x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
სხეულის ყველაზე ჭუჭყიან ნაწილს, ისინიც კი, ვინც შხაპს დღეში ორჯერ იღებს, არ იბანს

image


ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ პირად ჰიგიენაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ ნაწილობრივ მისი კეთილდღეობა, სილამაზე, თავდაჯერებულობა, განწყობა და ურთიერთობა ოჯახსა და კოლექტივში.


image


მაგრამ, მიუხედავად რეგულარული ბანაობისა შხაპის მიღებისა, ადამიანის სხეულზე არის გარკვეული უბნები, რომლებიც ძნელად დასამუშავებელია და ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლების ხელსაყრელი ნიადაგია. ეს სტატია გამიზნულია იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს გაარკვიოს სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე მიუწვდომელი ჰიგიენის თვალსაზრისით და როგორ დაიბანოს და ის სწორად.


image


მაშ, სხეულის რომელ ნაწილზეა საუბარი? ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს რომ ეს - ჭიპია! მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ სწორედ ჭიპლარის მოვარდნის შემდეგ დარჩენილ ამ ნაწიბურში გროვდება და ცხოვრობს 80-მდე სახეობის სხვადასხვა ბაქტერია, და სხეულის ყველაზე საფუძვლიანი დაბანის შემთხვევაშიც კი, ისინი ჭიპში მაინც რჩება. ჭიპი - სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელიც შიგნით არის ჩაბრუნებული, თუ სხვა ორგანოებს (მაგალითად, ცხვირის გასასვლელს), რომელიც ასევე შიგნით არის მიმართული, საკუთარი თავის გაწმენდა შეუძლია, ჭიპს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.


image


მასში გროვდება კანის მკვდარ უჯრედები, ძაფები, ტანსაცმლის ზედაპირის ბუსუსები, ოფლი და ადამიანის აქტიური ცხოვრების წესის სხვა პროდუქტები, ამან კი შეიძლება სხვადასხვა ინფექციების განვითარება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად კი, თქვენ უნდა ისწავლოთ მისი სწორად გასუფთავება და დამუშავება.




როგორ გავიწმინდოთ ჭიპი სწორად?


image


ჭიპის შიგნიდან კარგად გასაწმენდად, შხაპის მიღებამდე საჭიროა აიღოთ ცოტაოდენი ბამბა, დაასველოთ ის სპირტში და ჭიპი შიგნიდან კარგად დაიმუშავოთ. სპირტი ბაქტერიებს კლავს, შემდეგ აიღეთ მეორე ბამბის ტამპონი, დაასველეთ შხაპის გელში და ნაწიბურში მოათავსეთ. შხაპის მიღებისას ჭიპი კარგად ჩამოიბანეთ, შემდეგ კი რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ. გარედან, ჭიპის დასამუშავებლად კი პირსახოცის წვერზე მცირე რაოდენობის დასაბანი გელი დაიტანეთ და თბილი შხაპის ქვეშ ჭიპის გარშემო ჩამოიბანეთ.










0
619
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
619