x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ ატარებენ ჯანმრთელი იაპონელი გოგონები გამუდმებით საფენებს? მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც თავისი სურვილით მუდმივად ჰიგიენურ საფენს ატარებდეს? ფიქრობთ ხომ რომ სისულელეა? თუმცა იაპონელები ამას ნამდვილად აკეთებენ და თან ძირითადად ისეთი სექსუალური გოგონები, რომელთა ფოტოსურათებიც მამაკაცებში აღფრთოვანებას თუ არა, მინიმუმ ინტერესსა და სიმპათიას მაინც იწვევს.


image


იაპონელი ლამაზმანების უმეტესობამ ქვედა საცვალი უკვე დიდი ხანია რაც საფენებზე გაცვალა, რომელზე მოთხოვნაც ქვეყანაში ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება, რატომ? მოდით, გავარკვიოთ.


image


საიდუმლო არ არის, რომ იაპონია - წარმოუდგენლად უცნაური ადგილია, სადაც ყოველდღიურად ისეთი საოცარი მოვლენები ხდება, რაც სხვა ადამიანებში სრულ გაუგებრობასა და მსუბუქ შოკსაც კი იწვევს. ისეთი განცდა რჩება რომ იაპონელებს უბრალოდ აღარაფერი დარჩათ ისეთი, რაც ჩვენში გაკვირვებას გამოიწვევდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასეც არ არის საქმე. გაგიკვირდებათ, და ადგილობრივმა გოგონებმა დიდი ხანია სტანდარტული საცვლები საფენებით შეცვალეს, და არა სამედიცინო მიზეზების გამო.


image


როგორც ირკვევა, ახალგაზრდა, ჯანმრთელი და შრომისუნარიანი გოგონები ასეთ მსხვერპლზე მხოლოდ დროის დაზოგვის მიზნით მიდიან! ყველამ იცის, რომ იაპონიაში სამსახურის კულტია. ქვეყნის შრომისმოყვარე მოქალაქეებს თავი საქმის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, მაშინაც კი, თუკი დღის ბოლოს, დაქანცულებს შუა ქუჩაში ეძინებათ ან შეშლილებივით თვრებიან, რათა მძიმე სამუშაო დღის ბოლოს ცოტათი მაინც განიტვირთონ.


image


აქ პრესტიჟული სამუშაოს მისაღებად სასტიკი ბრძოლა მიდის. კონკურენციის დონე კი იმდენად მაღალია, რომ ბევრი იაპონელი პირად ცხოვრებაზე საერთოდ უარს ამბობს და თავს მთლიანად საკუთარ პროფესიას უძღვნის. გოგონებს კარიერის გაკეთება კაცებთან შედარებით უფრო უჭირთ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ თავიანთი ადგილის შენარჩუნებისთვის და, მით უმეტეს, კარიერულ კიბეზე მაღლა ასასვლელად. დროს კი მოგეხსენებათ უკან ვერ დააბრუნებთ, ამიტომ იაპონელი ქალები ყოველ წუთს აფასებენ და საკუთარ ადგილს წამითაც კი არ ტოვებენ, მაშინაც კი, თუ მათ საპირფარეშოში გასვლა სჭირდებათ.


image


ასეთ პირობებში ტუალეტში სიარული - ფუფუნებაა, ამტკიცებენ "ამომავალი მზის" ქვეყნის მცხოვრებლები. მათ უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს ისეთი სასწაული გამოგონება, როგორიც ზრდასრულთა საფენებია, რომელთა წყალობითაც ქალებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს ისე რომ საკუთარ საქმეს წუთითაც არ მოწყდნენ. ამ პრივილეგიებს მამაკაცებიც იყენებენ, თუმცა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით გაცილებით იშვიათად.


image


აფთიაქებში უკვე გამოჩნდა ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილი სპეციალური საფენები, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ამ უკანასკნელის პოპულარობა მალე კიდევ უფრო გაიზარდოს. ტოკიოს უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომლის, 25 წლის კაორი ადაჩის თქმით, ის სამსახურში მთელი წლის განმავლობაში საფენებს რეგულარულად ატარებს და მის გამოყენებას უკვე იმდენად მიეჩვია, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვაგვარად უკვე ვერც კი წარმოუდგენია.


image


კიდევ ერთმა გოგონამ აღიარა, რომ ჰიგიენის საფენებს სამსახურის მიღმაც იმავე წარმატებით იყენებს, და როგორც გაირკვა მარტო ის არა. ბევრი იაპონელი ქალი საფენებს წვეულებებზეც კი ატარებს, რათა სრულფასოვანი დასვენება შეძლოს და საპირფარეშოში გასვლაზე დრო არ დაკარგოს.


image


იაპონელების თავაშვებული გართობებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ, ამის ახსნა კიდევ როგორღაც შეიძლება, მაგრამ ის ფაქტი, რომ იაპონელი გოგონები და ბიჭები სამსახურში ჰიგიენური საფენებით დადიან ეს უკვე ნამდვილ ველურობას ჰგავს.









0
477
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
477