სხვა გასაოცარი ფაქტები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ 2023, 16 აგვისტო, 22:38
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ საინტერესო და სახალისო ფაქტებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდეთ. მოგზაურ ქალებს შორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საუკეთესო საყვარლები ესპანელი, ფრანგი და ბრაზილიელი მამაკაცები არიან, ყველაზე "უღიმღამო" პარტნიორებად კი გერმანელები (უსიამოვნო სუნის გამო), ბრიტანელები (პასიურობის გამო), შვედები (ზედმეტი სისწრაფის გამო) და ამერიკელები (უხეშობის გამო) მიიჩნევიან. იცოდით ადრე სატელეფონო სადგურის ოპერატორები ბიჭები რომ იყვნენ? ან ის თუ იცით ეკლესიამ გალილეო მხოლოდ 1992 წელს რომ გაამართლა? და იხვების მიერ მონელებული თევზის ქვირითი სიცოცხლისუნარიანობას რომ ინარჩუნებს? მოკლედ, ეს და კიდევ რამდენიმე საგულისხმო ფაქტი, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით.ამერიკელმა პოლიტიკოსმა სტრომ ტერმონდმა სენატში 100 წლამდე მუშაობით რეკორდი დაამყარაპირველი სატელეფონო სადგურის ოპერატორები ბიჭები იყვნენ, მაგრამ მათი "უხეში და შეურაცხმყოფელი" საქციელის გამო საქმე იქამდე მივიდა რომ ისინი გოგონებით ჩაანაცვლესროი პირსონი თავისი დაკარგული შარვლის გამო ქიმწმენდის მეპატრონისგან 54 მილიონი დოლარის მიღებას სასამართლოს მეშვეობით ცდილობდა1999 წელს სერხიო მოცონენგმა მარათონის "The Comrades"-ის ნაწილი გაირბინა, შემდეგ კი მობილურ ტუალეტში შევიდა, სადაც ის მისმა ტყუპისცალმა ძმამ შეცვალა. მათ მე-9 ადგილი დაიკავეს და დაახლოებით 500 დოლარი მიიღეს. თაღლითობის სქემა კი მას შემდეგ გაიშიფრა, რაც გაზეთმა ძმების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა რომ საათები მათ სხვადასხვა ხელზე ეკეთათძველი ბერძნები საბრძოლო ჭრილობებს ძმრით იმუშავებდნენ, შემდეგ თაფლს ისვამდნენ, ზემოდან კი აბლაბუდას აფენდნენჯეიმს ბარის ძმა 13 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. დედის დასამშვიდებლად ჯეიმსი ძმის მსგავსად იქცეოდა. მოგვიანებით ბარიმ დაწერა პატარების საყვარელი ნაწარმოები მარადიულ ბავშვზე რომელსაც - "პიტერ პენი" უწოდაირვინგ ბერლინი - ისტორიაში ერთადერთი "ოსკარის" ლაურეატია, რომელმაც ჯილდო საკუთარ თავს გადასცა. მან მიიღო ჯილდო სიმღერისთვის "White Christmas" და განაცხადა, რომ კონვერტის გახსნა უკიდურესად მოუხერხებელი იყო, რის შემდეგაც წესები შეიცვალა
თანამედროვე იაპონური ლექსიკის 60%-ზე მეტი ძველი ჩინურიდან არის ნასესხებიშოკოლადის ფილა, რომელიც ამერიკაში "Milky Way"-ის სახელწოდებით არის ცნობილი, დანარჩენ მსოფლიოში "Mars"-ის სახელით იყიდება1993 წელს "ჩიკაგო ბულზი"-ის გულშემატკივარს შანსი მიეცა შორი მანძილიდან კალათში ბურთის ჩაგდების და 1 მილიონი დოლარის მოგების, რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ მამაკაცს კოლეჯში კალათბურთის თამაშის გამო დისკვალიფიკაცია მისცა, იღბლიან მამაკაცს კი ეს ზღაპრული თანხა თავად "ჩიკაგო ბულზის" მოთამაშეებმა გადაუხადესველ კილმერმა და რობ ლოუმ 1984 წელს გადაღებულ ფილმში "დიუნი" პოლ ატრეიდის როლის თამაშზე უარი თქვეს, როლი საბოლოოდ კაილ მაკლაქლენს ერგოეკლესიამ გალილეო მხოლოდ 1992 წელს გაამართლაროდესაც 1778 წელს მასაჩუსეტსის ქალაქ ექსეტერს სახელი ბენჯამინ ფრანკლინის პატივსაცემად გადაარქვეს, ადგილობრივებმა პოლიტიკოსს ქალაქის ეკლესიისთვის ზარის ჩუქება სთხოვეს. საპასუხოდ კი, ფრანკლინმა ქალაქს წიგნები უსახსოვრა, სწორედ ამ წინებმა შეადგინა ამერიკის პირველი საჯარო ბიბლიოთეკის ფონდიგეტისბურგში მთავარი მომხსენებელი იყო ედვარდ ევერეტი და არა ლინკოლნი. მან ორსაათიანი სიტყვა წარმოთქვა, ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა ორ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ლინკოლნის ფრთხილად აწონილი სიტყვა, რომელიც იმ დღის ცერემონიალზე თავდაპირველად მეორეხარისხოვნად ითვლებოდა, მყისვე გახდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართვა. საკმაოდ მცირე, 300 სიტყვიან მიმართვაში, რომელიც 3 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ლინკოლნმა წამოწია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის პრინციპები, დაუკავშირა რა ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და განსაზღვრა სამოქალაქო ომი, როგორც არა ბრძოლა ამერიკის გაერთიანებისთვის, არამედ, როგორც „თავისუფლების ხელახალი დაბადება“, რომელიც მის ყოველ მოქალაქეს ნამდვილ თანასწორობას მოუტანდაჯეიმს ერლ რეის ძმა, რომელმაც მარტინ ლუთერ კინგი მოკლა, ძმის გაკვეთის ვიდეოს გაყიდვას 400 000 დოლარად ცდილობდა2023 წლის მაისში, სამხრეთ ჩარლსტონის პოლიციამ დაიწყო ათასობით ფეხსაცმლის მფლობელის ძებნა ფეხსაცმლის სარემონტო მაღაზიის დახურვის შემდეგ. ასე დაუბრუნეს ქალს ფეხსაცმელი, რომელიც მან შესაკეთებლად 2001 წელს ჩააბარაპარიზის მახლობლად მდებარე კატაკომბებში, სადაც 6 მილიონი ადამიანია დაკრძალული, ცხენის ნაკელზე შამპინიონი მოჰყავდათთევზის ქვირითი იხვების მიერ მონელების დროს სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს, რაც იზოლირებულ რეზერვუარებში თევზის ახალი პოპულაციების გაჩენას იწვევს272 შეფასება არ არის |