x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134684
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
აშშ-ში დაიჭირეს დათვი-რეციდივისტი, რომელმაც 21 ბინა გაძარცვა
image

აშშ-ში დაიჭირეს დათვის, რომელმაც 21 ძარცვა ჩაიდინა


შეერთებულ შტატებში, დათვი -რეციდივისტი დაიჭირეს, რომელმაც ტაჰოს ტბასთან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორი ათეულზე მეტი სახლი გაძარცვა. ამის შესახებ Daily Star იტყობინება.


2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, შავმა ძუ დათვმა, რომლის წონა 227 კილოგრამია, მინიმუმ 21 ძარცვა განახორციელა. მასზე არც სირენები, არც ელექტროშოკი და არც სხვა დამცავი საშუალებები მოქმედებდა.



რეციდივისტის იდენტიფიცირება დნმ-ით მოხდა. თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ იგი ხვადი იყო და მეტსახელად ჰენკ ტანკიც კი შეარქვეს. დატყვევების შემდეგ გაირკვა, რომ სახლების დარბევის დროს დათვს სამი ბელი ახლდა. ერთ-ერთი ბელი ტრამვირებული იპოვეს: სავარაუდოდ, გამვლელი მანქანა დაეჯახა.


კალიფორნიის მეთევზეობის და ნადირობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დათვს კოლორადოს ველური ბუნების თავშესაფარში გადაიყვანენ. თუმცა ისინი არ გეგმავენ მის ველურ ბუნებაში გაშვებას, რადგან "მან მთლიანად დაკარგა ადამიანების შიში".


ბელებს დედა დათვს დააშორებენ და კალიფორნიის ნაკრძალში გაგზავნიან. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ დაეხმარება დაივიწყონ დედისგან ნასწავლი ნეგატიური ქცევის ნორმები, რათა შემდეგაც ისინი კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვან.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-ჰემფშირში, ამერიკის ქალაქ ტორნტონში კატამ, სახელად ბრუნომ, დათვი თავისი ეზოდან გააძევა. ვიდეოში დათვი, როგორც კი დაინახავს, რომ რვა კილოგრამიანი მეინ-კუნის ჯიშის კატა უახლოვდება, მაშინვე ტყეში მოძუძგავს.

0
256
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0