x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნაკლოვანებები სახეზეა: ვარსკვლავები და მათი ფიზიკური დეფექტები

image


იყო ცნობილი ადამიანი არ ნიშნავს იყო სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარსკვლავი ცდილობს შეინარჩუნოს უნაკლო გარეგნობა, მათ ვიზუალში მაინც არის ზოგიერთი ისეთი დეტალი, რაც პაპარაცების "წყალობთ" გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ნაკლოვანებების მიუხედავად, ეს სელებრითები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას და მილიონობით თაყვანისმცემლის შთაგონებას, რაც მათ მაგალითზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იდეალის სილამაზე სულაც არ არის წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა.



ჯულია რობერტსი


image
ჯულიას უკიდურესად საკამათო გარეგნობა აქვს. ზოგისთვის ის ლამაზია, ბევრისთვის კი საკმაოდ შეუხედავი. არაპროპორციული პირი გაღუნული ფეხები არ არის, რომლის დამალვაც შესაძლებელია, ამიტომ ის ყოველთვის იღიმება, რითიც ხაზს უსვამს ან თავის ნაკლს ანდაც ღირსებას.





კრისტინა აგილერა


image


ცნობილმა მომღერალმა და "გრემის" ექვსგზის მფლობელმა კრისტინა აგილერამ მსოფლიოში ყველაზე უღირსი ქირურგის პოვნა მოახერხა. შეხედეთ მის მკერდს, ნაწიბურები და ასიმეტრია სახეზეა, ნუთუ ამის გამოსწორება შეუძლებელია?





დემი მური


image


ცოტა ხნის წინ ის ლამაზმანებს თამაშობდა. დღეს კი, მთელი რიგი წარუმატებელი ოპერაციების შემდეგ, მას მხოლოდ საშინელებათა ფილმებში თამაში თუ შეუძლია.





ჯენიფერ ლოპესი


image


ცელულიტს საშინელი ძალა აქვს. მთელი რიგი კოსმეტოლოგიური პროცედურების, სპორტდარბაზში მრავალსაათიანი დაუღალავი ვარჯიშისა და სწორი კვების შემთხვევაშიც კი ცნობილი ვარსკვლავები პრობლემური ზონებიდან მის მოშორებას მაინც ვერ ახერხებენ, თუმცა თუ სელებრითების ჩაცმულობას გადავხედავთ როგორ ჩანს, მათ ეს პრობლემა დიდად არც უნდა აწუხებდეთ.





ემი შუმერი


image


გასაოცარ გამოწვევებს აწყობენ ქალები. მარჯვნივ ფოტოზე ამერიკელმა მსახიობმა ემი შუმერმა საკუთარ გვერდზე სპეციალურად დადო თავისი ბუნებრივი ფოტო და სრულიად ამაოდ. ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებულები დარჩნენ თუ რამდენად არამიმზიდველია ემი მაკიაჟის გარეშე.





სარა ჯესიკა პარკერი


image


სარა ჯესიკა პარკერის არც იმდენად სწორი ფეხები ჯერ კიდევ სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" შევამჩნიეთ, როდესაც მის გმირი კერი ბრედშოუ მთელი სერიალის განმავლობაში სხვადასხვა სახის ქვედაბოლოებთან და შორტებთან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით საკუთარ ნაკლს ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამდა, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობს თავისი არც იმდენად სრულყოფილი ფეხების ფორმა დიდად არ ანაღვლებს, მაგრამ მოდით ვაღიაროთ რომ სხვანაირი კერის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. სერიალის ერთგულ მაყურებელს ვარსკვლავი თუნდაც მისი არც იმდენად სწორი ფეხებითა და სხვა ნაკლოვანებებით პირველი ნახვისთანავე მთელი გულით შეუყვარდა.





















0
639
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
639