სხვა წარსულის იშვიათი კადრები, რომლებიც საინტერესო ისტორიას გვიყვება 2023, 15 აგვისტო, 20:06 ![]() რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო მოვლენების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც დროებით წარსულში დაგვაბრუნებს და ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგვიხელს თვალს.![]() "Casino de Paris"-ის კულისებს მიღმა, 1968 წლის დეკემბერი ("Casino de Paris"-ი პარიზის ცნობილი მუსიკალური დარბაზი გახლავთ, რომლის ისტორიაც 1730 წლიდან იწყება)![]() წყვილი, რომელიც თვალს კოსმოსური ხომალდის "აპოლო 8"-ის გაშვებას ადევნებს, 1968 წელი![]() ნიუ-იორკის პატარა მცხოვრებლები ღამის ჩახუთულობას თავს სახანძრო კიბეზე აღწევენ, 1900-იანი წლების დასაწყისი![]() ნიუ-იორკი, 2001 წლის 11 სექტემბერი![]() ფანი ელვის პრესლის კონცერტზე ფილადელფიაში, 1957 წლის 6 აპრილი![]() ძირძველი ამერიკელის ერთ-ერთი ადრეული ფოტო მგელთან ერთად გადაღებული, ცნობილია რომ ინდიელები პატივს სცემდნენ მგლებს და მეგობრობდნენ მათთან![]() 22 წლის "WASP"-ის პილოტი შირლი სლეიდი, საფრენი ჩაფხუტით, სათვალითა და ხელთათმანით, 1943 წელი![]() გამომგონებელი ჩარლზ ს.ლ. ბეიკერი და მისი თანაშემწე გათბობის/რადიატორის სისტემის დემონსტრირებისას, 1906 წელი![]() პატარძალი თავისი ცოტა ხნის წინ დაბომბილი სახლიდან გამოდის და საკუთარი ქორწილის აღსანიშნავად მიემართება, ლონდონი, 1940 წლის 4 ნოემბერი![]() ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც 1966 წელს ბოსტონის მარათონი გაირბინა, ის ნომრის გარეშე მირბოდა, რადგან ქალებს ღონისძიებაზე არ უშვებდნენ![]() ბიჭუნა საკუთარი ავტომობილით, 1930 წელი![]() ჯგუფ "Kiss"-ის წევრები მშობლებთან ერთად, 1976 წელი![]() ინუიტი ბიჭს მშვილდის სროლას ასწავლის, დაახლოებით 1920 წელი![]() ფრაზის განსახიერება - "შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ". მერძევე ლონდონის "ბლიცის" დროს, 1940 წელი![]() სიუზან კარე, "Apple"-ის ცნობილი მხატვარი, რომელმაც შექმნა მრავალი შრიფტი, სიმბოლო და გამოსახულება "Apple"-ისთვის, "Next"-ისთვის, "Microsoft"-ისთვის და "IBM"-ისთვის, 1980-იანი წლები![]() ორი ქაშმირელი გიგანტი ამერიკელ ფოტოგრაფთან ჯეიმს რიკალტონთან ერთად პოზირებისას 1903 წელი![]() ბავშვი ველოსიპედის ტარებას სწავლობს, 1961 წელი![]() ჰიპი მამა ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, ამსტერდამი, 1968 წელი![]() მარინა ხინესტა, 17 წლის აქტივისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, ბარსელონაში მდებარე სასტუმრო "Colón" -ის სახურავზე, 1936 წელი![]() ოჯიბვეს ტომის მკვიდრი ამერიკელი ჰარპუნით თევზაობისას, მინესოტა, 1908 წელი![]() ოაზისი გიზაში, 1917 წელი![]() ძაღლისთვის ორცხობილა დღეისთვის არ არის, ლონდონი, 1939 წელი![]() როგორც ჩანს, ბიკინი ყველას არ მოსწონს: "თქვენ ჯოჯოხეთისკენ მიემართებით!", მაიამი - ბიჩი, 1980-იანი წლები![]() მოცეკვავეები წარმოდგენის წინ ჭადრაკს თამაშობენ, 1958 წელი720 1-ს მოსწონს |