლება.თუმცა ასეთი ულტრა- მინი ქვედაბოლების ტარება იაპონელ მოზარდებს სულაც არ რცხვენიათ491 შეფასება არ არის |