x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები

image


ისტორია კაცობრიობას დამალობანას გამუდმებით ეთამაშება, და ზოგჯერ თავისი საიდუმლოებების შესანიღბად თანამზრახველად ბუნებასაც კი იშველიებს, მაგრამ არქეოლოგებთან, ასეთი ხრიკი არ იმუშავებს... დიახ, არქეოლოგები, როცა მათ ვერავინ ხედავს- თხრიან და იკვლევენ. თქვენ წინაშეა საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები.


image


2023 წლის ივლისის დასაწყისში არქეოლოგებმა ასეთი თოვლივით - თეთრი მარმარილოს ქალის თავი იპოვეს, თუ რომელ ღვთაებას ეკუთვნის არტეფაქტი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუში ავგუსტუსის მავზოლეუმსა და რომის "Piazza Augusto Imperatore" -ის მოედნის მიმდებარედ იქნა აღმოჩენილი.



image


ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ხელნაწერისა და აზრის მოკლედ გამოხატვის უნარზე. თქვენ წინაშეა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ასირიოლოგი, ბრიტანელი ირვინგ ფინკელი 3770 წლის სოლისებრი დამწერლობის ფირფიტით ხელში. რითია ცხრილი ჩვენთვის საინტერესო? იმით რომ ის ადასტურებს, რომ მითი გლობალური წარღვნის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ძველ აღთქმაშიც იყო გადმოტანილი. მასზე, თიხაზე სოლით, აღწერილია ღმერთი ენკის მითითება შუმერების მეფე ატრამუ-ხასისისადმი: "კედელო, კედელო! ლერწმის კედელო! ატრამ-ხასი, ყური დაუგდე ჩემს რჩევას, რომელიც დაგეხმარება მარადისობის მოპოვებაში! გაანადგურე შენი სახლი, ააშენე ნავი; შეიზიზღე ქონება და გადაარჩინე სიცოცხლე! დაე, ნავი აშენდეს წრის ფორმის; მისი სიგრძე და სიგანე კი ერთნაირი იყოს". ვაი, რომ ნოე პირველი არ იყო.


image


მოდით, შევაფასოთ აბუ - სიმბალის ტაძრის გარე ფასადზე რამზეს II-ის კოლოსალური ფიგურის მასშტაბი, ეგვიპტე, 1865 წელი, აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი ეს დიდი ტაძარი თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის იქნა აგებული


image



ტაძრის სახურავი შეიძლება გამაგრდეს არა მხოლოდ სვეტებითა და ტიტანებით, არამედ მოხდენილი ქალებითაც - ანუ კარიატიდებითაც. დიდება ოლიმპოს, რომ შეგვიძლია ვიხილოთ დღემდე მოღწეული უძველესი არქიტექტურული ქმნილება - ერეხთეონის ტაძარი (ძვ. წ. 421-406 წწ.) ათენის აკროპოლისზე, ფოტო დაახლ. 1859-1860 წწ.



image



კალიგულას მასშტაბები რომ ყველაფერში უყვარდა, და არა მხოლოდ გარყვნილებაში, ეს შეიძლება სუეტონიუსის აღწერიდან ან ტინტო ბრასის ფილმიდანაც კი გქონდეთ გაგებული. 1929 წელს აღმოჩენილი ორი სასახლე- გემიდან ერთ-ერთის კორპუსი, პატარა ტბის ნემის ფსკერზე, რომიდან 30 კილომეტრში იქნა ნაპოვნი. ისტორიის მიერ დაკონსერვებული გემები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 საუკუნეში აშენდა, თუმცა 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ხანძრის შედეგად განადგურდა


image



რომაული მოზაიკის გასუფთავება ლონდონის ქუჩაზე, რას იზამთ, ლონდონი არ არის ქალაქი, სადაც კომუნიკაცია მარტივია


image


უარის კულტურის კერამიკა, რომელიც ცენტრალურ ანდებში, თანამედროვე პერუს სამხრეთ და ცენტრალურ სანაპიროზე დაახლოებით ძვ. წ. 500 — ახ. წ. 900 წწ–ში არსებობდა, აღნიშნული არტეფაქტი არქეოლოგებმა VIII საუკუნის სამარხის გათხრებისას იპოვეს


imageimage

ჩიჩენ-იცაში მდებარე მაიას ტომების ყველაზე ცნობილი კუკულკანას (ახ. წ. VIII და XII სს.) საფეხურებრივი პირამიდა, დღევანდელი და 1890-იანი წლის ფოტო


image


ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური კადრი ჰასანლუს საყვარლებია − ეს გახლავთ ორი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 1972 წელს უძველესი ქალაქ ტეპე ჰასანლუს გათხრების დროს აღმოაჩინეს, რომელიც მდებარეობს დასავლეთ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ირანის ახლანდელ ქალაქ ნეგედესთან ახლოს მდებარეობს

image


არქეოლოგიაზე საუბრისას აუცილებლად პალეონტოლოგია- გეოლოგიაც უნდა ვახსენოთ. დიდი ხნის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა "პალეოლითური ვენერა", სკვითური ოქრო და ხელნაწერები სასაცილო სურათებით, დედამიწაზე, უფრო სწორად კი, მსოფლიო ოკეანეში აწ უკვე გადაშენებული პალეოზოური ერის ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანი აი, ეს არსებები- ტრილობიტები ბინადრობდნენ.











0
1462
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1462