x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138990
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
დაემშვიდობა თუ არა სააკაშვილი თანაგუნდელებს

imageსაპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომისკენ მოუწოდა. მოქმედ პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია, თუმცა თანაგუნდელებმა, მოთხოვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს. ამის შემდეგ, ივანიშვილმა დააზუსტა, რომ სააკაშვილს თავად გაუჭირდება გამარჯვებულ მხარესთან მუშობა.


დღეს, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავალ საპარლამენტო ფრაქციას შეხვდა.
პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ვითარება და ჩატარებული არჩევნები იყო". პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სამომავალო გეგმებიც დასახეს.


ამ არაფრისმთქმელი ფრაზების მიღმა, დაემშვიდობა თუ არა სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში თანაგუნდელებს, ამაზე შეიძლება მხოლოდ ვიმარჩიელოთ. ყველაფერს, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:სიტყვა
სიტყვა
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0