სხვა ბოსნიელმა ბოდიბილდერმა პირდაპირ ეთერში 4 ადამიანი მოკლა, 12 ათასი მაყურებლის თვალწინ 2023, 14 აგვისტო, 9:14 35 წლის ბოსნიელი ნერმინ სულეიმანოვიჩი თავის ქვეყანაში ცნობილი პიროვნებად იქცა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოზარდებში პოპულარული ბოდიბილდერია, არამედ იმის გამოც, რომ მას კრიმინალური ავტორიტეტის საეჭვო რეპუტაცია აქვს, რომელმაც მოახერხა რამდენიმე ნასამართლობის აკიდება ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. სინამდვილეში, სპორტი და ნარკოტიკები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან: სულეიმანოვიჩი გამუდმებით იღებდა სტეროიდებს და ამ მდგომარეობაში მყოფი მუდმივად აგრესიული ხდებოდა. საბოლოოდ, ამან საშინელი ტრაგედია გამოიწვია. გასულ პარასკევს ბოდიბილდერმა კიდევ ერთი დოზა იტაკა, რამაც გონება აუმღვრია. სულეიმანოვიჩმა სოციალური ქსელების პირდაპირი ეთერი ჩართო და განაცხადა, რომ „ახლა მაყურებელი იხილავს, როგორ გამოიყურება მკვლელობა პირდაპირ ეთერში“. შემდეგ კი პისტოლეტით თავში ესროლა თავის ცოლს, ნიზამა ხეჩიმოვიჩს და ადგილზე მოკლა. -მე ყველა გავაფრთხილე, რომ საქმე აქამდე მივიდოდა! იგი ჩემს ბავშვს რვა დღის განმავლობაში მიმალავდა !- იყვირა მკვლელმა. მართალია მან დაზოგა იატაკზე მწოლიარე თავის პატარა ქალიშვილი, თუმცა სისხლიანი ანგარიშისწორება ამით არ დასრულებულა. ბოდიბილდერმა მშვიდად დატენა იარაღი და ქალაქ გრადაჩაჩას ქუჩებში გავიდა. მან მაშინვე ესროლა ორ უცნობ მამაკაცს, რომლებიც სახლიდან გასვლისთანავე წინ შემოეფეთათ. ისინი მამა-შვილი იყვნენ. შემდეგი მსხვერპლი პატრულის ორი თანამშრომელი იყო. ერთი დაშავდა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ერთი ქალი. როდესაც სულეიმანოვიჩს სამართალდამცევბმა ალყა შემოარტყეს, მან თავი მოიკლა. „მკვლელმა თავი მოიკლა, მაგრამ მსხვერპლთა სიცოცხლეს ვერავინ დააბრუნებს“, - განაცხადა ბოსნიის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ნერმინ ნიკშიჩმა მომხდართან დაკავშირებით. 12 000-მა ადამიანმა უყურა მკვლელობას პირდაპირ ეთერში. ყველაზე უბედურება ის არის, რომ რამდენიმე ასეულს ეს ამბავი მოეწონა, რაც ლაიქებით გამოიხატა. 1112 3-ს მოსწონს
|