შეუძლებელი შესაძლებელია-ლეგენდარული მებრძოლის მუჰამედ ალის ყველაზე ძლიერი მოტივაციური ციტატები.
1. შეუძლებელია უბრალოდ დიდი სიტყვაა, რომლის უკან პატარა ადამიანები იმალებიან. მათთვის უფრო ადვილია ნაცნობ სამყაროში ცხოვრება, ვიდრე რაღაცის შესაცვლელად ძალის პოვნა. შეუძლებელი ფაქტი არ არის. ეს მხოლოდ მოსაზრებაა. შეუძლებელი წინადადება არ არის. ეს გამოწვევაა. შეუძლებელი არის საკუთარი თავის დამტკიცების შანსი. შეუძლებელი არ არის სამუდამოდ. შეუძლებელი შესაძლებელია.
2. ის, ვინც არ არის საკმარისად გაბედული, რომ გარისკოს, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს
3. არც ერთი დარტყმა, მზის დარტყმის გარდა, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს!
4. ჩემპიონები სპორტდარბაზში არ ხდებიან . ის, რაც ჩემპიონს ბადებს, არის ის, რაც ადამიანს აქვს შიგნით - სურვილები, ოცნებები, მიზნები.
5. ყოველთვის არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ვიცი, რომ მართალი ვარ.
6. მე არ ვარ ვალდებული ვიყო ის, ვინც თქვენ გინდათ. მე შემიძლია ვიყო ის, ვინც თავად მომინდება.
7. თუ ოცნებობთ გახდეთ ვინმე, აუცილებლად გახდებით ის.
8. წარსულის შეცდომებზე მუდმივად ფიქრი ყველაზე დიდი შეცდომაა.
9. რაც უფრო მეტად ვეხმარებით სხვებს, მით მეტად ვეხმარებით საკუთარ თავს.
10. ყველაზე რთული დუელი ისაა, როცა ბედნიერებისთვის სიზარმაცეს უნდა ებრძოლო.
11. მძულდა ვარჯიშის ყოველი წუთი, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი: "არ დანებდე, იტანჯე ახლა და იცხოვრე დარჩენილი სიცოცხლე ჩემპიონად".
12. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, შეგიძლიათ მიაღწიოთ მას, თუ მხოლოდ შრომას მოინდომებთ.
13. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რაშიც დარწმუნებული ვარ
14. არ ვეწევი, მაგრამ ჯიბეში ასანთის კოლოფი მაინც მიდევს. როცა გული მიცურდება ცოდვისკენ, ასანთს ვანთებ, ხელისგულთან მიმაქვს და შემდეგ ჩემს თავს ვეუბნები: „ალი, შენ ვერ უძლებ ამ სითბბოს, მაშინ როგორ შეძლებ ჯოჯოხეთის გაუსაძლისი სიცხის ატანას?"
15. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ფანტაზია, არ აქვს ფრთები.
16. ადამიანმა, რომელიც სამყაროს 50 წლის ასაკში უყურებს ისევე, როგორც 20 წლის ასაკში, ტყუილად დაკარგა თავისი ცხოვრების 30 წელი.
17. დუმილი ოქროა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ღირსეულ პასუხს ვერ მოიფიქრებ.
18. თუ გგონია, რომ დიდი და ძლიერი ხარ, მითხარი, რა სიმაღლის ხარ, რომ ვიცოდე, რა მანძილზე უნდა გავიწიო, როცა დაეცემი.
19. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს 13 წამი. 2 წამი მიახლოებისთვის, 1 წამი დარტყმისთვის და 10 წამი მსაჯის ათვლისთვის
20. მზე ყოველთვის სადღაც ანათებს
21. როცა ვხუმრობ, როგორც წესი, სიმართლეს ვამბობ. სიმართლე ყველაზე სასაცილო რამაა მსოფლიოში.
22. მდინარეები, აუზები, ტბები და ნაკადულები - მათ ყველას სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგრამ ყველას აქვს წყალი. ასევეა რელიგიებთან. მათ ყველას სხვადასხვაგვარად უწოდებენ, მაგრამ ყველგან არის სიმართლე.