x
image
თამილა გურაშვილი
რა სატელიტურ გამოსახულებას გვიზიარებს გეოლოგი ლევან ტიელიძე

image
"ბრიტანელი და კანადელი კოლეგების დახმარებით გიზიარებთ Maxar WorldView-3 მაღალი რეზოლუციის, სტიქიის შემდგომ სატელიტურ გამოსახულებებს.



[კრედიტი: Maxar-WorldView3 დ. პეთლი & დ. შუგარ]
❄️სურათებზე კარგად ჩანს ღვარცოფის გამოსვლის შედეგად მდინარე ჭანჭახის ხეობაში გაჩენილი დროებითი პატარა ტბა. გლაცილური ღვარცოფების შემდგომ ასეთი ტბების დაგროვება ზოგჯერ რამდენიმე დღეც გრძელდება, ხოლო შემდეგ მათი გარღვევა კიდევ უფრო მასშტაბურ კატასტროფებს იწვევს. ტბის შეგუბება ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია ღვარცოფულ ნაკადში ნაშალი მასალის რაოდენობაზეც.
❄️რა ვიცით კავკასინის მყინვარების ნაშალ მასალაზე? მყინვარების დნობის და ფართობის შემცირების პარალელურად (მაგრამ საპირისპიროდ) კავკასიონზე ნაშალი მასალის რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ 1986 წელს კავკასიონის მყინვარების ზედაპირის მხოლოდ 7% იყო დაფარული ნაშალი მასალით, ეს მაჩვენებელი 2014 წლისთვის უკვე 13%-მდე იყო გაზრდილი.
ცნობისთვის იგივე პერიოდში მყინვარების ფართობი 16%-ით შემცირდა. ნაშალი მასალის მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ ფერდობზე. პროცენტულად მყინვარული ნაშალი მასალის ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება აღმოსავლეთ კავკასიონზე. სხვა დანარჩენი საინტერესო შედეგებით ეს კვლევა გამოვაქვეყნეთ 2020 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე ????https://tc.copernicus.org/…/14/585/2020/tc-14-585-2020.html
1
140
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
140
  
2023, 11 აგვისტო, 12:50
გადაბრუნებულ ურემზე ყველა მაგარია,სანამ გადაბრუნდება და გაიგებ,ეგ არის საქმე. ასერომ,ეს სურათები დაახვიონ და გაიკეთონ ერთ ადგილას
0 1 1