x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
გაიცანი ჩემპიონი


საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ძალისმიერ სამჭიდსა და ბოდიბილდინგის თამაშების გამარჯვებულმა, თაკო ლონდარიძემ, ჩვენთან თავის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თაკო, ვინ ან რა იყო შენი ინსპირაცია სპორტული ცხოვრების დაწყებაში?

“როცა აქტიურობა დავიწყე და ჩემპიონი გავხდი მაშინ დაიწყო პანდემია, თუმცა მაინც არ გავჩერებულვარ. ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული, ასევე თუნდაც ის რომ ქალს ნაკლებად შეეძლო რაიმეს მიღწევა, თითქოს ამის სხვა კუთხით დანახვება მინდოდა ყველასთვის, ასევე ჩემი საქმისადმი სიყვარული ის რომ როცა მიზანი ვაქვს ვარჯიში უფრო სასიამოვნოა და არა ვალდებულება''

როგორია იყო ქალი სპორტსმენი საქართველოში?

“სიმართლე გითხრა დიდად მოხარული არავინაა.ერთი მიზეზი ის რომ მენტალიტეტია ისეთი თითქოს სულ მაგრძნობინებდნენ რომ არაფერი მესაქმებოდა სიმძიმეებთან, იმიტომ რომ ქალი ვარ, ასევე არანაირი ხელშეწყობაა მოტივაციის მხრივ“

თაკო, შენ პირადად როგორ უმკლავდებოდი მსგავს დამოკიდებულობას და ახდენდა თუ არა ზეგავლენას ეს ყველაფერი შენს მოტივაციაზე?

''იმდენად მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი მაგაზე ნაკლებად ვფიქრობდი თუმცა მაინც მოქმედებდა“

შეიცვალა თუ არა მსგავსი დამოკიდებულება შენმა წარმატებამ


“რაღაც დონეზე კი .თუმცა მთლიანობაში მაინც არა''

შეგიძლია გაიხსენო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შენი კარიერიდან?

“ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც იყო პირველი გამარჯვება, ეს იყო 2020 წლის 23-24თებერვალს ჩატარებული საქართველოს ღია ჩემპიონატი''

რა არის შენი სამომავლო გეგმები უახლოეს პერიოდში?

“სამომავლო გეგმებია ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა და ჩემი მაქსიმუმის ჩვენება პირველნრიგში ჩემი თავისთვის, ამჟამად ველოდები პატარას 1თვეში და შემდეგ დავუბრუნდები ფორმას, თუმცა ამ მდგომარეობითაც ვვარჯიშობ. ეს ჩემი ცხოვრებაა''

როგორ ფიქრობ რა გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული დედობა და სპორტული ცხოვრების აქტიური გაგრძელება?

“ადვილი ნამდვილად არაა ეს მეორე შვილია თუმცა შეუძლებელი არაფერია.სპორტით დაკავება გაძლიერებს .როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად და თუნდაც დამხმარეაიმისთვის რომ ჩემს შვილებს შევაყვარო სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, რასაც ვფიქრობ მივაღწიე პირველ შემთხვევაში''

როგორც გამოცდილი სპორტსმენი ქალი, რა რჩევას მისცემ იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტულ კარიერას ანდა აწყდებიან სხვადასხვა სირთულეებს გენდერული ნიშნით?

''უბრალოდ იფიქრონ მიზანზე!არასოდეს დანებდნენ!ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი !და ქალი არაა სუსტი არსება.ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია ვიდრე ამას გარშემმყოფები შთაგვაგონებენ!ჩავარდნა ყოველთვის არის დაბარასოდეს მისცენ აამას საშვალება გაჩერდნენ

წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალს ამ ძალიან მაგარ საქმეში და ჩემი მხრიდან მზად ვარ გვერდში დგომისთვის ''

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:W4geosports
W4geosports
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0