x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მესამე ზედმეტი არ არის: ცნობილი მწერლების სასიყვარულო სამკუთხედები

image


ოსიპ ბრიკი, ლილია ბრიკი, ვლადიმერ მაიაკოვსკი


გარკვეული მწერლების ნაწარმოებების კითხვისას მათი ნიჭით აღფრთოვანებული მკითხველი, როგორც წესი, მათ ნაკლოვანებებზე თვალს ხუჭავს, თუმცა შემოქმედებითი ინდივიდები საკუთარ თავს ხშირად იმაზე მეტის უფლებას აძლევდენ, ვიდრე სხვები. ბევრი მწერლის ბიოგრაფიაში ადგილი ჰქონდა როგორც მრუშობას, ასევე სხვა მანკიერ პრაქტიკას. დღევანდელ მიმოხილვაში წარმოგიდგენთ ვერცხლის ხანის რუსი მწერლების ყველაზე ცნობილ სასიყვარულო სამკუთხედებს.




ივან ბუნინი


image


გალინა კუზნეცოვა (ფეხზე), ივან ბუნინი (ცენტრში), ვერა ბუნინა (მის გვერდით) და ლეონიდ ზუროვი, 1933 წელი

ივან ბუნინი და ვერა მურომცევა ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობდნენ, სანამ მწერალმა სახლში მასზე 30 წლით უმცროსი გალინა კუზნეცოვა არ მიიყვანა. ბუნინმა ცოლი ფაქტის წინაშე დააყენა: გალინა, ნობელის პრემიის ლაურეატის მტკიცებით, მისი პირადი მდივანი, მოსწავლე და ნაშვილები გოგონა იყო, რომელიც მათთან ერთად იცხოვრებდა. ვერა მურომცევა იძულებული გახდა საკუთარ სახლში ქმრის საყვარელს შეგუებოდა. ქალები ერთმანეთს დაახლოებით 10 წელი იტანდნენ, სანამ მწერლის სახლში მორიგი გოგონა მარგა არ გამოჩნდა, რომელთანაც ამჯერად, უკვე გალინა წავიდა და ბუნინი ნამდვილ შოკში ჩააგდო.




ვლადიმერ მაიაკოვსკი


image


ლილია ბრიკი და ვლადიმერ მაიაკოვსკი

ვლადიმერ მაიაკოვსკის და ლილია ბრიკის გაცნობა 1915 წელს მოხდა. ლილის დამ, ელზამ პოეტი ბრიკებთან მიიყვანა, სადაც ხელოვანებს შეკრებების მოწყობა უყვარდათ. ვნებიან მაიაკოვსკის დიასახლისი მაშინვე შეუყვარდა. ის ახალ ნაცნობებს ყოველდღე ნახულობდა, ლილის კი თითქმის ყველა თავის ლექსს უძღვნიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაიაკოვსკი ბრიკებთან საცხოვრებლადაც კი გადავიდა იმ მიზეზით რომ მას "ლილია იურიევნა თავდავიწყებით შეუყვარდა". ოსიპ ბრიკი მეუღლის გატაცებას გაგებით ეკიდებოდა და მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.


image


ლილია ბრიკი, ვლადიმერ მაიაკოვსკი და ოსიპ ბრიკი

ინტიმურ ურთიერთობებში ლილია და მაიაკოვსკი ერთმანეთის ერთგულები არ იყვნენ, მაგრამ როდესაც პოეტის მეგობრები ცდილობდნენ ბრიკთან უცნაური კავშირის გამო მის გაკრიტიკებას, ის ყვირილით აცხადებდა: "დაიმახსოვრეთ! ლილია იურიევნა - ჩემი ცოლია!" ან ჩუმად ჩაილაპარაკებდა: "სიყვარულში წყენა არ არის". 1930 წლის 14 აპრილს ვლადიმერ მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. თვითმკვლელობის წერილში კი, სხვა საკითხებთან ერთად იყო სიტყვებიც: "ლილია, გიყვარდე".



ალექსანდრე ბლოკი


image


ანდრეი ბელი, ლიუბოვ მენდელეევა და ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკის ქორწინება ლიუბოვ მენდელეევასთან მხოლოდ პლატონური იყო. პოეტი იმ დროს ვლადიმერ სოლოვიოვის სამყაროს სულისა და მარადიული ქალურობის შესახებ შექმნილ ნაწარმოებებს კითხულობდა, ამიტომ ის მეუღლეში მხოლოდ იდეალს ხედავდა, რომელსაც ლექსებსაც უძღვნიდა, ხორციელი სიამოვნებისთვის კი ბლოკი ბორდელებში დადიოდა. ამ ვითარებამ ლიუბოვ მენდელეევა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ამიტომ მან პოეტ ანდრეი ბელის მიერ რამდენჯერმე სიყვარულში გამოტყდომის შემდეგ მას იმავე გრძნობით უპასუხა. ამ ურთიერთობამ ყველა დეპრესიაში ჩააგდო. ალექსანდრე ბლოკისთვის იდეალური ცოლის იმიჯი საბოლოოდ დაიმსხვრა, ანდრეი ბელი კი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. საბოლოოდ, ლიუბოვ მენდელეევა ქმარს დაუბრუნდა, თუმცა ერთმანეთის ღალატს ისინი კვლავ აგრძელებდნენ.




ზინაიდა გიპიუსი


image


ზინაიდა გიპიუსი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და დიმიტრი ფილოსოფოვი

დიმიტრი მერეჟკოვსკი და ზინაიდა გიპიუსი ერთად 52 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა რუსული პოეზიის ვერცხლის ხანის მრავალი სხვა მწერლის მსგავსად, ქორწინების ინსტიტუტის კონცეფციის შესახებ მათი შეხედულებებიც დამახინჯებული იყო. წყვილს შეეძლო ერთმანეთის გვერდით საათები გაეტარებინა და სამყაროში ყველაფრის შესახებ ესაუბრა, თუმცა ინტიმური ურთიერთობა მათ არ ჰქონდათ, ზინაიდა გიპიუსს ეს ფაქტი დიდად არ ანაღვლებდა, ის გატაცებული იყო როგორც მამაკაცებით, ასევე ქალებით, რის გამოც იმდროინდელ პუბლიკას ხშირად შოკშიც კი აგდებდა. მას განსაკუთრებით არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცები იზიდავდა. გიპიუსს თითქოს თავის მოვალეობად მიაჩნდა მათი "სწორ გზაზე დაყენება". მისთვის ერთ - ერთ ასეთ თაყვანისცემის ობიექტად ლიტერატურათმცოდნე, დიმიტრი ფილოსოფოვი იქცა, რომელიც ფიზიური თვალსაზრისით მისთვის მისდა სამწუხაროდ, მიუღწეველი აღმოჩნდა.




















0
778
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
778