ტექნოლოგიური სიახლეები "ბიჯო, თავად რომ ბოლტ-გაიკის წარმოებაც კი არ გაქვს საკუთარი, სხვას "ჩამორჩენილს" რა ნამუსით უწოდებ?" - ბაკურ სვანიძე 2023, 21 აგვისტო, 14:13 ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ქართული საზოგადოების იმ გარკვეულ ნაწილს ეხმაურება, რომელიც ხბოს აღტაცებით შეხვდა რუსული ავტომატური პლანეტშორისი სადგურის "ლუნა -25"-ის მთვარეზე ჩამოვარდნას. "სამწუხარო ქართული გ ო ი მ ო ბ ი ს კიდევ ერთი ნიმუში:-რ უ ს უ ლ ი კოსმოსური ხომალდი მ თ ვ ა რ ე ს შეეჯახა და განადგურდაო - ინფორმაცია დევს და აუტაცებიათ უცებ ქართველების საცოდავ ტრ**ით "პ ა ტ რ ი ო ტ ა" ნაწილს და აქვთ ზ ე ი მ ი გამოცხადებული - "აგე, რუსეთი როგორი ბანძი და ჩ ა მ ო რ ჩ ე ნ ი ლ ი ა, კოსმონავტები დაეღუპაო" ბიჯო! ჯერ ერთი "ლ უ ნ ა 25" იყო არა "ხომალდი" არამედ ავტომატური სატელიტური ს ა დ გ უ რ ი, სადაც არანაირი "კოსმონავტები" არ იყვნენ. მთვარის "თანამგზავრივით" მოძრაობდა და ავომატურ რეჟიმში აწვდიდა რუსულ კოსმოსურ ლაბორატორიებს ფ ო ტ ო მ ა ს ა ლ ა ს...
ასეთი ავტომატური სატელიტური სადგურები ყოველ წელს ა თ ო ბ ი თ იმტვრევა კოსმოსში როგორც რუსული ასევე ა მ ე რ ი კ უ ლ ი... ამოწურავენ თავის მისიას და იმტვრევიან... "ლუნა 25" უბრალოდ გათვალისწინებულზე ცოტათი ადრე დაიმტვრა და ეგაა... გარდა ამისა, ბიჯო, შენ თავად რო ბოლტ-გაიკის წარმოებაც კი არ გაქვს საკუთარი, სხვას "ჩამორჩენილს" რა ნამუსით უწოდებ?
"ჩამორჩენილი ქვეყნის კოსმოსური თანამგზავრი მთვარეზე" - ხომ მაგარი ფორმულირებაა ზოგადად? ზ ე ბ გ ე რ ი თ ი გამანადგურებელი სარაკეტო სისტემა "კინჟალი"-ც ზუსტად ჩამორჩენილობის მაჩვენებელია!
იმდენად ჩამორჩენილობის, რომ წინწასულ ქვეყნებს მისი აღმოჩენდა და განეიტრალება არ შეუძლიათ, ისე ძაან არის ჩამორჩენილი! გამოხტება ახლა ვიღაც და დაიწყებს "მერსედესი" და "ჟიგულიო"...
ქვეყნის ჩამორჩენილობა მხოლოდ ა ვ ტ ო წ ა რ მ ო ე ბ ი თ არ განისაზღვრება თქვე მართლა ჩამორჩენილო გოიმებო!
ისე, არ გინდათ, როდესმე ქართული კოსმოსური სატელიტური სადგური მთვარეს მანც შეეჯახოს?.."- წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძე.
198 5-ს მოსწონს
|