კონფლიქტები აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელორუსია 2023, 22 აგვისტო, 4:26 ვილნიუსი, ლიტვა - ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს ბელორუსიაში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა და აფრთხილებს თავი შეიკავონ იქ მოგზაურობისგან, ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.განახლებული სამოგზაურო გაფრთხილება გამოიცა მას შემდეგ, რაც მოსაზღვრე ქვეყნებმა - ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები საზღვრის გასწვრივ, ქვეყანაში (ბელორუსში ავტ.) რუსული დაჯგუფება ვაგნერის დაქირავებული ძალების გადასახლებით გამოწვეული შეშფოთების გამო.სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის გაფრთხილებაში მოუწოდა ამერიკელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ბელორუსში არიან, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა, რომელიც დაასახელა მე-4 დონის რისკის შემცველი ქვეყნის კატეგორიაში, რაც უსაფრთხოების უმაღლესი დონის გაფრთხილებაა.ბელორუსის დიდი ხნის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ცნობილია როგორც ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომის მთავარი ხელშემწყობი უკრაინაში და იმყოფებოდა აშშ-ს სანქციების კატალოგში, ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ მის არჩევნებზე გამარჯვებას 2020 წელს.აშშ-ის მისია ბელორუსიაში შემცირდა და მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას უწევს ამერიკის მოქალაქეებს ადგილზე მომსახურებით.ლუკაშენკოს მიერ ვაგნერის ძალების მიღებამ პუტინთან შეთანხმებით, რომელმაც დაასრულა დაქირავებული ჯგუფის ხანმოკლე აჯანყება კრემლის წინააღმდეგ, შეშფოთება გამოიწვია ნატოს წევრ ქვეყნებში მის საზღვრებთან.„არ იმოგზაუროთ ბელორუსში, ბელორუსიის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმის ხელშეწყობის, ბელორუსიაში რუსული სამხედრო ძალების მობილიზების, ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულების, სამოქალაქო არეულობის მაღალი პოტენციალის, დაკავების რისკის და საელჩოს ბელორუსში მცხოვრები ან ბელორუსში მოგზაური აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობების გამო“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი გაფრთხილებაში.გასულ კვირას ლიტვამ ბელორუსთან ექვსი სასაზღვრო გადასასვლელიდან ორი დახურა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკელებს გადაადგილდნენ დარჩენილი, ღია სასაზღვრო გადასასვლელებით და გააფრთხილა, რომ პოლონეთის, ლიტვის და ლატვიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ბელორუსთან საზღვრის შემდგომი ჩაკეტვა შესაძლებელია.პოლონეთს დარჩენილი აქვს ერთი სასაზღვრო გადასასვლელი ბელორუსთან, ხოლო ლატვიას - ორი გადასასვლელი ღია.პოლონეთმაც და ლატვიამაც გაზარდეს ჯარები ბელორუსის საზღვრებთან. ისინი ასევე ადანაშაულებენ ლუკაშენკოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიგრანტების შეიარაღებაში, ბელორუსში ჩაყვანაში და საზღვრის იქით გაგზავნაში.წყარო: The Hillლორა კელი |
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |